ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში – 2016 წლის გამარჯვებულები

15/02/2017 - 06:49
ახალი ამბები

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ 2016 წლის კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ გამარჯვებულები დაასახელა. კონკურსის დაარსებიდან მეხუთე წელს პრიზები ბეჭდური, სამაუწყებლო, ონლაინ და ფოტოჟურნალისტიკის 6 კატეგორიაში გამარჯვებულებს გადაეცათ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მეშვიდე კატეგორიაში გამარჯვებული დაასახელა და მას სპეციალურ პრიზი გადასცა მშვიდობის ჟურნალისტიკაში, რომელიც ნდობის აღდგენასა და გრძელვადიანი მშვიდობის დამკვიდრებას უწყობს ხელს. დასახელდნენ, ასევე, ყველა კატეგორიის ფინალისტებიც.

Winners and Jury of the 2016 Journalism Prize

კონკურსი “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში,” რომელიც 2012 წელს დაარსდა, პროფესიული და ეთიკური ჟურნალისტიკის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ,,უკვე ხუთი წელია, რაც ევროკავშირი განაგრობს საქართველოში პროფესიული, მიუკერძოებელი და ეთიკურ სტანდარტებზე დამყარებული ჟურნალისტიკის მხარდაჭერას. წელს გვქონდა პატივი ამოგვერჩია საუკეთესო იმ 122 ნაშრომთაგან, რომლებიც კონკურსისთვის იყო წარმოდგენილი.  გვიხარია, რომ ზოგიერთი ნაშრომი მართლაც განსაკუთრებულია,“ თქვა ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა.

 

კატეგორია „ა –  საუკეთესო სტატია ონლაინ ან ბეჭდვით საინფორმაციო მედიაში:

გამარჯვებული:

  • ნინო ლომაძე  –  „მთის გოგოები“ (ჟუნალი ,,ინდიგო“)

ფინალისტები:

  • თამარ უჩიძე –  „სადავო სამკვიდრებელი“ („სამხრეთის კარიბჭე”)
  • ნინო ჯაფარიძე  – „შრომა სიცოცხლის ფასად“ (საინფორმაციო სააგენტო „კვირა”)
  • ნათია ამირანაშვილი–„მიუწვდომელი გრძელვადიანი მკურნალობა

– ბიუროკრატია ოკუპირებულ ცხინვალში ცხოვრების გამო“ („ლიბერალი“).

 

კატეგორია „ბ“ – საუკეთესო აუდიო ან აუდიოვიზუალური სიუჟეტი სამაუწყებლო ან ონლაინ საიფორმაციო მედიაში

გამარჯვებული:

  • სოფიო ვასაძე – „Mosul - Tbilisi“ (GIPA Newscafe.ge)

ფინალისტები:

  • ეკა ქევანიშვილი –„მშვიდობის ვენახი– ძველი აფხაზური ვაზის ჯიშებით“ (,,რადიო თავისუფლება“)
  • ზაზა წულაძე  – „შევსვამთ ხვანჭკარას 100 წლის შემდეგ? “ („ამერიკის ხმა“)

 

კატეგორია „გ“ – საუკეთესო საგამოძიებო სტატია ბეჭდვით ან ონლაი საინფორმაციო

მედიაში

გამარჯვებული:

  • ნატო გოგელია– „მე ეკლესია ვარ და არ ვარ ვალდებული ინფორმაცია მოგაწოდოთ“ („გურია ნიუსი“)

ფინალისტები:

  • ნინო ბაქრაძე და დეივ ბლოსი – „ოფშორულმა კომპანიამ სამი წელი გაატარა ივანიშვილის პასპორტის ძიებაში“ („ნეტგაზეთი”)
  • ქეთევან მაჭავარიანი „საბავშვო ბაღები და არჩევნები“ („ნეტგაზეთი“).

 

კატეგორია „დ“ – საუკეთესო  საგამოძიებო აუდიო ან აუდიოვიზუალური სიუჟეტი სამაუწყებლო ან ონლაინ საინფორაციო მედიაში

გამარჯვებული:

  • ნინო რამიშვილი და თანაავტორი გიორგი მგელაძე  – „აგენტი პროვოკატორი“ ხელისუფლების სამსახურში 2“ („სტუდია მონიტორი“)

ფინალისტები:  

  • ცქრიალა შერმადინი და თანაავტორი გიორგი მგელაძე – „მძიმე შრომას შეწირულები“ („სტუდია მონიტორი“)
  • ნათია ჩეხერია და თანაავტორი ნანა ბიგანიშვილი – „პოლიციური სისტემა მოქალაქის წინააღდეგ“ („სტუდია მონიტორი“).

 

კატეგორია „ე“ – საუკეთესო ონლაინ ან ბეჭდური ბლოგი, ან თვალსაზრისი/სვეტი ბეჭდურ ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში

გამარჯვებული:

  • ნინია კაკაბაძე  „სახელმწიფო პატრიოტი ექსტრემისტების მხარდამხარ“ („ჯემნიუსი) “

ფინალისტები:

  • თამარ კარელიძე „კაცთა მიმართ ძალადობა“ („ლიბერალი“)
  • ირმა დიმიტრაძე  „გოგო, რომელმაც არჩევანი გააკეთა–მილოცვა დედას“ („ნეტგაზეთი”).

 

კატეგორია „ვ“ – საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც ასახავს

ევროკავშირის ფასეულობებს და გამოქვეყნებულია ბეჭდვით ან ონლაი

საინფორმაციო მედიაში

გამარჯვებული:

  • გიორგი ლონდარიძე – „სოფელი მოხე, ლოცვა ღია ცის ქვეშ“ („სამხრეთის კარიბჭე“)

ფინალისტები:

  • მარიტა თევზაძე – „ვაშლის ბაღების მიღმა“ (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, პროექტი „ზღვარზე“)
  • დათო ქორიძე –„არსად ვაზიანში“ („რადიო თავისუფლება“)

 

კატეგორია „ზ“ – EUMM პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში

(კონფლიქტის მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში არსებული კონფლიქტების მხარეებს შორის ნდობისა და მშვიდობის აღდგენას )

გამარჯვებული:

  • გვანცა დოლუაშვილი – „უწყვეტი კავშირი“ („ჯემნიუსი“)

ფინალისტები:

  • თამარ მეარაყიშვილი – „როგორ წაშალეს ომის კვალი ცხინვალში“ („ნეტგაზეთი“)
  • ნინო თოლორაია – „სერგეი შამბა: ჩვენ სავსებით მომთმენნი ვართ იმისთვის, რომ ლოდინი შევძლოთ“ (,,ლაივპრესი“).

ასევე იხილეთ

Languages:
რედაქტორი: