ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

მრავალფეროვანი ევროპის დღე ბათუმში

17/10/2018 - 10:02
News stories

შაბათს 13 ოქტომბერს, ბათუმისა და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებმა ევროპის დღე ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ერთად აღნიშნეს.

შაბათს ბათუმის ბულვარს ევროპის დღის აღსანიშნავად 8000-ზე მეტი ადგილობრივი მოქალაქე ეწვია. ღონისძიება 2018 წელს ჩატარებული უკვე მეხუთე რეგიონალური ევროპის დღეა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპის დასაახლოვებლად ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს რეგიონებს სტუმრობს.

სტუმრები ბათუმსა და მიმდებარე სოფლებიდან მოწვეულნი იყვნენ მეტი გაეგოთ ევროკავშირის ისტორიისა და მრავალფეროვნების შესახებ, გაეცნოთ ევროკავშირის საქართველოსადმი მხარდაჭერის კონკრეტული მაგალითები და მონაწილეობა მიეღოთ სხვა სახალისო და შინაარსიან საქმიანობაში დევიზით "ჩვენი მრავალფეროვანი ევროპა".

ღონისძიება ოფიციალურად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და საქართველოში  ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა გახსნეს. ბ-მა ჰარცელმა და ბ-მა რიჟვაძემ შემდეგ საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარების ამსახველი სხვადასხვა პროგრამების  სტენდები მოინახულეს.  

სანამ ბავშვები სხვადასხვა თამაშებსა და საგანმანათლებლო საქმიანობაში მონაწილეობდნენ, ახალგაზრდები ქუჩის კალათბურთის შეჯიბრზე იყვნენ მოწვეულნი. რამდენიმე ადგილობრივმა გუნდმა იასპარეზა და შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია.

ევროპის დღე დაასრულა კონცერტმა ნათია თოდუას და ჯგუფ "ვაკის პარკის" მონაწილეობით. ელჩმა კარლ ჰარცელმა ყველა გააოცა, როდესაც სცენაზე "ვაკის პარკს" შეუერთდა და დასარტყამ ინსტრუმენტებზე AC / DC-ის მელოდია "You shook me all night long" დაუკრა. სრული ვიდეო იხილეთ ქვემოთ.

პრე-ისტორია

ევროპის დღე ევროკავშირში გაერთიანებული 28 წევრი სახელმწოფოს შორის მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს. ეს დღე “შუმანის დეკლარაციას”უკავშირდება,  რომელიც 1950 წლის 9 მაისს, პარიზში გამოიცა. დეკლარაცია ითვალისწინებდა პოლიტიკური თანამშრომლობის ახალ ხედვას, რაც თავის მხრივ გააძლიერებდა მშვიდობას და გამორიცხავდა ევროპის ხალხთა შორის ომის ალბათობას. სწორედ, შუმანის მიერ შემოთავაზებული წინადადება საფუძვლად დაედო ევროკავშირის შემდგომ შექმნას.

წელს ევროკავშირმა საქართველოში ევროპის დრის აღსანიშნავი ხუთი რეგიონალური ღონისძიება გამართა, კიდევ ერთი დაგეგმილია  3 ნოემბერს მარნეულში. მეტი ინფორმაციისთვის თვალი გვადევნეთ  Facebook, Twitter ან Instagram -ზე.

Languages: