ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირი საქართველოში რეფორმების მხარდასაჭერად 110 მილიონ ლარს (36.8 მილიონ ევროს) გადმორიცხავს

17/01/2019 - 10:56
News stories

ევროკავშირის თანხების გადმორიცხვა ადასტურებს 2017 და 2018 წლებში მთავრობის წინსვლას შემდეგ სფეროებში: სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება, მართლმსაჯულება, საჯარო სამსახურის რეფორმა, საკანონმდებლო ჰარმონიზაცია და ბიზნესის მხარდაჭერა, პოლიტიკა განათლებისა და შრომის ბაზრის მიმართებაში.

2018 წლის დეკემბერში, ევროკავშირმა  110 მილიონი ლარი ( 36.8 მლნ ევრო) გადმორიცხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, რითაც დაადასტურა წინსვლა მთავრობის მიერ რეფორმების განხორციელებაში შემდეგ სფეროებში: სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება, მართლმსაჯულება, საჯარო სამსახურის რეფორმა, საკანონმდებლო ჰარმონიზაცია და ბიზნესის მხარდაჭერა, განათლება და შრომის ბაზარი. ეს რეფორმები 2017 და 2018 წლებში ჩატარდა.

ყველა რეფორმის მიზანი წინასწარ არის შეთანხმებული და მათი მიღწევის შეფასება დამოუკიდებელი ანგარიშების საფუძველზე ხდება. ევროკავშირის გადარიცხვები არის გრანტები და მთავრობის მიერ არ უნდა ანაზღაურდეს.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი: "ევროკავშირის თანამშრომლობა მთავრობასთან სექტორული რეფორმები განხორციელების კონტრაქტების ფარგლებში საშუალებას აძლევს მთავრობას მიაღწიო იმ შედეგებს, რაც ჩვენი დაფინანსების გარეშე შეუძლებელი იქნებოდ. ჩვენი წლიური შეფასებები აჩვენებს ამ პროგრამების მიერ მიღწეულ არსებით ზეგავლენას, მაგალითად, გაუმჯობესდა იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობა, სურსათისა და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისობა და ბიზნესის განვითარებისთვის გაზრდილი მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა საქართველოს მოაქლაქეთა ცხოვრებისთვის ხელშესახებ გაუმჯობესებას ქმნის და მე ველოდები, რომ თანამშრომლობა წლების განმავლობაში გაგრძელდება."

სექტორების მიხედვით მიღწეული კონკრეტული მიღწევები ასეთია:

სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება - ევროკავშირი მიესალმება მთავრობის შემდეგ მიღწევებს 2017 წელს:

  • საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერება:
    • სასოფლო-სამეურნეო კვლევების ელექტრონულ მონაცემთა შეგროვების ინიცირება, რომელიც საშუალებას აძლევს მონაცემების ეფექტურ შეგროვებას, შენახვასა და გამოყენებას;
    • მდგრადი და სტაბილური სოფლის მეურნეობის შესახებ ცნობიერების კამპანიის ჩატარება საქართველოს მასშტაბით, რაც პუბლიკაციებს, ვიდეო რგოლებს და ტრენინგებს მოიცავდა;
    • თესლის სავალდებულო სერტიფიცირების შესახებ კანონის შესაბამისად ხორბლის და ქერის სათესლე მასალის 88% სერტიფიცირებული პროდუქციისთვის რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
  • საქართველოში სურსათის უვნებლობის სტანდარტების გაუმჯობესება:
    • სურსათის მწარმოებელთა მნიშვნელოვანი ნაწილის (21,000-ზე მეტი) ეკონომიკური საქმიანობის რეესტრში რეგისტრაციის უზრუნველყოფა,  რაც სურსათის ეროვნულ სააგენტოს მონიტორინგს უადვილებს;
    • სურსათის ეროვნულ სააგენტოს ინსპექტორების ნახევარზე მეტმა გაიარა ტრენინგები ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად;
    • ფოთის სასაზღვრო გამტარი პუნქტი აღიჭურვა და მას შეუძლია უზრუნველყოს სანიტარიული და ფიტოსანიტარიული კონტროლი ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად;
    • საქართველოს ყველა სასაზღვრო გამტარი პუნქტის ტერიტორიაზე სპეციალური შენაერთების განთავსება, რომელიც უზრუნველყოფს არაცხოველური წარმოშობის სურსათის სასაზღვრო კონტროლის ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამის პროცედურებს;
    • საქართველოში ბიო / ორგანული მწარმოებლების სერტიფიცირების სისტემის მხარდაჭერა (აქამდე სერტიფიცირებულია 66 ფერმერი / სურსათის მწარმოებელი);
    • სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად 200-ზე მეტი ტესტირების ჩატარება;
  • სოფლად დასაქმების გაზრდა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება
    • 6 ახალი სახელმწიფო პროგრამის შემუშავება 2017/2018 წლებში არასასოფლო-სამეურნეო დივერსიფიკაციის ხელშეწყობის მიზნით. ეს მოიცავს შემდეგ პროგრამებს: "სოფლის მეურნეობაში ახალგაზრდა მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა", "იმერეთის აგრო ზონა", "დარგე მომავალი", ასევე არსებული პროგრამების ახალ ელემენტებს "შეღავათიანი აგროკრედიტი", "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ინფრასტრუქტურის განვითარება" და "მთის რეგიონებში საძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამა ";
    • 2018-2020 წლების სოფლის განვითარების ეროვნული სამოქმედო გეგმისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის ბიუჯეტთან ერთად  დაინტერესებულ მხარეებისთვის წარდგენა და მისი ჩართვა 2017 წელს პარლამენტში შეტანილ მთავრობის ძირითად მონაცემებსა და მიმართულებებში.

ევროკავშირი ასევე მიესალმება მთავრობის გადაწყვეტილებას 2020 წლის შემდეგ სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის შერწყმის თაობაზე და რეკომენდაციას უწევს მნიშვნელოვანი რეფორმების დაჩქარებას, მათ შორის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სტრუქტურული და დინამიური საერთო მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დანერგვას, რომელიც საშუალებას მისცემს სექტორული სტრატეგიების განხორციელების შესახებ ანგარიშების გაუმჯობესებას.

ამავდროულად არ განხორციელებულა ზოგიერთი იმ მიზნებიდან, რომელიც შეთანხმებული იყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტრენინგ ცენტრი არ იყო საბოლოოდ ჩამოყალიბებული, როგორც თავდაპირველად ამას ინდიკატორი ითვალისწინებდა და სამინისტროს ლაბორატორიას არ მიუღწევია მისი მიზნისთვის, რომელიც ითვალისწინებდა მისი ტესტირების 75%-ის ევროკავშირის მიერ აკრედიტირებას.

საჯარო მმართველობა - ევროკავშირი მიესალმება მთავრობის შემდეგ მიღწევებს 2017 წელს:

  • 2017 წელს მთავრობის მიერ მიღებული სამოქმედო გეგმების 60% -ზე მეტი მრავალწლიანი პოლიტიკისა და ხარჯების ჩარჩოებს შეესაბამება, რაც მთავრობის მიერ გაწეულ დაგეგმვას უფრო ეფექტიანს ხდის;
  • ყველა სამინისტროს ფუნქციური გადახედვა წარმატებით დასრულდა, რამაც მთავრობის ინსტიტუციონალურ რესტრუქტურიზაციას ხელი შეუწყო;
  • მთავრობაში მოხდა ადამიანური რესურსების ეფექტიანობის ზრდის უზრუნველყოფა:
    • საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გაზრდილი ზედამხედველობის ქვეშ ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი წესების დანერგვა;
    • საჯარო სამსახურებში ყველა დასაქმება საჯარო სამსახურის ბიუროს ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პლატფორმის  საშუალებით;
    • საქართველოს საჯარო დაწესებულებებში გამჭვირვალე და სამართლიანი ანაზღაურების სისტემების დანერგვა 2018 წლის 1 იანვრიდან საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ;
    • საჯარო მოხელეთა ქონების დეკლარაციების ფუნქციური მონიტორინგის ჩატარება;
  • საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება სოფლად 54 სათემო ცენტრის ამუშავების და 51 მუნიციპალიტეტში თანამედროვე მუნიციპალური მართვის სისტემების გამოყენების საშუალებით და მომხმარებელთა კმაყოფილების უზრუნველყოფა.

თუმცა, პოლიტიკის დაგეგმვის, სამოქალაქო სამსახურის რეფორმის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული გარკვეული პირობები სრულად არ დაკმაყოფილდა. კერძოდ, შერჩეულ სფეროებში მონიტორინგის ზოგიერთი სამთავრობო ანგარიში არ შეესაბამება პოლიტიკის დაგეგმვის ახალი ჩარჩოს მოთხოვნას. საჯარო მოხელეებისთვის სასწავლო ცენტრების განხილვის პროცესში მყოფი ოფიციალური აკრედიტაციის მიღება ნიშნავს, რომ ახალი პერსონალის სწავლების სისტემა ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. საქართველოს ქულები ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საერთაშორისო რეიტინგში არ გაუმჯობესებულა, რადგან ახალი კანონპროექტი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ პარლამენტისთვის ჯერ არ ყოფილა წარდგენილი.

 

მართლმსაჯულება  - ევროკავშირი მიესალმება მთავრობის შემდეგ მიღწევებს 2017 წელს:

  • მოქალაქეთათვის იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის 10%-ით გაუმჯობესება დაფინანსების გაზრდის საშუალებით, ხოლო სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის ბენეფიციართა რაოდენობის 22% -ით გაზრდა;
  • ბავშვთა მიმართ უფრო  კეთილგანწყობილი მართლმსაჯულების  სისტემის შემუშავება, დანაშაულის პირველად ჩამდენი პირებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამოსწორებითი ზემოქმედების ალტერნატიული სახეობებით შეცვლის მაღალი პროცენტი (64%),  არასრულწლოვანთა წინასწარი პატიმრობის მაჩვენებლის 24%-ით შემცირება;
  • ევროპის ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან დაახლოება, 13.4% -ით წინასწარი პატიმრობის მაჩვენებლის შემცირება სრულწლოვნებისთვის (ოჯახური ძალადობის შემთხვევების გამოკლებით) და საპროკურორო საბჭოსა და პროკურატურაში საკონსულტაციო ორგანოს შექმნა;
  • ციხეებში პირობების გაუმჯობესება ყველა ციხეში რისკებისა და საჭიროებების შეფასების გზით, პროფესიული განათლების პროგრამებში მონაწილეთა (893) ოდენობის შენარჩუნება, ციხეში სიკვდილიანობისა და დაავადებების გადაცემის მაჩვენებლების შემცირება, ასევე გაუმჯობესებული შემოწმებები და პატიმრებისთვის გათავისუფლების წინ მოქმედი მექანიზმის გამოყენება.

თუმცა ევროკავშირი აღნიშნავს, რომ რამდენიმე მიზანი მიღწეული არ იყო. კერძოდ, არასრულწლოვან და ახალგაზრდა დამნაშავეთათვის  არ აშენებულა ციხის ახალი შენობა, არ დანერგილა დამოუკიდებელი მექანიზმი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევების გამოძიების მიზნით; არ იყო ჩატარებული საკმარისი მიწის ნაკვეთების სისტემურად რეგისტრაცია საპილოტე რეგიონებში, თუმცა სპორადული რეგისტრაციები სწრაფად ვითარდებოდა .

 

ვაჭრობა და კერძო სექტორის განვითარება - ევროკავშირი მიესალმება მთავრობის შემდეგ მიღწევებს 2017 წელს:

  • ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებასთან შესაბამისობის მიღწევის მიზნით საქართველომ მიიღო 17 ეროვნული საკანონმდებლო აქტი სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ სფეროში ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების 2017 წლის წლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით;
  • საქართველოში ბაზარზე ზედამხედველობის გაუმჯობესება:
    • სამომხმარებლო პროდუქციის ბაზრარზე ზედამხედველობის დეპარტამენტის შექმნა;
    • ბოილერების, მაღალი წნევის რეზერვუარების, ლიფტებისა და საბაგირო გზების ინსპექტირების ჩატარება;
    • ბაზარზე ზედამხედველობის შესახებ მიზნობრივი ბიზნესისა და სამომხმარებლო ორგანიზაციებისთვის ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების ორგანიზება;
    • საქართველოს კანონში - პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში - ცვლილებების შეტანა, ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი პროდუქტების ინსპექტირების პროცედურებისა და სანქციების პარლამენტში შეტანის უზრუნველყოფა;
    • საქართველოში უფრო გამჭვირვალე და ეფექტიანი სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება:
    • ახალი და შესწორებული კანონქვემდებარე აქტების დანერგვა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს ახალი კანონისთვის ევროკავშირის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
    • შემსყიდველი ორგანიზაციების, საკონტრაქტო ორგანოების, ეკონომიკური ოპერატორების და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგების ჩატარება და სახელმძღვანელო ცნობარების გამოცემა;
    • ელექტრონული შესყიდვებისთვის შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის განახლება და სატენდერო პროცედურების შესახებ გაერთიანებული ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა, აგრეთვე ახლად შექმნილ ვებსაიტზე http://opendata.spa.ge/ ინდივიდუალური შესყიდვების შესახებ ინფორმაციის განთავსება.
  • საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება:
  • კანონპროექტი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ;
  • ფინანსური განათლების ტრენინგი 5694 მეწარმისთვის;
  • ტრენინგისა და გადამზადების შემდეგ 1778 ადამიანის (8433-დან) დასაქმება;
  • 1000-ზე მეტი მეწარმესთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებული შეხვედრები რეგიონის ექსპერტებთან, ან ტრენინგები;
  • ინოვაციის ხელშეწყობის მიზნით, 140 მცირე გრანტის გაცემა სტარტაპებისთვის.
  • ბიზნესის მარეგულირებელ საკითხებზე საჯარო / კერძო პლატფორმის ოთხი შეხვედრის ჩატარება;
  • ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ეფექტიანობის გაუმჯობესება სააგენტოს  2017 წლის ინსტიტუციონალური რეფორმის გეგმაში ასახული საქმიანობის განხორციელების გზით;
  • კონკურენციის სააგენტოს ეფექტიანობის გაუმჯობესება სააგენტოს 2017 წლის სასწავლო გეგმის განხორციელების გზით;
  • 2017 წელს "აწარმოე საქართველოში" ინიციატივის  ფარგლებში ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებისა და ტრენინგების გაწევა 300-ზე მეტი მცირე და საშუალო საწარმოსთვის (2016 წელთან შედარებით 38% -ით მეტი);
  • "აწარმოე საქართველოში" ინიციატივის ფარგლებში და ევროკავშირის მხარდაჭერით ორი სექტორული კვლევის ჩატარება საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ავეჯის წარმოებისთვის.

ერთადერთი პირობა, რომელიც ბოლომდე არ შესრულდა, იყო 2017 წლის სახელმწიფო შესყიდვების საგზაო რუკის ფარგლებში დასახული ქმედებების განხორციელება, კერძოდ, ჯერ არ შექმნილა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოთხოვნების შესაბამისი  სახელმწიფო შესყიდვების განხილვის ორგანო.

 

გადახდები ახალი პროგრამების ფარგლებში - პროფესიული განათლებისა და გადამზადების, შრომის ბაზრის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროებში სამთავრობო სექტორის სტრატეგიების განხორციელება ასევე 2018 წელს გაგრძელდა, ახალი პროგრამების ფარგლებში - უნარ-ჩვევების განვითარება და შრომის ბაზრის საჭიროებებზე მორგება, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარება (ამ სექტორში მიმდინარე პროგრამებთან ერთად) - გადახდილი თანხებით.

ამასთანავე, მთავრობამ მაკროეკონომიკური სტაბილურობის, საჯარო ფინანსების მართვისა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის სფეროებში მიღწეული დამაკმაყოფილებელი შედეგები შეინარჩუნა, რამაც შესაძლებელი გახადა ყველა პროგრამით გათვალისწინებული გადახდები.

 

საკითხის ისტორია:

სექტორული რეფორმების განხორციელების კონტრაქტები ევროკავშირის თანამშრომლობის ინსტრუმენტია, რომელიც პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტში პირდაპირ ფინანსურ გადარიცხვებს მოიცავს. ევროკავშირი ყოველწლიურად გადარიცხავს თანხებს, როდესაც მთავრობა შეთანხმებულ შედეგებს იღებს. კერძოდ, მთავრობას მოეთხოვება შეინარჩუნოს დამაკმაყოფილებელი შედეგები მაკროეკონომიკური პოლიტიკის, საჯარო ფინანსების მართვისა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის სფეროებში ყველა გადახდებისთვის, და ამასთანავე ერთვება დამატებითი მიზნები სხვადასხვა პოლიტიკის სფეროებში, როგორიცაა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, განათლება, საჯარო ფინანსების მართვა და ა.შ. თუ ევროკავშირი მიიჩნევს, რომ რომელიმე ამ პუნქტის შესრულება საკმარისი არ არის, იგი აჩერებს თანხის ნაწილის ან მთელი თანხის გადახდას, სანამ არ დადგინდება სანდო დასტური ან ზომები. ეს არის პარტნიორი ქვეყნებისთვის განვითარების პოლიტიკასა და რეფორმებზე საკუთარი პასუხისმგებლობის სტიმულირება და არასაკმარისი განვითარების შემთხვევაში პრობლემის მიზეზის და არა სიმპტომების აღმოფხვრის გზა. საქართველოსთვის სექტორული რეფორმების განხორციელების კონტრაქტების უმრავლესობა არის კონკრეტული სექტორისთვის უფრო ფართო მხარდაჭერის პაკეტის ნაწილი და გაერთიანებულია თანმხლები პროექტების დაფინანსებასთან, როგორიცაა მაგალითად, კოოპერატივებისთვის გრანტებისა და ტექნიკური დახმარება სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო (ENPARD) პროგრამის ფარგლებში.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

თამრიკო მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის ოფიცერი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu

Languages:
რედაქტორი: