ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

აღმოსავლეთ პარტნიორობა: ახალი ინდიკატური ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) ინვესტირების სამოქმედო გეგმა ძლიერი კავშირისთვის

Bruxelles, 18/01/2019 - 11:33, UNIQUE ID: 190118_9
Press releases

პროგრამა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" (EaP) წევრ ქვეყნებში სატრანსპორტო კავშირების განმტკიცებისა და ეკონომიკური ზრდის სტიმულის მიზნით ევროკომისიამ და მსოფლიო ბანკმა შეიმუშავეს ინდიკატური ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) თანაინვესტირების სამოქმედო გეგმა, რომელიც განკუთვნილია სომხეთისთვის, საქართველოსთვის, აზერბაიჯანისთვის, ბელორუსისთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის. ამ ქვეყნებში საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად გაცემული იქნება დაახლოებით 13 მილიარდი ევრო. შედეგად აშენდება 4800 კილომეტრის სიგრძის გზა და რკინიგზა, 6 პორტი და 11 ლოგისტიკის ცენტრი.

პროგრამა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" (EaP) წევრ ქვეყნებში სატრანსპორტო კავშირების განმტკიცებისა და ეკონომიკური ზრდის სტიმულის მიზნით  ევროკომისიამ და მსოფლიო ბანკმა შეიმუშავეს  ინდიკატური ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) თანაინვესტირების სამოქმედო გეგმა, რომელიც განკუთვნილია სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, ბელორუსისთვის, საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის. ამ ქვეყნებში საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად გაცემული იქნება დაახლოებით 13 მილიარდი ევრო. შედეგად აშენდება 4800 კილომეტრის სიგრძის გზა და რკინიგზა, 6 პორტი და 11 ლოგისტიკის ცენტრი.

ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა, რომელიც პასუხისმგებელია ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებებზე, ხაზგასმით აღნიშნა "ინდიკატური ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) ინვესტირების სამოქმედო გეგმის დასრულება ერთობლივი ვალდებულებაა რეგიონის მოქალაქეებისთვის ხელშესახები შედეგების უზრუნველსაყოფად. გეგმა დაეხმარება გადაწყვეტილების მიმღებ პირებს სტრატეგიული ინვესტიციების პრიორიტეტების განსაზღვრაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიმართებაში, რომელიც მიზნად ისახავს რანსევროპული სატრანსპორტო ქსელის დასრულებას, რაც ბრიუსელში ჩატარებული აღმოსავლეთ პარტნიორობის ბოლო სამიტის ერთობლივ დეკლარაციაში განსაზღვრულია როგორც 2020 წლისთვის მისაღწევი 20 შედეგიდან  ერთ-ერთი."

ევროკომისარმა ტრანსპორტის საკითხებში ვიოლეტა ბულცმა განაცხადა: "გაუმჯობესებულ სატრანსპორტო კავშირებს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონსა და ევროკავშირს შორის, აქვს ეკონომიკური ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალი. გეგმა ასევე მიზნად ისახავს გზების უსაფრთხოების და ასევე ახალ პროექტებში ციფრული გადაწყვეტილებების მნიშვნელობის ხაზგასმას და პროექტირების სტანდარტების ევროკავშირის ამჟამინდელ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანას."

საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული პროექტები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ერთად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით განისაზღვრა. აღნიშნული პროექტები საშუალებას მისცემს ახალი და არსებული გზების, რკინიგზის, პორტების, აეროპორტების, ლოგისტიკური ცენტრების, სასაზღვრო გამშვები პუნქტების მშენებლობასა და რეაბილიტაციას. პრიორიტეტული ინვესტიციები მოიცავს როგორც მოკლევადიან პროექტებს, რომელიც 2020 წლისთვის დასრულდება, ასევე გრძელვადიან პროექტებს, რომელთა მიზანია 2030 წლისთვის ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესება. ინფრასტრუქტურული ინვესტიციების გარდა, წარმოდგენილი საინვესტიციო გეგმა მიზნად ისახავს სატრანსპორტო სექტორში ძირითადი რეფორმების დაჩქარებას და რეგიონში საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას. მოსალოდნელია, რომ ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის პროექტის შემუშავება ხელს შეუწყობს რეგიონალურ განვითარებას ეკონომიკური შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების, სამრეწველო აგლომერაციის სარგებლების გამოყენებისა და ბაზრის კონკურენციის გაზრდის გზით.

ინდიკატური საინვესტიციო სამოქმედო გეგმის დასრულება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ძირითადი ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის  გაფართოებას ემთხვევა.

 

* ბმულების ძირითადი ნაწილი ინგლისურენოვანია

 

Languages:
რედაქტორის ნაწილი: