THIS CONTENT HAS BEEN ARCHIVED

"ჩვენი მრავალფეროვანი ევროპა" ისევ გზაშია!

19.09.2018
Teaser

ევროპის დღე ახალციხეში, ბათუმსა და მარნეულში გაიმართება.

Main Image
Text

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ამჟამად საქართველოს რეგიონებში ევროპის დღისადმი მიძღვნილი მეტი ღონისძიებებისთვის ემზადება. გაზაფხულზე ევროპის დღე თბილისსა და სამ რეგიონალურ ქალაქში ჩატარდა. ახლა უფრო მეტი ღონისძიება იქნება!

მობრძანდით  და შეგვხვდით:

                ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთი          29 სექტემბერს                ბათუმი, აჭარა                                     13 ოქტომბერს                მარნეული, ქვემო ქართლი               20 ოქტომბერ

ბავშვები ისიამოვნებენ თამაშებით და ევროკავშირის მრავალფეროვანი წევრი სახელმწიფოების შესახებ გაიგებენ, მშობლები შეძლებენ და აგემოვნონ კერძები და მიიღონ მეტი ინფორმაცია, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნის ხელშეწყობის თაობაზე. ახალგაზრდები მოწვეულნი არიან ქუჩის კალათბურთის შეჯიბრზე.

შეიტყვეთ უფრო მეტი ევროპის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ ჩვენს Facebook გვერდზე.

 

პრე-ისტორია:

ევროპის დღე ევროკავშირში გაერთიანებული 28 წევრი სახელმწოფოს შორის მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს.  ეს დღე “შუმანის დეკლარაციას”უკავშირდება,  რომელიც 1950 წლის 9 მაისს, პარიზში გამოიცა. დეკლარაცია ითვალისწინებდა პოლიტიკური თანამშრომლობის ახალ ხედვას, რაც თავის მხრივ გააძლიერებდა მშვიდობას და გამორიცხავდა ევროპის ხალხთა შორის ომის ალბათობას. სწორედ, შუმანის მიერ შემოთავაზებული წინადადება საფუძვლად დაედო ევროკავშირის შემდგომ შექმნას.

Post category
News stories
Editorial sections
Georgia