ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირი უზრუნველყოფს 9.5 მილიონი ლარის ღირებულების აღჭურვილობას საქართველო-თურქეთის საზღვარზე უსაფრთხოების გასაძლიერებლად

01/02/2017 - 11:35
News stories

დღეს ევროკავშირის გენერალურმა დირექტორმა კრისტიან დანიელსონმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 9.5 მილიონი ლარის (3.4 მილიონი ევრო) ღირებულების საზღვის სამეთვალყურეო აღჭურვილობა გადასცა. სამინისტროს გადაეცა მნიშვნელოვანი რაოდენობის საკომუნიკაციო, სამეთვალყურეო და გამოვლენისთვის საჭირო აღჭურვილობა საქართველო-თურქეთის მწვანე საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაძლიერების უზრუნველსაყოფად.

აღნიშნული აღჭურვილობის შეძენა მოხდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის და მიგრაციის მართვის მიმართულებით“ ფარგლებში, რომელსაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ახორციელებს. შეძენილ სპეციალიზირებულ მოწყობილობებს შორისაა სამეთვალყურეო კოშკები, რომლებიც ამჟამად ეწყობა საქართველო-თურქეთის საზღვარზე. მას შემდეგ რაც დასრულდება კოშკების აწყობა, მოხდება მათი აღჭურვა სხვადასხვა სახის სამეთვალყურეო ტექნიკით და დაკავშირება მოწყობილობებთან, რომლებიც გამოავლენს საზღვარზე ნებისმიერი სახის უკანონო გადაადგილებას.

 

შეძენილი აღჭურვილობის სრული ამოქმედება 2017 წლის ივნისში იგეგმება. მისი ბოლო მომხმარებელია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც აჭარაში და სამცხე-ჯავახეთში არიან განლაგებულნი, ამჟამად გადიან სიღრმისეულ ტრენინგს საქართველოს ინტეგრირებული საზღვრის მართვის პოლიტიკასთან შესაბამისობაში აპარატურის პროფესიონალურ დონეზე გამოყენების და მართვის თემაზე.

 

ევროკავშირის დაფინანსებით აღნიშნულ პროექტს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ახორციელებს 2013 წლის დეკემბრიდან. ის ერთ-ერთია იმ პროგრამათა შორის, რომელთაც ევროკავშირი აფინანსებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით.

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით:

  • თამრიკო მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, პრესისა და ინფორმაციის ოფიცერი, ტელ.: (+995) 32 294 37 63, Tamriko.MIKADZE@eeas.europa.eu
  • ანა კაკუშაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი, IOM, ტელ.: (+99532) 22522 16, omtbilisi@iom.in
Languages:
რედაქტორი: