ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირი იწყებს ახალი საგარეო საინვესტიციო გეგმის განხორციელებას თბილისში

Tbilisi, 21/03/2018 - 16:07, UNIQUE ID: 180321_12
Press releases

საკმაოდ ამბიციური საგარეო საინვესტიციო გეგმის (EIP) მიღების შემდგომ, ოთხშაბათს, 21 მარტს ევროკავშირი თბილისში მართავს რეგიონალურ ღონისძიებას ევროპის სამეზობლოში ინვესტიციების წახალისებისა და ინკლუზიური და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

საგარეო საინვესტიციო გეგმის (EIP) ფარგლებში ევროკავშირი მობილიზებას გაუკეთებს რესურსს 4.1 მილიარდი ევროს (12 მილიარდი ლარის) ოდენობით, რაც თავის მხრივ დააგენერირებს 44 მილიარდი ევროს (130 მილიარდი ლარის) საინვესტიციო პოტენციალს საჯარო და კერძო სექტორისთვის 2017-2020 წლებში, დაახლოებით 60 მსოფლიო ეკონომიკისთვის, საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჩათვლით.

თბილისის ღონისძიება წარმოადგენს საინფორმაციო ღონისძიებების ნაწილს კერძო და საჯარო სექტორისთვის რეგიონის მასშტაბით. ღონისძიება თავს უყრის სახელმწიფო უწყებების, ბიზნეს სექტორისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, პარტნიორ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს, სხვადასხვა სექტორში საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვისა და კერძო და სახელმწიფო სექტორის ძირითადი წარმომადგენლებისთვის ერთმანეთთან დაკავშირების შესაძლებლობის შექმნის მიზნით.

ექსპერტები და მონაწილეები განიხილავდნენ კონკრეტულ სექტორებში არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, რომლებიც პირველ რიგში უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული საგარეო საინვესტიციო გეგმით (EIP). განხილული საკითხები მოიცავდა შემდეგს: მდგრადი ენერგეტიკა, მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეობა, სოფლის მეურნეობა, მდგრადი ქალაქები და დიგიტალიზაცია.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილე კატერინა მატერნოვამ საგარეო საინვესტიციო გეგმის (EIP) შესახებ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„ევროკავშირის საგარეო საინვესტიციო გეგმა არის ევროკავშირის ძლიერი მხარდაჭერის კიდევ ერთი ნიშანი საჯარო და კერძო სექტორში ინვესტიციების ხელშეწყობის გზით ეკონომიკის ზრდის წახალისების თვალსაზრისით. ჩვენი პარტნიორული მიდგომა ამ მხრივ ითვალისწინებს  მეწარმეობის, ვაჭრობისა და ახალი ინვესტიციების შესაძლებლობების ხელშეწყობას. ასეთი მიდგომა პასუხობს ზრდის შემაფერხებელ ფაქტორებს, და ხელს უწყობს ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ ინტეგრაციის გაღრმავებას.“

საგარეო საინვესტიციო გეგმა (EIP) პასუხობს ამბიციურ პოლიტიკურ ამოცანებს და მიზნად ისახავს დიდი მოცულობის ინვესტიციის მობილიზებას (განსაკუთრებით კერძო სექტორიდან), რათა ხელი შეუწყოს ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას. ევროკავშირი ცდილობს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს აღნიშნული საინვესტიციო გეგმა, მისი მიდგომა და ინსტრუმენტები მთელ სამეზობლო რეგიონში ევროკავშირის პარტნიორებთან და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან გაძლიერებული დიალოგის წარმოების გზით.

საგარეო საინვესტიციო გეგმა (EIP) ემყარება პრინციპს, რომლის თანახმადაც საჭიროებები  უნდა დაფინანსდეს ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების მიზნით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ინვესტიციების განხორციელებას, ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნას. სტრუქტურირებული დიალოგი კერძო სექტორთან არის ინსტრუმენტი, რომელიც დაეხმარება ევროკომისიას საინვესტიციო პროგრესის კონკრეტული  შემაფერხებელი ფაქტორების გამოვლენაში, რომლებთან გამკლავებაც შესაძლებელია ევროკავშირის მხარდაჭერითა და პოლიტიკის დიალოგით.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ: თამრიკო მიქაძეს, პრესისა და ინფომრაციის ოფიცერი, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu

Languages:
რედაქტორის ნაწილი: