ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ეძებს უძრავ ქონებას ქირით ან შესაძენად ოფისად გამოყენების მიზნით

მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე

კომერციული დანიშნულების უძრავი ქონების ქირაობა/შესყიდვა

ნაგებობის სამშენებლო პროექტის შემუშავება

 

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ეძებს უძრავ ქონებას ქირით ან შესაძენად ოფისად გამოყენების მიზნით.

უძრავი ქონება უნდა აკმაყოფილებდეს ევროკავშირის მოთხოვნებს შენობის ხარისხის, სივრცის, უსაფრთხოებისა და ადგილმდებარეობის მხრივ. იგი უნდა მოიცავდეს მიწის ნაკვეთს ცალკე მდგომი შენობით, რომელიც ნაკვეთის პერიმეტრს, განსაკუთრებით მიმდებარე ქუჩებს, სულ მცირე 15 მეტრით (იდეალურ შემთხვევაში 20 მეტრით) იქნება დაშორებული და გარშემორტყმული იქნება მსაზღვრელი კედლით. შენობის საერთო ფართი უნდა იყოს 1700-დან 1900 კვადრატულ მეტრამდე და არ უნდა იყოს 4 სართულზე მეტი.

უძრავი ქონება უნდა მდებარეობდეს ქ. თბილისის ფარგლებში და იყოს იოლად მისადგომი, ისევე როგორც მნიშვნელოვანი დიპლომატიური მისიის სტატუსისა და თვალსაჩინოების საჭიროებასთან შესაბამისი.

მოთხოვნილმა საოფისე ფართმა უნდა დაიტიოს დაახლოებით 60 თანამშრომელი ინდივიდუალურ ან საზიარო ოფისებში და საერთო სივრცეში სხვადასხვა კომბინაციით. მას ასევე უნდა გააჩნდეს შესაფერისი რაოდენობის შეხვედრების ოთახები, ერთი 140 მ2 ფართის მრავალფუნქციური საკონფერენციო დარბაზი, აგრეთვე საარქივო სივრცე, საწყობი, სერვერის ოთახი, პატარა სამზარეულო და საპირფარეშოები. ოფისებისთვის შესაბამისი ბუნებრივი შუქი აუცილებელი პირობაა; უფანჯრო ოთახები შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნას მხოლოდ საარქივოდ, ფოტოასლების აპარატურისთვის და ა.შ. უპირატესობა მიენიჭება ენერგო-ეფექტურ, "მწვანე შენობებს".

ზემოხსენებული 1700-1900 მ2 მთლიანი ფართი უნდა მოიცავდეს დერეფნებს, ვესტიბიულს, მისაღებ სივრცეს და შიდა კიბეებს. აღნიშნულ ფართში არ უნდა ჩაითვალოს ავტოსადგომები და მთლიანად ტექნიკური აღჭურვილობისათვის განკუთვნილ სივრცეები.

უნდა გააჩნდეს სულ მცირე 30-ადგილიანი ავტოსადგომი ეზოში, შემოღობილი ტერიტორიის შიგნით.

საოფისე ფართი უნდა აკმაყოფილებდეს შენობის ყველა ადგილობრივ სტანდარტსა და რეგულაციას, განსაკუთრებით შრომითი სივრცის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო და სეისმური სამშენებლო კოდების კუთხით. ევროკავშირის ან სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრა უპირატესობად მიიჩნევა. მოპირკეთების საერთო ხარისხის, ისევე როგორც ტექნიკური და მექანიკური აღჭურვილობის სათავსოები უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის ან საერთაშორისო სტანდარტებს.

მშენებლობის ან მწყობრში მოყვანის სამუშაოთა დასრულების შემდეგ, საოფისე ფართი მზად უნდა იყოს დასაკავებლად არაუგვიანეს 2019 წლის 1 აგვისტოსა.

შეთავაზება შეიძლება იყოს ქვემო ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:

  • წინადადება კერძო მშენებელი კომპანიებისაგან შეკვეთით გამზადებული საოფისე ფართის მშენებლობაზე, გაყიდვაზე ან გაქირავებაზე, რომელშიც განთავსდება ევროკავშირის წარმომადგენლობა.
  • წინადადება არსებული შესაფერისი შენობის გაქირავებაზე ან გაყიდვაზე, მათ შორის ისეთი შენობისა, რომელიც საჭიროებს რემონტს/გადაკეთებას.

გაქირავების შემთხვევაში, შენობა მფლობელის საკუთრებად დარჩება, ხოლო ევროკავშირი გააფორმებს გრძელვადიან ხელშეკრულებას სავარაუდოდ სულ მცირე 10-დან 20 წლამდე ვადით, შემდგომ ეტაპზე ხელშეკრულების გახანგრძლივების ან/და შესყიდვის შესაძლებლობით.

წარმოდგენილი წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგს:

  • მიწის ნაკვეთის ან/და არსებული შენობის სრული აღწერილობა;
  • ფართობის კვადრატულ მეტრებში გამოხატული ელექტრონული ცხრილი;
  • დაწვრილებითი ინფორმაცია მშენებლობის შეთავაზებაზე;
  • მშენებლობის შეთავაზების შემთხვევაში, ინფორმაცია მშენებელ კომპანიაზე;
  • ინფორმაცია ქირის და გაყიდვის პირობებზე, მათ შორის გაქირავების ფასი კვადრატული მეტრის მიხედვით.

წინადადებები უნდა გამოიგზავნოს:

ა) ფოსტის ან კურიერის მეშვეობით არაუგვიანეს 16:00 საათისა 2017 წლის 20 ივნისამდე, ქვემოთ მითითებულ მისამართზე.

ბ) ან მოიტანოთ პირადად არაუგვიანეს 16:00 საათისა 2017 წლის 20 ივნისამდე, ქვემოთ მითითებულ მისამართზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში ელ-ფოსტის მისამართზე: DELEGATION-GEORGIA-HOA@eeas.europa.eu

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მისამართი:

ნინო ჩხეიძის ქ. 38

0102 თბილისი, საქართველო

ტელ.: 995 294 37 63

რედაქტორის ნაწილი:
Languages: