ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირი ბიზნესისთვის ინიციატივის (EU4Business) ფარგლებში საქართველოს ბანკის ჯგუფი სესხებს იღებს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის მხარდასაჭერად

Bruxelles, 14/01/2019 - 09:32, UNIQUE ID: 190114_2
Press releases

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა, მრავალრიცხოვანი დონორების მქონე ფონდმა მწვანე ზრდისთვის (GGF) საქართველოს ბანკის ჯგუფისთვის 25 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი გამოყო. მთავარ მიზანს წარმოადგენს მსხვილი კომპანიებისთვის, მცირე და საშუალო საწარმოებისა და აგრეთვე სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის ენერგოეფექტურობასა და განახლებად ენერგიაზე მიმართული სესხების პორტფოლიოს დივერსიფიკაციისა და გაზრდის ხელშეწყობა. პოტენციური ბენეფიციარების არე დამამუშავებელ, სამშენებლო და სოფლის მეურნეობის მრეწველობას და ასევე განახლებადი ენერგიის პროექტებს მოიცავს.

საქართველოს ბანკის ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ მწვანე ზრდისთვის ფონდთან (GGF) ახალი შეთანხმების შესახებ განაცხადა: "ეს არის ჩვენი მეორე თანამშრომლობა მწვანე ზრდისთვის ფონდთან, რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებას".

ფონდი მწვანე ზრდისთვის (GGF) ევროკავშირის პროგრამის, "ევროკავშირი ენერგეტიკისთვის" (EU4ENERGY) ნაწილი, ინვესტირებას ახორციელებს ენერგომოხმარებისა და CO2 გამონაბოლქვის შესამცირებლად და რესურსების ეფექტურობის გასაუმჯობესებლად  სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის, უკრაინის, მოლდოვას, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის 19 ქვეყანაში. ფონდი ასეთ დაფინანსებას უზრუნველყოფს პირდაპირ განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის, კორპორაციებისა და მუნიციპალიტეტებისთვის ან არაპირდაპირ შერჩეული ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით.

ფონდი მწვანე ზრდისთვის (GGF) დაარსდა 2009 წლის დეკემბერში საჯარო - კერძო პარტნიორობის სახით გერმანიის განვითარების ბანკისა (KfW) და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ, ევროკომისიის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ავსტრიის განვითარების ბანკის (OeEB) ფინანსური მხარდაჭერით.

გაიგეთ მეტი:

Languages:
რედაქტორის ნაწილი: