ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

მერები ეკონომიკური ზრდისთვის: ევროკავშირი აცხადებს წინადადებების მიღებას მუნიციპალიტეტებიდან

Bruxelles, 18/04/2017 - 13:56, UNIQUE ID: 170418_6
Press releases

ევროკომისიამ გამოაქვეყნა განცხადება წინადადებების მიღების თაობაზე "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" ფარგლებში (EuropeAid/155272/DH/ACT/Multi).

"მერები ეკონომიკური ზრდისთვის" (M4EG) წარმოადგენს ახალ წამყვან ინიციატივას აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში და მიმართულია მდგრადი მუნიციპალური განვითარებისკენ. მას 2016 წლის ოქტომბერში, ერევანში ჩაეყარა საფუძველი. M4EG ინიციატივა მიზნად ისახავს ადგილობრივ ხელისუფლებათა შესაძლებლობების გაძლიერებას გონივრული ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების განსახორციელებლად გაძლიერებული ადგილობრივი მმართველობის, უკეთესი დაგეგმარებისა და უფრო ეფექტური მუნიციპალური მართვის მეშვეობით. ინიციატივის ფარგლებში, მონაწილე ქალაქებმა უნდა ჩამოაყალიბონ და განახორციელონ ადგილობრივი ეკონომიკის მდგრადი განვითარების გეგმები ევოკავშირის ტექნიკური და სამეცნიერო მხარდაჭერის მეშვეობით. გამარჯვებულები მიიღებენ საგრანტო მხარდაჭერას საპილოტე პროექტების განსახორციელებლად, რაც ასევე უნდა იქცეს ადგილობრივი ეცონომიკური განვითარების ქმედებათა მოდელად.

 

კითხვებით შეგიძლიათ მიმართოთ: NEAR-ENI-EAST-TENDERS@ec.europa.eu

Languages: