ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ჰორიზონტი 2020-ის კვლევისა და ინოვაციების 2018-2020 წლების სამუშაო პროგრამა დაიწყო

31/10/2017 - 08:19
ახალი ამბები

წინა კვირას ევროკომისიამ ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის, ჰორიზონტი 2020-ის, 2018-2020 წლების სამუშაო პროგრამა წარადგინა.

ჰორიზონტი 2020 არის მთელს მსოფლიოში მოქმედი ყველაზე ფართო მულტინაციონალური პროგრამა კვლევისა და ინოვაციის სფეროში. რაც ნიშნავს იმას, რომ მკვლევარებს, უნივერსიტეტებს, კვლევით ორგანიზაციებს, კომპანიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შესაძლებლობა აქვთ გააკეთონ განაცხადი და ჩაერთონ სამუშაო პროგრამის აქტივობებში.

აღნიშნული სამუშაო პროგრამა წარმოადგენს 30 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციას და სთავაზობს მეცნიერებსა და ინოვატორებს მესამე ქვეყნებიდან არაჩვეულებრივ შესაძლებლობებს იმუშაონ კოლეგებთან, როგორც ევორკავშირის ისე ჰორიზონტ 2020-ში მონაწილე ქვეყნებიდან, ისეთ სფეროებში, რომლებიც მათ საერთო ინტერესს წარმოადგენს. ეს შესაძლებლობა გაზრდის ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების თანამშრომლობას და ხელს შეუწყობს ევროკავშირს მიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მსოფლიოში კვლევისა და ინოვაციის განვითარებაში და შესაბამისად გააძლიერებს მის, როგორც გლობალური აქტორის პოზიციას.  

ამას გარდა, სამუშაო პროგრამა მოიცავს კონკრეტულ ქვეყნებში განსახორციელებელი 30 მნიშვნელოვანი ინიციატივის სიას ისეთ სფეროებში, რომლებიც ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანია და რაც 1 მილიარდ ევროზე მეტის ტოლფასია. აღნიშნული ინიციატივების მიზანია გააძლიეროს საერთაშორისო თანამშრომლობა კვლევისა და ინოვაციის სფეროში.

ჰორიზონტ 2020-ის ვებგვერდი: http://ec.europa.eu/programmes/horizon2020/en

განცხადებების მიღება: http://ec.europa.eu/research/participants/portal/desktop/en/opportunities/h2020/index.html

Languages:
რედაქტორი: