ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირი საქართველოში Erasmus+ პროგრამისათვის დამატებით 6 მილიონ ევროს გამოყოფს

19/10/2018 - 10:10
News stories

თბილისში Erasmus+ საინფორმაციო დღეს ევროკავშირმა გამოაცხადა საქართველოსთვის დამატებითი მიზნობრივი დაფინანსების ფანჯრის გახსნა, რომელიც მომავალ ორ წელიწადში სტიპენდიების რაოდენობას 800–ით გაზრდის.

18 ოქტომებრს Erasmus+ ეროვნულმა ოფისმა გამართა ტრადიციული საინფორმაციო ღონისძიება უნივერსიტეტების, პროფესორებისა და სტუდენტებისთვის. წელს ევროკავშირი Erasmus+ პროგრამის განხორციელებისათვის დამატებით ბიუჯეტს გამოყოფს, რაც მეტი პროექტის განხორიციელების საშუალებას იძლევა და მნიშვნელოვნად ზრდის სტიპენდიების რაოდენობას.

ღონისძიება გახსნეს კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა, მიხეილ ბატიაშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა და ვახტანგ მახარობლიშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

Erasmus+ პროექტებსა და სტიპენდიებზე არსებული მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით ევროკავშირმა ე.წ. მიზნობრივი დაფინანსების ფანჯარა გახსნა საქართველოსთვის მომავალი ორი საგრანტო კონკურსისათვის. ეს ნიშნავს დამატებით 6 მილიონ ევროს 2019 და 2020 წლებში. Erasmus+ დამატებითი ბიუჯეტი ნიშნავს საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმის გაზრდილ მხარდაჭერას და სტუდენტებისა და პროფესორებისათვის 800–ით მეტ სტიპენდიას.  

Erasmus+  შესახებ

Erasmus+ ევროკავშირის პროგრამაა 2014–2020 წლებში განათლების, გადამზადების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში. საქართველოში ეს პროგრამა მოქმედებს 2015 წლიდან და ჩაანაცვლა ევროკავშრის მიერ დაფინანსებული მანამდე არსებული საგანმანათლებლო პროგრამები (Tempus, Erasmus Mundus Action 2). საქართველო Erasmus+ პროგრამის ერთ–ერთი ყველაზე უფრო წარმატებული ქვეყანაა პროექტებისა და სტიპენდიების მაღალი რაოდენობით.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:

  • თამრიკო მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის ოფიცერი, ევროკავშრის წარმომადგენლობა საქართველოში, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu
  • ლიკა ღლონტი, საქართველოს Erasmus+ ეროვნული ოფისის კოორდინატორი, erasmus.georgia@gmail.com
Languages:
რედაქტორი: