Delegation of the European Union to Georgia

2018 წლისათვის Erasmus+ ის პროგრამებზე განცხადებების მიღება დაიწყო!

30/10/2017 - 13:03
Vijesti

2.7 მილიარდი ევროს ფინანსური რესურსით, პროგრამის ფარგლებში ფინანსდება სასწავლო პროგრამები, ტრენინგები, ახალგაზრდული და სპორტული პროექტები.

ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ მიიღონ დაფინანსება 2018 წლის Erasmus+ (ევროკავშირის პროგრამა განათლების, ტრენინგების, ახალგაზრდული და სპორტული პროექტებისათვის) - ის კონკურსში,  დღეიდან უკვე შეუძლიათ დაიწყონ საგრანტო განცხადებების მომზადება.  

წლევანდელი წლის პროგრამისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი გაიზარდა 200 მილიონი ევროთი, რაც წინა წელთან შეადრებით 8%-ით მეტია.

2017 წლიდან პროგრამის ფრაგლებში განხორცილებული ძირითადი ცვლილებები მოიცავს:

  • შეიქმნა დამატებითი შესაძლებლობები Erasmus+ ის უმაღლესი განათლების გაცვლითი პროგრამის სტუდენტებისათვის, რაც გულისხმობს სტაჟირებებს სტუდენტების დიჯიტალური უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისათვის
  • VET (პროფესიული განათლება და ტრენინგები)-ის გაცვლითი პროექტების ფარგლებში ხორციელდება Erasmuspro ინიციატივა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების მიმღებთა მობილობას.
  • შეიქმნა სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში განხორცილებული ახალი „სასკოლო გაცვლითი პარტნიორობის“ ფორმატი, რომელიც დაეხმარება სკოლებს უკეთ ჩაერთონ თანამშრომლობის პროექტებში.
  • მოხდა აქტივობის “სექტორული უნარების ალიანსები“ ხელახლა შეტანა პროგრამის სახელმძღვანელოში
  • მოხდა დაფინანსების მიღების წესების დახვეწა პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობების უმრავლესობისათვის.  

როგორც 2016 და 2017 წლებში, 2018 წლის პროგრამის სახელმძღვანელო აქცენტს აკეთებს ისეთი პროექტებზე, რომლებიც მხარს უჭერენ სოციალურ ჩართულობას (განსაკუთრებით დევნილებისა და მიგრანტებისათვის) ისევე, როგორც რადიკალიზაციის პრევენციას.

Erasmus+ ის პროგრამების ვებგვერდი: https://ec.europa.eu/programmes/erasmus-plus/opportunities_en

2018 წლის პროგრამის სახელმძღვანელო: https://ec.europa.eu/programmes/erasmus-plus/sites/erasmusplus2/files/files/resources/erasmus-plus-programme-guide_en.pdf

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Erasmus+ ის საქართველოს ოფისის გვერდს: http://erasmusplus.org.ge/en/Home

Languages:
Editorial Sections: