THIS CONTENT HAS BEEN ARCHIVED

ექსპერტთა მისია ევროკავშირიდან საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მხარდასაჭერად

10.01.2018
Teaser

15-17 იანვარს, საქართველოს ეწვევიან ექსპერტები პოლონეთიდან და გაერთიანებული სამეფოდან, რათა ქვეყნის კანონმდებლებს დახმარება გაუწიონ ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებაში მომხმარებელთა დაცვისა და მომხმარებელთა უფლებების სფეროებში.

Text

15-17 იანვარს, საქართველოს ეწვევიან ექსპერტები პოლონეთიდან და გაერთიანებული სამეფოდან, რათა ქვეყნის კანონმდებლებს დახმარება გაუწიონ ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებაში მომხმარებელთა დაცვისა და მომხმარებელთა უფლებების სფეროებში. მისია ორგანიზებულია ევროკომისიის ტექნიკური მხარდაჭერისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) მიერ საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით.

ექსპერტთა მისიის მიზანია დაეხმაროს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს შეიმუშაოს ახალი კანონპროექტი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, რომლითაც ეროვნულ საკანონმდებლო სისტემაში დაინერგება ამ სფეროში ევროკავშირის დირექტივებისა და რეგულაციების ძირითადი დებულებები. საბოლოო მიზანს წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონების და ნორმატიული აქტების კრებულთან (EU acquis) შესაბამისობაში მოყვანა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით თანამედროვე საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა.

ექსპერტები ასევე ყურადღებას გაამახვილებენ საკანონმდებლო საკითხებზე, რომლებიც წარმოიშობა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებით და ევროკავშირის სხვა შესაბამისი კანონმდებლობის დანერგვით.

 

ტექნიკური მხარდაჭერისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი (TAIEX) არის მოთხოვნილებით განპირობებული ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება პარტნიორ ქვეყნებს ეროვნული კანონები, რეგულაციები და ხარისხის სტანდარტები შესაბამისობაში მოიყვანოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებულთან, ევროკავშირთან გაფორმებული თანამშრომლობის ან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, TAIEX-ი მუშაობს შემდეგ ქვეყნებთან: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვას რესპუბლიკა და უკრაინა.

 

დამატებითი ინფორმაცია:

კატეგორია
Press releases
Location

თბილისი

Editorial sections
Georgia