ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

საგრანტო კონკურსი საპროექტო წინადადებების წარმოსადგენად: Erasmus+ შესაძლებლობების გაძლიერება ახალგაზრდობის სფეროში 2018

Bruxelles, 18/12/2018 - 10:49, UNIQUE ID: 181218_10
Press releases

ახალგაზრდობის სფეროში შესაძლებლობების გაძლიერების პროექტები მოიცავს აქტივობებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების პარტნიორ ქვეყნებში ხელს უწყობენ თანამშრომლობის განვითარებას ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, განათლების, ტრენინგისა და სხვა სოციალურ-ეკონომიკურ სექტორებს შორის.

აღნიშნული პროექტები მიზნად ისახავს გააუმჯობესოს ახალგაზრდების დასაქმების უნარიანობა, არაფორმალური სწავლებისა და მოხალისეობის ინსტიტუტები და ხელი შეუწყოს მათ დაკავშირებას განათლების სისტემებთან და შრომით ბაზართან. პროექტები ასევე, მხარს უჭერენ რეგიონული და ტრანსნაციონალური არაფორმალური სწავლების მობილობის სქემებს, რათა ხელი შეუწყონ ახალგაზრდების მონაწილეობას და აქტიურობას საზოგადოებაში.

წლევანდელი კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ: https://eacea.ec.europa.eu/erasmus-plus/funding/capacity-building-in-the-field-of-youth-2019_en

კონკურსის შესახებ საინფორმაციო ვებ-სტრიმ სესია გაიმართება სამშაბათს, 2018 წლის 18 დეკემბერს 10: 00-13:00 საათზე შემდეგ ვებ მისამართზე: https://eacea.ec.europa.eu/erasmus-plus/events/info-session-capacity-building-in-the-field-of-youth_en.

Languages:
რედაქტორის ნაწილი: