Delegation of the European Union to Georgia

ENPARD: საგრანტო კონკურსი სოფლის განვითარების საპილოტო პროექტებისთვის ყაზბეგში

Tbilisi, 23/12/2016 - 15:19, UNIQUE ID: 161223_9
Press releases

ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „პინ“-ი (PIN) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის განვითარების პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სოციალურ -ეკონომიკური ინიციატივების მხარდასაჭერად საგრანტო კონკურსის მეორე რაუნდს აცხადებს.

ჩეხური საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში” (PIN) ყაზბეგის განვითარების ჯგუფთან , ბილოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ და ჩეხეთის რესპუბლიკის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების ეროვნულ ქსელთან (NNLAG) თანამშრომლობით, აცხადებს საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სოციალურ-ეკონომიკური ინიციატივების მხარდასაჭერად.  საგრატო კონკურსი ტარდება  ევროკავშირის ფინანსური ხარდაჭერით სოფლის განვითარების პროგრამის ENPARD ფარგლებში.

საგრანტო კონკურსის მიზანია ყაზბეგის განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ შემუშავებული ყაზბეგის 2016-2020 წლების განვითარების სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტებისა და მიზნების შესაბამისად, ყაზბეგში ცხოვრების სტანდარტის და სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

საგრანტო კონკურსი მოიცავს მთლიანად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ფარგლებს.  კონკურსის ფარგლებში საპროექტო განაცხადების  დაფინანსება მოხდება მხოლოდ  ყაზბეგის განვითარების ჯგუფის მიერ შემუშავებილი დოკუმენტის - „ყაზბეგის 2016-2020 წლების განვითარების  სტრატეგია“-ში ასახული პრიორიტეტების გათვალისწინებით. დაფინანსდება საჯარო, სათემო და ბიზნეს პროექტები.

პრიორიტეტი მიენიჭება პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს რამდენიმე სექტორის თანამშრომლობას: თანამშრომლობა ეკონომიკურ სექტორებს შორის (მაგალითად - ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სექტორებს შორის), საჯარო და კერძო სექტორებს შორის.

პირველადი საპროექტო განაცხადების შეფასების ვადებია 16 იანვრიდან 9 თებერვლამდე. წარმატებული პირველადი საპროექტო განაცხადის ავტორები ინფორმირებულნი იქნებიან 10 თებერვალს.

საჯარო, სათემო და ბიზნეს პროექტების განაცხადის ფორმები შეგიძლიათ იხილოთ აქ.


შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ PIN-ს სამუშაო დღეებში 10:00-დან 18:00 საათამდე – შემდეგ სატელეფონო ნომერზე 591 800 582 ან 591 800 584.

პირველადი განაცხადების მიღება იწარმოებს 22 დეკემბრიდან 30 დეკემბრის 17:00 საათამდე, სტეფანწმინდა, ვაჟა-ფშაველას #1.

ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. 2013-2019 წლებისათვის ENPARD-ის ბიუჯეტი საქართველოში შეადგენს 102 მილიონ ევროს.  ENPARD-ის პირველი ფაზა ორიენტირებული იყო სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, მეორე ფაზის ფოკუსი სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების მიცემაა.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.enpard.ge; www.pin.ge ; www.kazbegilag.ge

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • მაია ჩტაია, ENPARD-ის საინფორმაციო ცენტრი, 599490012,  tamar.k@actionprgroup.com

 

Languages: