ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება განიხილეს

24/11/2016 - 12:46
News stories

თბილისმა უმასპინძლა კონფერენციას "საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები", რომელიც წარმოადგენს საქართველოს მთავრობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივ ინიციატივას.

კონფერენცია საქართველოს მთავრობასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის 2015 წელს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმით განსაზღვრული ინიციატივების ფარგლებში გაიმართა, რაც ყოველწლიურად, მაღალი დონის ერთობლივი კონფერენციის ჩატარებას ითვალისწინებს.

კონფერენციის მიზანი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მაღალი ჩართულობის ხელშეწყობა იყო, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიერ მომზადებული პოლიტიკური დოკუმენტების განხილვას.

კონფერენცია პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. კონფერენციაზე გამომსვლელთა შორის, ასევე, იყვნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, გაეროს ელჩი საქართველოში ნილს სკოტი, ევოპისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით ბაქრაძე, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული კოორდინატორი ლაშა ტუღუში და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე კახა გოგოლაშვილი.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო უწყებების, სამოქალაქო საზოგადოების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ღონისძიება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით ჩატარდა, ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

……………………….

 

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა წარმოადგენს ყველაზე დიდ კვალიციას საქართველოში, რომელიც აერთიანებს 152 ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას.

საკონტაქტო ინფორმაცია:

საქართველოს ეროვნული პლატფორმის სამდივნო: np@ei-lat.ge | ტელ: +995 32 293 11 28 | მობ: 570 10 44 90 (ნატალია აბრამია) |  570 10 15 28 (სალომე სიჭინავა)

ხათუნა საღინაძე - საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, saginadze76@gmail.com

ნინო ცინცაძე - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში, nino.tsintsadze@undp.org | 599 55 57 59

Languages:
რედაქტორი: