Delegation of the European Union to Georgia

რეგიონული კონფერენცია ეთიკასა და გამჭვირვალობაზე

თბილისი, 12/12/2017 - 06:27, UNIQUE ID: 171212_2
Press releases

2017 წლის 6-7 დეკემბერს, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესმა ორგანიზება გაუწია რეგიონალურ კონფერენციას თბილისში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 100-მდე მერმა და ადგილობრივად არჩეულმა წარმომადგენელმა აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, მოლდოვეთიდან, საქართველოთან, სომხეთიდან და უკრაინიდან. ღონისძიებას დაესწრო მრავალი ახლად არჩეული ქართველი მერი, ასევე როგორც ადგილობრივი ხელისუფლების ეროვნული ასოციაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ექსპერტები.

ღონისძიება გახსნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, თბილისი მერმა, კახა კალაძემ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა, ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის გენერალურმა მდივანმა ანდრეას კიფერმა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, კრისტიან ურსემ.

კონფერენციის გახსნისას, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა, განაცხადა: "ძლიერი მუნიციპალიტეტები პოლიტიკური და სოციალური პლურალიზმის კომპონენტია. მოხარულები ვართ, რომ ამ პროექტის მეშვეობით ევროკავშირმა ხელი შეუწყო ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების ჩართულობის გამყარებას მეტი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობისთვის მათი მოქალაქეებისადმი. ეს აუცილებელია საზოგადოების ნდობის მოპოვებისთვის საჯარო ორგანოების მიმართ. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საჯარო სამსახურებს რათა ისინი უფრო დაუახლოვდნენ მოქალაქეებს და მათ გაუწიონ უკეთესი სამსახური.

კონფერენციის განმავლობაში, მერებმა და ადგილობრივი ხელისუფლების ასოციაციების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს კარგი პრაქტიკები ეთიკის, გამჭვირვალობის და მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების მიზნით, რომლებიც ამ ქვეყნებში ხორციელდება ადგილობრივ დონეზე. მონაწილეებმა ეს შეკითხვები განიხილეს ადგილობრივი ინიციატივების კონკრეტული მაგალითების მეშვეობით, რომლებიც განხორციელდა 2017 წელს თორმეტი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სომხეთში, საქართველოში, მოლდოვეთში და უკრაინაში.

კონფერენციის წინა დღეს, 2017 წლის 5 დეკემბერს, სახელოსნომ « ადგილობრივი ინიციატივები: ცვლილებების მენეჯმენტი და კომუნიკაცია », თავი მოუყარა მერებს და პროექტების კოორდინატორებს, რომლებიც ახორციელებენ ინიციატივებს ეთიკურ მმართველობაზე.

გარდა ამისა, 2017 წლის 8 დეკემბერს, ევროკავშირის ელჩი და კონგრესის გენერალური მდივანი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მე-VI ასამბლეაზე.

 

თბილისის რეგიონალურმა კონფერენციამ თავი მოუყარა მერებს და ადგილობრივად არჩეულ წარმომადგენლებს აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, მოლდოვეთიდან, საქართველოთან, სომხეთიდან და უკრაინიდან. მათ შორის იყო მრავალი ახლად არჩეული ქართველი მერი, ასევე როგორც ადგილობრივი ხელისუფლების ეროვნული ასოციაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ექსპერტები. ღონისძიება მიზნად ისახავდა  კარგი პრაქტიკების გაზიარებას, რათა ამ ქვეყნებში ხელი შეეწყოს და გაძლიერებული იყოს ეთიკა, გამჭვირვალობა და მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივ დონეზე.

 

ბმულები :

 

კონტაქტი :

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
თამრიკო მიქაძეს; პრესისა და ინფორმაციის ოფიცერი
tamriko.mikadze@eeas.europea.eu

ევროპის საბჭოს სათაო ოფისი სტრასბურგში
ქალბატონი მარიტე მორას, ოფისის დირექტორი, თანამშრომლობის და საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტი
marite.moras@coe.int

ევროპის საბჭოს იფისი კიშინიოვში
ბატონი იონ ბესკიერუ, პროგრამის ხელმძღვანელი
ion.beschieru@coe.int

Languages:
Editorial Sections: