ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირი იწყებს პროექტს საქართველოსთვის სამრეწველო გაფრქვევებისა და სამრეწველო საფრთხეების სფეროში დახმარების გაწევის მიზნით

თბილისი, 22/09/2017 - 07:48, UNIQUE ID: 170922_4
Press releases

21-თვიანი დაძმობილების პროექტი, რომელსაც ახორციელებენ ესპანეთი, ნიდერლანდები და ჩეხეთის რესპუბლიკა, უშუალოდ იმუშავებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან, რათა შეიქმნას გარემოსდაცვითი ნებართვების და სახიფათო ნივთიერებებთან დაკავშირებული ავარიების პრევენციის სისტემა

ევროკავშირმა, გარემოსა და სივრცითი დაგეგმვის გალიციის რეგიონულ სამინისტროსთან (ესპანეთი) ერთად, რომელსაც უწევენ მხარდაჭერას FIIAPP (ადმინისტრაციისა და საჯარო პოლიტიკის   საერთაშორისო და იბერო-ამერიკული ფონდი), დაძმობილების პროექტის ადმინისტრაციული და ფინანსური მენეჯმენტის უწყება ესპანეთის მხრიდან, ნიდერლანდების ინფრასტრუქტურისა და გარემოს სამინისტრო, RWS - გარემოს დირექტორატი /ჰოლანდიური ცოდნის ცენტრი InfoMil, ჩეხეთის რესპუბლიკის გარემოსდაცვითი ინფორმაციის სააგენტო (CENIA) და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, წამოიწყო ახალი პროექტი, რომელიც უწევს მხარდაჭერას საქართველოს, სამინისტროს  ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერებისათვის, სამრეწველო დაბინძურებისა და საფრთხეების სფეროში ევროკავშირის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან დაახლოებისა და მისი იმპლემენტაციის მიზნით. პროექტის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართა პარასკევს, 22 სექტემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო თბილისი მარიოტში.  

21-თვიანი პროექტი, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 2.9 მილიონ ლარს (1 მილიონი ევრო)  მხარდაჭერას გაუწევს ნებართვების მიმდინარე რეფორმის პროცესს საქართველოში და ნებართვებისა და შემოწმების ეფექტური და მდგრადი სისტემის შექმნას, სამრეწველო გაფრქვევების დირექტივის დებულებათა შესაბამისად. 

გარდა ამისა, პროექტი ხელს შეუწყობს იმ სახიფათო ნივთიერებებთან დაკავშირებული მასშტაბური ავარიების პრევენციის სისტემის განვითარებას, რომლებიც ნახსენებია ევროკავშირის სევესო III დირექტივაში. პროექტის მიზნები მოიცავს ვალდებულებას, რომ შემუშავდეს შიდა და გარე ავარიული გეგმები შესაბამისი ობიექტებისათვის, რომლებსაც მოიცავს აღნიშნული დირექტივა და ასევე, რომ შეიქმნას შემოწმების სისტემა და დაინერგოს მიწათსარგებლობის დაგეგმვა მათი განთავსებისათვის.      

პროექტის სტრუქტურა მოიცავს ოთხ კომპონენტს, რომლებიც ფოკუსირებულია შემდეგზე: კანონმდებლობის დაახლოება სამრეწველო გაფრქვევებისა და სამრეწველო საფრთხეების სფეროებში, ნებართვების სისტემის შექმნა სამრეწველო გაფრქვევების დირექტივის დებულებების საფუძველზე, გარემოსდაცვითი შემოწმების სისტემის შექმნა სამრეწველო გაფრქვევების დირექტივის შესაბამისად და ქსელური მონაცემთა ბაზის შექმნა სევესო ობიექტებისა და ავარიების შესახებ შეტყობინებისათვის. მოხდა კომპონენტის ლიდერების განსაზღვრა თითოეული კომპონენტისათვის.     

პროექტის განხორციელებისას, 50-ზე მეტი ექსპერტი, ძირითადად ესპანეთიდან, ნიდერლანდებიდან და ჩეხეთის რესპუბლიკიდან, მაგრამ ასევე საბერძნეთიდან, ესტონეთიდან, გერმანიიდან და იტალიიდან, მონაწილეობას მიიღებს  შესაბამის სამუშაო გეგმაში დაგეგმილ 48 მისიაში. ისინი იმუშავებენ ქართველ პარტნიორებთან ერთად. ასევე მოხდა კომპონენტების ქართველი ლიდერების განსაზღვრა, ამოცანების უკეთ კოორდინირების, ექსპერტული ცოდნისა და გამოცდილების ფართომასშტაბიანი გადაცემის და შედეგების მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით.       

პროექტის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს გარემოსდაცვითი სექტორების მთავარმა დაინტერესებულმა მონაწილე მხარეებმა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ღონისძიება სიტყვით გახსნა  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინიტრის მოადგილემ, ქალბატონმა ეკატერინე გრიგალავამ. საქართველოში ამ მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პროექტის დაწყების აღსანიშნავად, ღონისძიების პირველი ნაწილის მსვლელობისას მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს შემდეგმა ოფიციალურმა პირებმა: საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ბატონი კარლო ნატალე, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ჰუმანიტარული დახმარებისა და განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი ბატონი იან ჩერნიკი, გალიციის რეგიონალური მთავრობის (ესპანეთი) გარემოსა და სივრცითი დაგეგმვის გალიციის რეგიონული სამინისტროს გენერალური დირექტორი გარემოსდაცვითი ხარისხისა და კლიმატური ცვლილების საკითხებში ქალბატონი მარია კრუზ ფერეირა კოსტა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი არჩილ ყარაულაშვილი და FIIAPP-ის ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს განყოფილების დირექტორი ქალბატონი სონსოლეს მორიესი.

ღონისძიების მეორე ნაწილის მსვლელობისას, პროექტის ლიდერმა ესპანეთის მხრიდან ბატონმა ხოსე ფრანსისკო ალონსო პიკონმა, პროექტის უმცროსმა ლიდერმა ნიდერლანდების მხრიდან ბატონმა რობ კრამერსმა, პროექტის უმცროსმა ლიდერმა ჩეხეთის მხრიდან ბატონმა იან კოლარმა და ასევე ესპანეთის წარმომადგენელმა მუდმივმა უცხოელმა მრჩეველმა ბატონმა ინიაკი ბერგარეჩემ, რომლებიც წარმოადგენენ კონსორციუმის პარტნიორებს, წარადგინეს პროექტის მიმოხილვა და ამოცანები.            

საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტების შესახებ:

საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამა არის ევროკავშირის ინიციატივა, რომელიც თავს უყრის საჯარო სექტორის ექსპერტულ ცოდნას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან და ბენეფიციარი ქვეყნებიდან, თანამშრომლობითი საქმიანობის გაძლიერების მიზნით. საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტებმა უნდა მიაღწიონ კონკრეტულ სამუშაო შედეგებს ბენეფიციარი ქვეყნისათვის, ამ ქვეყანასა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების პირობების ფარგლებში.   

 

დამატებითი ინფორმაციისათვის, თუ შეიძლება იხილეთ: www.eeas.europa.eu/delegations/georgia

 

დამატებითი ინფორმაციისათვის, თუ შეიძლება მიმართეთ:  

დაძმობილების პროექტის ოფისი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

მე-4 სართული, ოთახი 405, გ. გულუას ქ. 6, 0114 თბილისი

ბატონი ინიაკი ბერგარეჩე, დაძმობილების პროექტის მუდმივი უცხოელი მრჩეველი

ტელ: +995 032 272 72 63

მობ: +995 557 44 84 67

ელ-ფოსტა: inaki.bergaretxe@fiiapp.org/www.fiiapp.org

                     i.bergaretxe@moe.gov.ge

 

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

გარემოს დაცვისა და სოფლის განვითარების მიმართულების  პროექტების მენეჯერი

ბატონი ალვარო ორტეგა აპარისიო

ელ-ფოსტა: Alvaro.ORTEGA-APARICIO@eeas.europa.eu

Languages:
რედაქტორის ნაწილი: