Delegation of the European Union to Georgia

პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტი საქართველოს ეწვევა

საქართველოში, 05/10/2017 - 14:44, UNIQUE ID: 171005_5
Press releases

5-6 ოქტომბერს საქართველოს "პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის" (PSC) მაღალი დონის დელეგაცია სტუმრობს. პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტი  ბრიუსელში მდებარეობს და შედგება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებისაგან. კომიტეტი ევროკავშირის საბჭოს მუდმივმოქმედი სტრუქტურული ერთეულია, რომლის ფუნქციებია: საერთაშორისო მოვლენებზე დაკვირვება ისეთ სფეროებში, რომლებიც თემატურად ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას განეკუთვნება  და ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებათა მომზადება. კომიტეტს საკვანძო როლი აკისრია ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასა და პოლიტიკის შესახებ დიალოგში.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია შეხვდება პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტს, ისევე როგორც პოლიტიკურ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას. დელეგაცია ასევე ეწვევა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მიმართეთ: თამრიკო მიქაძე, პრესის და ინფორმაციის ოფიცერი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu

Languages:
Editorial Sections: