ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

საქართველოს მთავრობა, მსოფლიო ბანკი და ევროკავშირი წარადგენს სახელმწიფო ხარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულების შეფასებას თბილისის, ბათუმისა და მარტვილისთვის

თბილისი, 21/11/2018 - 08:06, UNIQUE ID: 181121_22
Press releases

დღევანდელი პრეზენტაცია მოიცავს საქართველოს სახელმწიფო ხარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) შეფასების სამ ანგარიშს ქალაქ თბილისსა და ბათუმსთვის და მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის. ეს შეფასება დაიწყო 2018 წლის 17 მაისს მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ფინანსთა სამინისტროს თხოვნის საფუძველზე და დასრულდა  ა/წლის 23 ოქტომბერს, როდესაც PEFA-ს სამდივნომ დაადასტურა ხარისხის ყველა სტანდარტთან შესაბამისობა PEFA CHECK შეფასების გაცემით.

სახელმწიფო ხარჯები ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე მაღალია და მშპ -ის ექვს პროცენტს შეადგენს, რაც კონსოლიდირებული სახელმწიფო ხარჯების დაახლოებით მეხუთედია. ადგილობრივი სამთავრობო ადმინისტრაციები საქართველოში უმთავრესად პასუხისმგებელნი არიან  ძირითადი სერვისების გაწევაზე, რომლებიც მოიცავს საბინაო, საყოფაცხოვრებო და კომუნალურ მომსახურებას.

“PEFA შეფასებამ განსაზღვრა მუნიციპალიტეტის სისტემების ძლიერი და სუსტი მხარეები და თუ რა უნდა გაუმჯობესდეს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს რესურსების ეფექტური და ეფექტიანი გამოყენება, მომსახურების გასაწევად საჭირო უფრო მეტი ფისკალური სივრცის შესაქმნელად. PEFA შეფასება ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან საფუძველს საქართველოს 2018 – 2021 წწ სახელმწიფო ფინანსების მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმისთვის რეკომენდაციების მოსამზადებლად”, აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა.  

PEFA მეთოდოლოგია შემუშავებულია გამოცდილი პრაქტიკოსების მიერ განსაზღვრული საერთაშორისო სტანდარტებიდან და სანიმუშო პრაქტიკიდან. დღეისათვის დაახლოებით 600 შეფასებაა განხორციელებული 150 ქვეყნაში. შეფასება მიმოიხილავს საჯარო ფინანსების მართვის (PFM) ეფექტიანობის 7 კომპონენტს, როგორებიცაა: ბიუჯეტის სანდოობა, საჯარო ფინანსების გამჭვირვალობა, აქტივების და ვალდებულებების მართვა, პოლიტიკაზე დამყარებული ფისკალური სტრატეგია და ბიუჯეტის შედგენა; ბიუჯეტის შესრულების პროგნოზირებადობა და კონტროლი; ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება; და გარე შემოწმება და აუდიტი. ეს კომპონენტები ფასდება 31 ინდიკატორის გამოყენებით, რომლებიც 94 განზომილებას შეიცავს.   

ადგილობრივ დონეზე განხორციელებული PEFA შეფასება გარკვეული ადაპტაციით იყენებს იმავე ინდიკატორებს, რომლებსაც ეროვნული PEFA შეფასება. მასში ასევე წარმოდგენილია დამატებითი ინდიკატორი “HLG-1,” რომელიც აფასებს ცენტრალური მთავრობის მიერ ადგილობრივი მთავრობისთვის გამოყოფილ ტრანსფერებს და მიზნობრივ გრანტებს.

„დღევანდელი ღონისძიება გვაძლევს საშუალებას რომ განვიხილოთ PEFA მეთოდოლოგიის მიერ დადასტურებული PFM სისტემების ნაკლები და უპირატესობები ადგილობრივ დონეზე. ამან ხელი უნდა შეუწყოს ეროვნულ და ადგილობრივ ხელისუფლებებს ისეთი საშუალოვადიანი რეფორმების პრიორიტეტების დადგენაში როგორიც არის, პროგრამის ბიუჯეტი, საშუალოვადიანი დაგეგმვა, მთავრობათაშორისი ფისკალური ურთიერთობები, შიდა კონტროლი, პროექტის დაგეგმვა და საინვესტიციო მენეჯმენტი და აშ. PEFA-ს მონაპოვრებმა ასევე ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიას, რომელიც ამჟამად დასრულების პროცესშია“, აღნიშნა ვინსენტ რეიმ, ევროკავშირის თანამშრომლობის დელეგაციის ხელმძღვანელმა საქართველოში.

2017 და 2018 წელს PEFA შეფასება მთლიანობაში საქართველოს 15 მუნიციპალიტეტისა და ქალაქისთვის განხორციელდა. აღნიშული შეფასებებიდან თორმეტი ჩატარდა GIZ-ის მხარდაჭერით, ხოლო სამი მსოფლიო ბანკის მიერ. თბილისს, ბათუმსა და მარტვილისთვის შეფასების ანგარიშის განსახილველად ორგანიზებული სამუშაო შეხვედრების დროს მოხდა, მუნიციპალიტეტთა სინთეზური ანგარიშის წარდგენა რომელშიც გააანალიზებულია 15 PEFA შეფასების შედეგები ძირითადი ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიკაციის მიზნით.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

  • ინგა პაიჭაძე, მსოფლიო ბანკი
    (+ 995 32) 913 096, (+995 77) 77 00 72, ipaichadze@worldbank.org
  • თამრიკო მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის ოფიცერი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია
    tamriko.mikadze@eeas.europa.eu

 

Languages:
რედაქტორის ნაწილი: