Delegation of the European Union to Georgia

ევროკავშირი ასახელებს “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2017” კონკურსის გამარჯვებულებს

Bruxelles, 05/12/2017 - 17:44, UNIQUE ID: 171205_18
Press releases

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ოფიციალურ ცერემონიალზე თბილისში გამარჯვებულებს გადასცა „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2017“. ექვსი საპრიზო კატეგორია მოიცავდა - ბეჭდურ, სამაუწყებლო, ონლაინ და ფოტო ჟურნალისტიკას. გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გასცა სპეციალური პრიზი კონფლიქტების მიმართ სენსიტიურ  ჟურნალისტიკაში, რომელიც ნდობის აღდგენასა და მშვიდობის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2017“ კონკურსის გამარჯვებულები არიან:
•    საუკეთესო სტატია ბეჭდვით ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში: სალომე გორგაძე (თათია ხალიანი - თანაავტორი)
o    ფინალისტები:
•    თინათინ ზაზაძე
•    ხატია გოგობერიძე

•    საუკეთესო აუდიო ან აუდიოვიზუალური სიუჟეტი სამაუწყებლო ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში: ნათია ორველაშვილი 
o    ფინალისტები:
•    შორენა ტყეშელაშვილი
•    ეკა კევანიშვილი 

•    საუკეთესო საგამოძიებო სტატია ბეჭდვით ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში: ნინო აბდალაძე (ნანუკა ბრეგვაძე– თანაავტორი)
o    ფინალისტები:
•    ნინო ბაქრაძე
•    ნინო ჯაფიაშვილი
•    საუკეთესო საგამოძიებო აუდიო ან აუდიოვიზუალური სიუჟეტი სამაუწყებლო ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში: ცქრიალა შერმადინი

•    საუკეთესო ონლაინ ან ბეჭდური ბლოგი, ან თვალსაზრისი / სვეტი ბეჭდურ ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში:  ბექა კორშია

•    საუკეთესო დოკუმენტური ფოტო: დინა ოგანოვა

•    კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი: (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის EUMM სპეციალური პრიზი): ნინო გოგუა
o    ფინალისტები:
•    მარიანა კოტოვა
•    თამარ მეარაყიშვილი
•    ნინო ხარაძე

ცერემონიალზე ევროკავშირის წარმომადგენლობის კომუნიკაციების ოფიცერმა მიკოლაი ბეკასიაკმა განაცხადა:  „წელს, ისევე როგორც წინა წლებში,  ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კონკურსში წარმოდგენილი ნაშრომების ხარისხმა. ეს ძალიან კარგია საქართველოსთვის, რადგან დღევანდელი უწყვეტი გლობალური საინფორმაციო ნაკადის ფონზე მაღალი პროფესიული სტანდარტების მქონე ეთიკური ჟურნალისტიკა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს ნებისმიერი დემოკრატიის კარგი ფუნქციონირებისთვის. ევროკავშირი სიამაყით წარმოგიდგენთ პრიზს ჟურნალისტთა ძალისხმევისა და ხარისხისთვის და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს ასევე ხელს შეუწყობს მათი აუდიტორიის  გაფართოებას. ვულოცავ გამარჯვებულებს,  გისურვებთ წარმატებებს მომავალშიც.”

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი ერიკ ჰოეგი სარგებლოს შემთხვევით და …
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) “სპეციალური პრიზი ჟურნალისტიკაში” გადაეცემა კონფლიქტების მიმართ სენსიტიურ საუკეთესო ჟურნალისტურ ნამუშევარს, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობისა და ურთიერთნდობის აღდგენას საქართველოში არსებული შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში. მეამაყება, რომ EUMM ამ ჯილდოს უკვე მეხუთედ გასცემს. 
ურთიერთნდობის ამაღლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ გარემოში, სადაც კონფლიქტები კვლავაც გადაუჭრელია და  დაძაბულობის დონე მაღალია. დამოუკიდებელი, გამოძიებაზე ორიენტირებული მედია უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ადმინისტრაციულ საზღვრებს მიმდებარედ მაცხოვრებელ ადამიანებს შორის დიალოგში. დღევანდელი ჯილდო გადაეცემა გამორჩეულ ჟურნალისტს, რომელიც ამგვარ დიალოგს უწყობს ხელს. ასეთი ჟურნალისტები, პროფესიული განუხრელობით, ეთიკური, სამართლიანი, მიუკერძოებელი და კონფლიქტებისადმი სენსიტიური ჟურნალისტური საქმიანობით გვეხმარებიან გავამთელოთ ჩატეხილი ხიდები.”
პირველ ექვს კატეგორიაში თითოეულმა გამარჯვებულმა  მიიღო ფულადი ჯილდო 3750 ლარი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზის  მფლობელი კი მიიღებს ლონდონში ,,ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში“ ერთთვიან სტაჟირებას. 

ნაშრომები განიხილა ოთხი წევრისგან შემდგარმა ჟიურიმ: ეკატერინე ქადაგიშვილი, მულტიმედიური განათლების ცენტრის დირექტორი და CNN- ის ადგილობრივი პროდიუსერი (ჟიურის თავმჯდომარე), და ჟიურის წევრები - ბატონი რეიან დემიტრი, BBC-ის კორესპონდენტი კავკასიაში, მაია მიქაშავიძე, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მედიის და მასობრივი კომუნიკაციის პროფესორი, და გოგა აფციაური, ექსპერტი ჟურნალისტიკის დარგში და „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2014“ კონკურსის გამარჯვებული.

საკონკურსო განაცხადები უნდა ყოფილიყო  გამოქვეყნებული ან გაშუქებული  2016 წლის 19 ნოემბრიდან 2017 წლის 31 ოქტომბრამდე ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე. კონკურსისთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში, განაცხადები ასევე მიღებულ იქნა აფხაზურ და ოსურ ენებზე.  

გამარჯვებული ნაშრომების მოსაძებნად ეწვიეთ  www.euprizejournalism.eu
ღონისძიების ფოტოები იხილეთ აქ.

მეტი ინფორმაციისთვის მიმართეთ: 
ანა კაბზინაძეს Kabzinadze
Program EU4Georgia | საზოგადოებრივი კამპანიის კოორდინატორი
+995 577 777 163 | akabzinadze@eu4georgia.eu 

Languages:
Editorial Sections: