THIS CONTENT HAS BEEN ARCHIVED

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება

12.06.2017
Teaser

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება 2016 წლის 19 მაისს აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ხურჩა–ნაბაკევის გადაკვეთის პუნქტთან საქართველოს მოქალაქის, სამოქალაქო პირის მკვლელობაში ეჭვმიტანილისთვის ბრალის მოხსნის შესახებ, ხელს უშლის მართლმსაჯულების აღსრულებას.

Text

გადაწყვეტილება უგულებელყოფს იმ ინტენსიურ შრომას, რომელიც სრული ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ითვალისწინებდა, ასევე, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე საგამოძიებო მასალების გადაცემას. მძიმე დანაშაულის ჩამდენთა დაუსჯელობა უარყოფით გავლენას ახდენს უსაფრთხოების განცდაზე ადგილებზე. 

უნდა გაგრძელდეს მუშაობა ამ და სხვა საქმეებზე, რომლებიც უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული.

კატეგორია
Press releases
Location

Bruxelles

Editorial sections
Georgia