Delegation of the European Union to Georgia

ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარებას

თბილისი, 15/12/2016 - 13:10, UNIQUE ID: 161215_11
Press releases

ყოველწლიური სოციალური მეწარმეობის ფორუმი ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში. პროექტი 2019 წლამდე ხორციელდება და მისი ბიუჯეტი შეადგენს 600,000 ევროს.

ფორუმში მონაწილეობას იღებენ ახლადდაარსებული და უკვე მოქმედი სოციალური საწარმოები. ასევე, მოწვეულნი იქნებიან წარმომადგენლები არასამთავრობო, სამთავრობო და ბიზნეს სექტორებიდან. წლევანდელი ფორუმზე მონაწილეებმა ერთამნეთს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს, გამოვლინდნენ გამარჯვებულები საქართველოში მოქმედ სოციალურ საწარმოებს შორის შემდეგ ნომინაციებში: წლის სოციალურ საწარმო და წლის Start Up სოციალური საწარმო, ასევე მოხდა ახლად დაარსებული „სოციალურ საწარმოთა ალიანსი“-ის წარდგენა. ალიანსის შექმნის იდეა 2015 წელს ჩატარებულ ფორუმზე დაიბადა და მიზნად ისახავს სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი გარემოს შექმნას. ალიანსი მის წევრებს სხვადასხვა მომსახურების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს, მათ შორის: განათლება და კონსულტაცია, ადვოკატირება და კვლევითი საქმიანობა, სექტორებს შორის თანამშრომლობა და  პარტნიორობა.

"სოციალური მეწარმეობის ფორუმი" 2012 წლიდან ტარდება და ყოველწლიურ ხასიათს ატარებს. ფორუმის მიზანია სოციალურ მეწარმეებსა და ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, ცნების პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ზოგადად, სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში.

ფორუმი ტარდება ევროკავშირის და „პური მსოფლიოს“ დაფინანსებული 3 წლიანი პროექტის „სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის“  ფარგლებში. პროექტის მიზანია საზოგადოებრივი ორგანზაციების შესაძლებლობის განვითარება სოციალურ მეწარმეობაში, რათა მათ უკეთ შეძლონ სოციალური და გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევა და მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკური გაძლიერება.       

ღონისძიების მხარდამჭერები: საქართველოს ბანკი; „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“; ასკანელი ძები;

მედია მხარდამჭერები: პირველი არხი; საქმიანი დილა; ბიზნეს კონტრაქტი; ბიზნესპრესნიუსი bpn.ge; Publisisty.ge; Georgia Today; მარკეტერი; რადიო კომერსანტი; რადიო ქალაქი; ლიბერალი; ტაბულა; რადიო იმედი - „ეკონომიქსი“

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ნათია მეტრეველი

საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი

CSRDG - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

Tel: (+995 32) 2399019; 2399018

E-mail: natia@csrdg.ge;

Languages:
Editorial Sections:

Author