ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

პროგრამის "PPRD East" მომავალი განხილული იქნა ქვეყნის დაინტერესებულ მხარეებთან

თბილისი, 13/12/2017 - 11:23, UNIQUE ID: 171213_30
Press releases

ბოლო დროს ექსტრემალურმა კლიმატურმა მოვლენებმა მსოფლიოს მასშტაბით კვლავ აჩვენა, რომ ბუნებრივმა კატასტროფებმა არ იცის საზღვარი. 2017 წლის აგვისტოში ტყის ხანძრები გაჩნდა საქართველოში - აბასთუმანი და ბორჯომის ხეობა დაზარალდა ყველაზე მეტად. ტყის ხანძრების ინსტესნიურობა მოითხოვდა საერთაშორისო სამაშველო ჯგუფების ჩართულობასა და დახმარებას. ზუსტად მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, 2010 წელს ევროკავშირმა დაიწყო PPRD East პროგრამა, ეხლა კი ეს არის ამ პროგრამის მე-2-ე ფაზა (2014-2018). აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მრავალი შედეგი იქნა მიღწეული საქართველოში,  გაუმჯობესდა მინისტრთა შორის თანამშრომლობა. კატასტროფების რისკის მართვის რეფორმების პროგრესი არა მხოლოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პასუხისმგებლობაა, არამედ ყველა ადმინისტრაციული სამსახურის, რომელიც ჩართულია პრევენციულ ღონისძიებებში და მოახდენს რეაგირებას ყველა ტიპის კატასტროფებზე.

პირველი რეგიონული სრულმასშტაბიანი სამოქალაქო უსაფრთხოების საველე სავარჯიშო EU MOLDEX 2017, რომელიც ორგანიზებული იყო PPRD East 2-ს მიერ, ჩატარდა გასულ სექტემბერს მოლდოვეთში (600-ზე მეტი მონაწილე). საქართველოს მაშველთა ჯგუფმა ნათლად აჩვენა, რომ დიდი მასშტაბის საერთაშორისო საგანგებო სიტუაციების დროს, მათ შეუძლიათ იმუშაონ ევროკავშირის და აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორ ქვეყნების სხვა სამაშველო ჯგუფებთან ერთად. „საქართველომ გამოიყენა მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ცოდნა და უნარები, რომელიც მიიღეს PPRD East 2 პროგრამის ფარგლებში, აგვისტოში მომხდარი ტყის ხანძრების დროს როგორც მასპინძელი ქვეყანა და ასევე სეტქემბერში, როდესაც როგორც გამგზავნი ქვეყანა, ჩვენ გავაგზავნეთ ჩვენი სამაშველო ჯგუფები EU MOLDEX 2017-ში მონაწილეობის მისაღებად“, აღნიშნა ბატონმა ნიკოლოზ სირაძემ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი და PPRD East 2 პროგრამის მმართველი საბჭოს წევრი, „ჩვენ გავააქტიურეთ ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმი (EUCPM) და მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ქვეყანას, რომლებიც დაგვეხმარნენ ცეცხლთან ბრძოლაში“. კონკრეტულად ამ მიზნის მისაღწევად - საქართველოს დაახლეობა ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმთან, 2017 წლის 30 ნოემბერს PPRD East 2 პროგრამის ფარგლებში მოეწყო მე-4-ე საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა, სადაც შეიკრიბნენ ყველა სამსახური, რომლებიც ჩართულნი არიან სამოქალაქო უსაფრთხოების რეფორმებზე საქართველოში. ვინაიდან 1 წელზე ნაკლები დარჩა პროგრამის ამ ფაზის დასრულებამდე, აუცილებელი იყო ყველა დაინტერესებული მხარის შეთანხმება იმაზე, თუ როგორ შეიძლება პროგრამამ საუკეთესო ფორმით გააგრძელოს საქართველოსთან 2017-2018 წლებში მუშაობა კატასტროფების რისკის მართვის რეფორმის, ევროკავშირის წყალდიდობის დირექტივებთან დაახლოების, მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის დოკუმენტების შემუშავების, ქვეყნის კატასტროფების რისკის შეფასების მეთოდოლიგიის შემუშავებისა და კატასტროფების მიერ გამოწვეული დანაკარგების მონაცემების სისტემის სფეროებში, იმისათვის რომ აისახოს ევროკავშირის მიდგომა და საუკეთესო პრაქტიკა.

 

ინფორმაცია პროექტის შესახებ

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კატასტროფების პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების პროგრამა - 2 (PPRD-2) მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოების და კეთილდღეობის ხელშეწყობას. ამასთან, მისი ამოცანაა, დაიცვას გარემო, მოსახლეობა, კულტურული მემკვიდრეობა, რესურსები და რეგიონის ინფრასტრუქტურა ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების შემთხვევაში ქვეყნების მედეგობისა და მზადყოფნის   გაზრდის გზით.

PPRD- 2 ხელს უწყობს კატასტროფის რისკის მართვის პოტენციალის გაძლიერებას ეროვნულ დონეზე სომხეთსა, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში და აგრეთვე მიმართულია პარტნიორ ქვეყნებს შორის რეგიონალური თანამშრომლობის გაძლიერებასა და პარტნიორი ქვეყნების დაახლოებაზე ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმთან.  პროგრამა განხორციელდება  ოთხი წლის განმავლობაში. მისი ბიუჯეტი შეადგენს 5.5. მილიონ ევროს.

     

      დამატებით ინფორმაციისათვის იზილეთ:  http://pprdeast2.eu/en/

      PPRD East 2 საქართველოში: http://pprdeast2.eu/en/strany-partnery/georgia/

                                                                                              

Languages:
რედაქტორის ნაწილი: