Delegation of the European Union to Georgia

ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესმდივნის განცხადება რუსთავი 2-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ

ბრიუსელი, 08/03/2017 - 16:00, UNIQUE ID: 170309_11
Statements by the HR/VP

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების დროებით შეჩერება, რომელიც შეეხებოდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საკუთრების უფლებას. უზენაესი სასამართლოს  გადაწყვეტილებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ქვეყანაში არსებულ მედია გარემოსა და აზრთა მრავალფეროვნებაზე, რომელიც ხელმისაწვდომია მოქალაქეებისთვის სამაუწყებლო არხების მეშვეობით.  გვჯერა, რომ ხელისუფლება პატივისცემით მოეკიდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პოლიტიკური პლურალიზმისა და მედიის თავისუფლების უწყვეტ ერთგულებას ძირეული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიის შენარჩუნებისა და კონსოლიდაციისათვის. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა ამ პრინციპებს უმაღლეს პრიორიტეტად განიხილავს და აქტიურად აღასრულებს მათ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისი მნიშვნელოვანი ვალდებულებების გათვალისწინებით. 

Languages:
Editorial Sections: