THIS CONTENT HAS BEEN ARCHIVED

ევროკავშირის პროექტი ხელს უწყობს საქართველოს დევნილ ქალებს გაიუმჯობესონ ბიზნესის უნარ-ჩვევები

15.12.2016
Teaser

შიდა ქართლიდან, ქვემო ქართლიდან და სამეგრელოდან დევნილი 25 ქალისთვის ჩატარებული სამდღიანი ინტენსიური ტრენინგის განმავლობაში განიხილებოდა ისეთი თემები, როგორებიც არის ქალთა ეკონომიკური უფლებები, ბიზნესის დაგეგმვა, მეწარმეობა, ლიდერობა, თანამშრომლობა, ძირითადი საგადასახადო მოთხოვნები. ტრენინგის ყველა ბენეფიციარს შეტანილი აქვს განაცხადი საარსებო წყაროებთან დაკავშირებულ მცირე გრანტებზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელსაც გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ახორციელებენ. ქალების ამოცანაა საკუთარი აქტივების მდგრად ბიზნესად ქცევა.

Text

„როდესაც გავეცანი ქალთა დასაქმებასთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს და მათი ეკონომიკური აქტიურობის დაბალ მაჩვენებელს, ვიგრძენი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პროექტის იდეის განხორციელებაში კიდევ უფრო მეტი ქალის ჩართვა - აღნიშნა გვანცა კიკალეიშვილმა ხობის დევნილთა დასახლებიდან. ძალიან კარგია, რომ პროექტი იძლევა შესაძლებლობას სოციალური გრანტებისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად. ჩვენ ვგეგმავთ განაცხადის შეტანას გრანტზე ჩვენს დასახლებაში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის. ეს მთელ თემს მოუტანს სარგებელს და თავისუფალ დროს მისცემს ქალებს, რომლებსაც შეუძლიათ ეს დრო გამოიყენონ იმისათვის, რომ იყვნენ სოციალურად და ეკონომიკურად უფრო აქტიურები“.

ტრენინგის შედეგად დევნილმა ქალებმა უკეთესად გაათვითცნობიერეს გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხები. მათ მიიღეს ცოდნა მცირე ზომის ბიზნესის განვითარების შესახებ და ესტუმრნენ „ტექნოპარკ საქართველოს“, სადაც გაეცნენ ინოვაციურ ბიზნეს-მოდელებს და იდეებს. ტრენინგის მონაწილეებს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია სხვადასხვა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო პროგრამების შესახებ, რათა მიეცათ ქალებისთვის შესაძლებლობა და უნარი, შემდგომში განაცხადი  დამატებით დაფინანსებაზე შეიტანონ.

ტრენინგი სრულ შესაბამისობაშია ახლახანს მიღებულ „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაერო-ს  უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განსახორციელებელ 2016-2017 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმასთან, რომელშიც გათვალისწინებულია იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისთვის ტრენინგების ჩატარება სამეწარმეო, ბიზნესის და სხვა უნარების შესაძენად მცირე ბიზნესის წამოწყების მიზნით.

ტრენინგი შესაძლებლობათა განვითარებისკენ მიმართული ერთ-ერთი კომპონენტია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტისა „მოწყვლად იძულებით გადაადგილებულ პირთა გენდერულად მგრძნობიარე სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება“, რომელიც გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ ხორციელდება. მოსალოდნელია, რომ მართვის უნარის გაძლიერება ხელს შეუწყობს პროგრამის “IDP IV“ მიზნების მიღწევას, კერძოდ, დევნილებისა და მათი მასპინძელი თემების სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციას, საგანგებო აქცენტით განსაკუთრებულად მოწყვლად დევნილებზე ქალების ჩათვლით. პროექტი დიდად დაეხმარება სულ მცირე 700 ყველაზე მოწყვლადი დევნილი ოჯახისთვის საარსებო წყაროების მისაწვდომობას და გაუმჯობესებას.

პროექტი ევროკავშირის დევნილთა და კონფლიქტით დაზარალებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის სექტორული ხელშესაწყობის ნაწილს წარმოადგენს. ე.წ. “IDP IV“ პროგრამა მის პარტნიორებს უზრუნველყოფს ტექნიკური და ფინანსური დახმარებით დევნილთათვის საარსებო წყაროების პოტენციალის განვითარების და შესაძლებლობების შექმნის მიზნით. ამ მხრივ, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ გააერთიანეს საკუთარი ძალები ყველაზე მოწყვლად იძულებით გადაადგილებულ პირთა გენდერულად მგრძნობიარე სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების ხელშესაწყობად.

 

საკონტაქტო პირი: ანა ფაშალიშვილი

ტელ.: 577 113314

ელ.ფოსტა: ana.pashalishvili@unwomen.org

კატეგორია
Press releases
Location

თბილისი

Editorial sections
Georgia