Delegation of the European Union to Georgia

ევროკავშირი იწყებს სოფლის განვითარების პირველი ინიციატივების განხორციელებას აჭარაში ENPARD-ის ფარგლებში

Batumi, 30/05/2017 - 02:00, UNIQUE ID: 170531_2
Press releases

სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს შეხვედრაზე ქედასა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სოფლის განვითარების ახალი პროექტების წარდგენა შედგა. ღონისძიებას მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორისა და მუნიციპალიტეტების 50-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.

ევროკავშირის მიერ აჭარაში მხარდაჭერილ პროექტებს „სოფლის განვითარების და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ და „ადგილობრივი პოტენციალის ოპტიმიზაცია სოფლის განვითარებისთვის ქედას მუნიციპალიტეტში“ ორგანიზაციები საქართველოს კარიტასი (Caritas Georgia) და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ახორციელებენ. პროექტების მიზანია აჭარის აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში სიღარიბის შემცირება, ინკლუზიური მიდგომებით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლების ზრდის ხელშეწყობით.

ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირი უკვე ახორციელებს პროექტებს ბორჯომის, ლაგოდეხისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში. მიმდინარე წლიდან, ევროკავშირის დაფინანსებით, სოფლის განვითარების კიდევ ხუთი ახალი პროექტი განხორციელდება, კერძოდ ქედასა და ხულოში, დედოფლისწყაროში, თეთრიწყაროში და ახალქალაქში.

ღონისძიების მონაწილეები ასევე გაეცნენ აჭარის მთავრობის სოფლის განვითარების ახალ ინიციატივებს, რომელსაც ევროკავშირი გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით უჭერს მხარს. მიიღეს ინფორმაცია სოფლის განვითარებაში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობისა და ევროპული LEADER მიდგომის აჭარაში დანერგვის შესახებ. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს აჭარის სოფლის განვითარების 2017 წლის სამოქმედო გეგმის მიმდინარეობისა და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ.

ევროკავშირის სოფლის განვითარების LEADER მიდგომაზე დაყრდნობით, აჭარის მთავრობა ხელს უწყობს აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანებების, ე.წ. ამაგებ-ის შექმნას იმისათვის, რომ წაახალისოს სოფლის განვითარების ადგილობრივი ინიციატივები“. ამჟამად, აჭარის მთელი მაშტაბით, 46 ამაგ-ში 700-მდე ადამიანია გაწევრიანებული, რომლებიც მზად არიან რომ გააერთიანონ ძალისხმევა სოფლის ცხოვრებასა და განვითარებაში თავიანთი წვლილის შესატანად.

– განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურამ პატარაძემ.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართეს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლაშა კომახიძემ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სექტორის ხელმძღვანელმა, კაიდო სირელმა.

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით.

ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. 2013-2019 წლებისათვის ENPARD-ის ბიუჯეტი საქართველოში 102 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე ფაზა სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას ისახავს მიზნად. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.enpard.ge

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • თამარ ხუნწარია, ENPARD-ის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი,

+995 595 98 99 16, tamar.k@actionprgroup.com

  • ტარიერ ცეცხლაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის თანაშემწე საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, +995 555 93 13 13, t.tsetskhladze@moa.ge
  • ვახტანგ კონცელიძე, UNDP-ის სოფლის განვითარების მხარდაჭერის ENPARD პროექტის აჭარის კომპონენტის კოორდინატორი, +995 599 48 18 23, vakhtang.kontselidze@undp.org
Languages:
社论版: