ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან საკონსულტაციო შეხვედრებს იწყებს

15/10/2018 - 16:08
News stories

ხუთშაბათს, 11 ოქტომბერს, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებასთან ვრცელი საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების 80-მდე წარმომადგენელი 2018-2020 წლებში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობისთვის ევროკავშირის პრიორიტეტებისა და მოქმედებების ერთობლივი დასახვისა და განხილვისთვის თბილისში შეხვდა. სამოქალაქო საზოგადოებასთან ამ დიალოგის შემდგომი გაღრმავების მიზნით თბილისში ჩატარებულ საკონსულტაციო შეხვედრას ამ თვეში რეგიონული სემინარები ქუთაისსა და თელავში მოჰყვება.

მონაწილეებს მიესალმა ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, რომელმაც განაცხადა, რომ "უფლებამოსილი სამოქალაქო საზოგადოება ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და თავისთავად რესურსს წარმოადგენს. ჩვენ მის მხარეს ვიქნებით ლეგიტიმაციის წინააღმდეგ თავდასხმებისგან დასაცავად. სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში ხელს უწყობს პლურალიზმს და უფრო ეფექტური პოლიტიკის, სამართლიანი და მდგრადი განვითარებისა და ინკლუზიური ზრდის საკითხებში წვლილის შეტანა შეუძლია. ევროკავშირი მხარს უჭერდა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას წარსულში და ამ მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.

ღონისძიებაზე ღიად იყო განხილული საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ევროკავშირთან თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები და მან 2018-2020 წლებისთვის ევროკავშირისა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის საგზაო რუკის გადახედვაში წვლილი შეიტანა. საგზაო რუკა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ევროკავშირისა და საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტრატეგიული თანამშრომლობისა და სტრუქტურული დიალოგის განსამტკიცებლად. იგი განსაზღვრავს ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გრძელვადიან ამოცანებს და მოიცავს დიალოგს და ოპერატიულ მხარდაჭერას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შეხედულებებისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით.

მონაწილეებმა განიხილეს 2014-2017 წლებში საგზაო რუკის განხორციელებაში წინსვლა და განსაზღვრეს ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის სექტორული პრიორიტეტები ოთხი ძირითადი მიმართულებით: ეკონომიკური განვითარება და ბაზრის შესაძლებლობები; ინსტიტუტების განმტკიცება და კარგი მმართველობა; კავშირი, ენერგოეფექტურობა, გარემო და კლიმატის ცვლილება; ასევე მობილობა და ხალხის პირდაპირი კონტაქტები.

შედეგები

ღონისძიებამ ხელი შეუწყო ინტენსიურ განხილვებს, თუ როგორ შეიძლება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა თავიანთი საქმიანობის სფეროში დამატებითი წვლილი შეიტანონ მოქალაქეებზე თვალსაჩინო, დადებითი გავლენის თვალსაზრისით. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ძირითადად დაეთანხმენენ აზრს, რომ შესაძლოა სამოქალაქო საზოგადოების ევროკავშირთან უფრო ფართო ჩართულობა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის ყველა სფეროში - ინსტიტუტებისა და კარგი მმართველობის გაძლიერებით დაწყებული, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების, ეკონომიკური განვითარებისა და მობილობის ხელშეწყობის საკითხებით დასრულებული. თითოეულ ამ სფეროში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შეუძლია სხვადასხვა გზით იმოქმედოს: დაწყებული დაუცველი ჯგუფებისთვის მომსახურების გაწევაზე თვალის მიდევნების ფუნქციის შესრულებით, დასრულებული საკანონმდებლო წინადადებების ან პოლიტიკის შესახებ თავიანთი მოსაზრებების მიწოდებით.

დისკუსიებმა ასევე გამოავლინა, რომ შესაძლებლობების გაძლიერებისა და განვითარებისთვის  აქამდე გაწეული ინვესტიციების მიუხედავად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ეფექტიანი მუშაობა გამოწვევებს 2018 წელსაც აწყდება. რამდენიმე მონაწილემ ასევე აღნიშნა, რომ გარემო, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მოქმედებენ, ჯერ კიდევ არ არის სრულად ხელსაყრელი ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე პოლიტიკურ დიალოგში ინკლუზიური მონაწილეობისთვის.

მონაწილეები ასევე სრულიად დაეთანხმნენ აზრს, რომ საგზაო რუკისთვის საჭიროა ძირითადი მიზნის დასახვა, რომელსაც შემდეგ გამოკვეთილი, მოსალოდნელი შედეგები და ასევე გაზომვადი მაჩვენებლები დაერთვება, რომელიც როგორც ევროკავშირს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას პროგრესზე დაკვირვებისა და საჭიროებაზე მორგებული კორექტირების საშუალებას მისცემს.
თბილისში ჩატარებული ღონისძიება 2018-2020 წლებში ევროკავშირისა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის ახალი საგზაო რუკის შემუშავებასთან დაკავშირებული კონსულტირების უფრო ფართო პროცესის პირველი ნაბიჯი გახდა. რეგიონული კონსულტაციები ქუთაისსა და თელავში გაგრძელდება, სადაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ასევე ექნებათ განხილვებში მონაწილეობას მიიღების და აღნიშნულ თემაზე თავიანთი მოსაზრებების მოწოდების შესაძლებლობა.

საკითხის ისტორია:

ევროკავშირის საგზაო რუკების შემუშავება 2014 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც 100-ზე მეტი ქვეყნის საგზაო რუკები შემუშავდა და პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებული მრავალმხრივი დიალოგის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ოპერატიული მხარდაჭერის და სხვადასხვა კვლევების მეშვეობით ინერგება. საგზაო რუკები ევროკავშირის და წევრი სახელმწიფოების მიერ სამოქალაქო საზოგადოების ლანდშაფტის ყოვლისმომცველ, თანმიმდევრულ და გაზიარებულ ანალიზს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინაშე არსებულ გამოწვევებს, შესაძლებლობებს და მათთვის ხელსაყრელ გარემოს შეისწავლის. ისინი ასევე განსაზღვრავს ევროკავშირის საერთო პრიორიტეტებს და პარტნიორ ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობასა და მხარდაჭერასთან დაკავშირებულ კონკრეტულ ნაბიჯებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
•    ქ-ნ თამრიკო მიქაძეს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესისა და ინფორმაციის ოფიცერს Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu

Languages:
რედაქტორი: