ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

საქართველოს პარლამენტის წევრები ესწრებიან ევროკავშირის მხარდაჭერით შემუშავებულ ახალ საორიენტაციო პროგრამას

ლოპოტა, 31/01/2017 - 09:52, UNIQUE ID: 170131_11
Press releases

ახალარჩეული პარლამენტის წევრები მონაწილეობას იღებენ საორიენტაციო პროგრამაში, რომლის მიზანია პარლამენტარების ხელშეწყობა კონსტიტუციური მანდატით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებაში. საორიენტაციო პროგრამის მესამე ფაზა მოიცავს ორდღიან ინტენსიურ ტრენინგს, რომელიც გაგრძელდება 2017 წლის 23 იანვრიდან 1 თებერვლამდე. ტრენინგში მონაწილეობას მიიღებს 80 პარლამენტის წევრი საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობიდან.

ტრენინგი ხორციელდება ევროკავშირის ოთხეტაპიანი საორიენტაციო პროგრამის ფარგლებში, რომელიც აძლევს მათ ინფორმაციას მათი საკანონმდებლო, ზედამხედველობითი და წარმომადგენლობითი ფუნქციების და მათი კონსტიტუციური პასუხისმგებლობების შესახებ. საორიენტაციო პროგრამის კონცეფცია შემუშავებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე, მათ შორის დიდი ბრიტანეთის პარლამენტის გამოცდილებაზე დაყრდნობით.  

ტრენინგის მსვლელობაში პარლამენტის წევრები ეცნობიან პარლამენტის მუშაობის სპეციფიკას და ისეთ საკითხებს, როგორიცაა ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, ამომრჩეველთან კომუნიკაცია და მედიასთან ერთიერთობა. ტრენინგის მონაწილეები ხვდებიან პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს, საქართველოს სახალხო დამცველის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და წამყვან ექსპერტებს სხვადასხვა სფეროში.

საორიენტაციო პროგრამის შემუშავება და ჩატარება იმ უფრო ფართო ინიციატივის ნაწილია, რომელიც ითვალისწინებს საპარლამენტო დემოკრატიის განმტკიცებას საქართველოში და რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და საქართველოს პარლამენტის თანადაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) უშუალო მონაწილეობით.

 

 
   

საკონტაქტო ინფორმაცია

 

ანა გოჩაშვილი, საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი, 577-720706 |  agochashvili@parliament.ge    

თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, 2943763 | tamriko.mikadze@eeas.europa.eu

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, 599-196907 | sophie.tchitchinadze@undp.org 

Languages:
რედაქტორის ნაწილი: