2023 წლის კომუნიკაცია ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებით (ამონარიდი საქართველოს შესახებ)

ევროკომისია მიესალმება საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად, რომელიც ქვეყნის პრიორიტეტად მის ევროკავშირში ინტეგრაციას ითვალისწინებს. საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. ეროვნული ინტერესების საკითხებზე კონსენსუსის მისაღწევად საჭიროა პოლიტიკური დეპოლარიზაცია და ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან მმართველი პარტიის უფრო პოზიტიური ჩართულობა.

საქართველომ უნდა გააძლიეროს თავისი ქმედებები ევროკავშირის ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულირებასთან და ჩარევასთან საბრძოლველად და გააუმჯობესოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრის მაჩვენებელი.

ევროკომისიის 2022 წლის ივნისის მოსაზრებაში მითითებულ თორმეტ პრიორიტეტთან დაკავშირებით, საქართველომ მიიღო საკანონმდებლო აქტები და პოლიტიკის განსაზღვრის დოკუმენტები, რომელიც მოიცავს გენდერულ თანასწორობას, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებას სასამართლო განხილვებსა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საკითხებს. ასევე დაინიშნა ახალი სახალხო დამცველი.

პარლამენტში გადაიდგა გარკვეული პროცედურული ნაბიჯები ოპოზიციის კონტროლის გასაძლიერებლად. პარტიათაშორისი ძლიერი პოლიტიკური კონსენსუსის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს პოლარიზაციის დაძლევას და დააჩქარებს საქართველოს სვლას ევროპულ გზაზე. მიღებულ იქნა ცვლილებები კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებას და ანგარიშვალდებულებასა და საარჩევნო ჩარჩოს ეხება. სასამართლო რეფორმა მოიცავდა ნაბიჯებს სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ხელმისაწვდომობის, მოსამართლეების დანიშვნის დასაბუთების, მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური ზომებისა და უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით, თუმცა ჯერ კიდევ საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმა. საქართველომ ეს კანონმდებლობა და რამდენიმე სხვა ძირითადი სამართლებრივი აქტი საარჩევნო კოდექსთან, ანტიკორუფციულ ბიუროსთან, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურებთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან და დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას დასკვნის მისაღებად გაუზიარა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმების სისტემა, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, სასამართლო სისტემის ყველა წამყვანი თანამდებობისთვის და ქონებრივი დეკლარაციების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება.

მიღებულ იქნა სისტემური მიდგომაზე დაფუძნებული დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა, მიხედვით და გაუქმდა „პერსონალური“ მიდგომა. შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო. საქართველომ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა გაზარდა. რაც შეეხება მედიის პლურალიზმს, პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ ოპოზიციური მედიის დირექტორი გაათავისუფლეს და პარლამენტმა მიიღო ცვლილებებიმაუწყებლობის შესახებკანონში ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად. მიღებულ იქნა ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია და შემუშავდა სამოქმედო გეგმა. პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოების ზოგიერთ წარმომადგენელს შორის დაიდო თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პოლიტიკის შემუშავების პროცესში ჩართულობას ითვალისწინებს.

2022 წლის ივნისიდან მიღწეული შედეგების ფონზე, თორმეტი პრიორიტეტის ფარგლებში და მის ფარგლებს გარეთ, კომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საბჭომ საქართველოს მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმება შემდეგი ნაბიჯები:

  • ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულირებასთან და ჩარევასთან ბრძოლა;
  • ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის მაჩვენებლის გაუმჯობესება;
  • პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის შემდგომი გადაჭრა, მათ შორის უფრო  ინკლუზიური საკანონმდებლო მუშაობით პარლამენტში მყოფ ოპოზიციურ პარტიების ჩართულობით, განსაკუთრებით, იმ კანონმდებლობაზე, რომელიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდება;
  • თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა - განსაკუთრებით 2024 წელს - და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩეველთა შესაბამისი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა არჩევნების დღემდე დიდი ხნით ადრე;
  • საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუტების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა;
  • ყოვლისმომცველი და ეფექტიან სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულება გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით;
  • სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტიანობის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის მეტად უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება ინკლუზიურ პროცესით. შედგეს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის შემთხვევებთან დაკავშირებით ჩატარებული გამოძიებების, ფართო მონაცემთა ბაზა;
  • დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით;
  • ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება, მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის განხორციელებისა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. მოწყვლადი ჯგუფების, მედია-პროფესიონალებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ მუქარის ფაქტებზე მიუკერძოებელი, ეფექტიან და დროული გამოძიების დაწყება და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა, მათი ჩართულობის უზრუნველყოფა კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში და მათი თავისუფლად მუშაობის უზრუნველყოფა.

ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ 2023 წლის კომუნიკაციის სრული ტექსტი იხილეთ აქ.