Delegation of the European Union to Georgia

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საარჩევნო მონიტორინგის შედეგები აჩვენებს დადებით ტენდეციებს საქართველოს მედიაში

თბილისი, 19/10/2017 - 13:21, UNIQUE ID: 171019_25
Press releases

თუმცა ანგარიში ხაზს უსვამს საარჩევნო პროგრამების შესახებ კრიტიკული მსჯელობის ნაკლებობას

დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს 2017 წლის საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიამონიტორინგის პირველი შედეგები, რომლებიც ასახავს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდს 19 ივნისიდან 8 ოქტომბრამდე.

წინა წლების მსგავსად, მედიამონიტორინგი ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით. 2017 წლის მედიამონიტორინგი ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ინიციატივაა ამ სფეროში, რომელიც  ეროვნული და რეგიონული მედიის სამოცამდე სამაუწყებლო, ბეჭდურ და ონლაინ საშუალებას მოიცავს.

"ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერას. მედიამონიტორინგის განვითარება სწორედ ამ ხელშეწყობის ნაწილია. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ამ არჩევნების მსვლელობაში მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა დადებითი დინამიკა როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონულ მედიაში. არჩევნების გაშუქება უფრო დაბალანსებული და მრავალფეროვანია, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში,“ -  განაცხადა იანოშ ჰერმანმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

საარჩევნო მედიამონიტორგში ჩართულია სამი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინტერნიუს – საქართველო და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI). პრეს-კონფერენციის მსვლელობაში მედიამონიტორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა - ნატა ძველიშვილმა, გიორგი მგელაძემ, ზაქრო თავბერიძემ და გიორგი ჯოლოგუამ - დეტალურად მიმოიხილეს 2017 წლის არჩევნების გაშუქების ძირითადი ტენდენციები სამაუწყებლო, ბეჭდურ და ონლაინ მედიაში.

მედიამონიტორინგის ანგარიშებში  წარმოდგენილია რაოდენობივი და თვისებრივი მონაცემები არჩევნების გაშუქების შესახებ, მათ შორის კანდიდატების, საარჩევნო სუბიექტებისა და საარჩევნო პროგრამების გაშუქების ინტენსივობა. მონიტორინგი ასევე აღრიცხავს მედია საშუალებების მიერ  სიძულვილის ენის გამოყენებას, მიკერძოებისა და დისკრიმინაციის შემთხვევებს.

19 ივნისიდან 8 ოქტომბრამდე პერიოდში, როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონულ მედიაში, მედიამონიტორინგმა გამოავლინა არჩევნების გაშუქების ხარისხის ზრდა წინა საარჩევნო ციკლებთან შედარებით. ეს დადებითი ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევია სატელევიზიო ტოქშოუების შემთხვევაში, რომლებმაც ყველა კანდიდატს მეტ-ნაკლებად თანაბარი შესაძლებლობა მისცეს წინასაარჩევნო პროგრამების წარსადგენად. აღსანიშნავია, რომ ტოქშოუების უმეტესებოში კვლავ შეიმჩნეოდა წინასაარჩევნო პროგრამების შესახებ კრიტიკული დისკუსიის ნაკლებობა. ზოგადი გაუმჯობესების მიუხედავად, რამდენიმე სამაუწყებლო და ბეჭდურ მედიაში გამოვლინდა პოლიტიკური მიკერძოება და სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები. ისევე როგორც წინა წლებში, ინტერნეტ მედიაში არ იყო მკაფიოდ გამიჯნული სარედაქციო და სარეკლამო კონტენტი.   

„საქართველოს მედიის ჟურნალისტური სტანდარტი იზრდება ყოველ მომდევნო არჩევნებთან ერთად, რაც ნამდვილად მისასალმებელია. თუმცა მინდა აღვნიშნო სიძულვილის ენის გამოყენების ცალკეული შემთხვევები  და საარჩევნო პროგრამების შესახებ კრიტიკული მსჯელობის ნაკლებობა მედიის ყველა სეგმენტში“, - თქვა ნილს სკოტმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში.

ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) 2010 წლიდან ხელს უწყობენ მედიამონიტორინგის განვითარებას საქართველოში. ამ ინიციატივის ფარგლებში უკვე განხორციელდა საარჩევნო პროცესის გაშუქების კვლევა საქართველოს ხუთი ძირითადი არჩევნების დროს. მედიამონიტორინგის ანგარიშები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.mediamonitor.ge.

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველოში, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org 
  • თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა  საქართველოში, +995 32 2943763, tamriko.mikadze@eeas.europa.eu

მონიტორინგის პერიოდი: ივნისი - ნოემბერი 2017

 

მედიამონიტორები:

  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია (ტელევიზია)
  • ინტერნიუს – საქართველო (რადიო)
  • სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI) (ონლაინ და ბეჭდური მედია)

 

მხარდამჭერები:

  • ევროკავშირი
  • გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)

 

სად განთავსდება ანგარიშები:

 

მედიამონიტორინგის სია:

 

ტელევიზია

რადიო

ბეჭდური მედია

ონლაინ მედია

მონიტორი: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

მონიტორი:

ინტერნიუს - საქართველო

მონიტორი:

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI)

მონიტორი:

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI)

  1. აჭარა
  2. იმედი
  3. გურია
  4. გურჯაანი
  5. თრიალეთი
  6. მე-9 არხი
  7. ოდიში
  8. ობიექტივი
  9. ტვ პირველი
  10. ტვ რიონი
  11. რუსთავი-2
  12. საზოგადოებრივი მაუწყებელი (1-ელი არხი)
  13. ქვემო ქართლი
  14. ტვ 25
  1. ათინათი (ზუგდიდი)
  2. აფხაზეთის ხმა
  3. აჭარა (ბათუმი)
  4. თავისუფლება
  5. იმედი
  6. მაესტრო
  7. მარნეული
  8. რიონი (ქუთაისი)
  9. პალიტრა
  10. პირველი რადიო
  11. საზოგადოებრივი მაუწყებელი (რადიო-1)
  12. ფორტუნა
  13. ძველი ქალაქი (ქუთაისი)
  14. ჰერეთი (ლაგოდეხი)
  1. ასავალ-დასავალი
  2. ახალი გაზეთი
  3. ბორჯომი
  4. გურია ნიუსი
  5. გურიის მოამბე
  6. კვირის პალიტრა
  7. მთავარი თემა სამეგრელოში
  8. რეზონანსი
  9. სვანეთი
  10. სპექტრი
  11. თრიალეთის ექსპრესი
  12. P.S.

 

 

  1. adjaraps.com
  2. ambebi.ge
  3. batumelebi.ge
  4. chemikharagauli.com
  5. for.ge
  6. inforustavi.ge
  7. ick.ge
  8. interpessnews.ge
  9. knews.ge
  10. kutaisipost.ge
  11. livepress.ge
  12. medianews.ge
  13. netgazeti.ge
  14. news.ge
  15. on.ge
  16. presa.ge
  17. qartli.ge
  18. sknews.ge
  19. telegraph.ge
  20. tabula.ge
Languages:
Editorial Sections: