ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირი დღეს -2016: მეტი ევროპული ინვესტიციები სამუშაო ადგილებისა და ზრდის უზრუნველსაყოფად

06/10/2016 - 13:23
Miscellaneous

პრეზიდენტ იუნკერის მიერ ყოველწლიური ანგარიშის ,,ევროკავშირი დღეს–2016“ წარდგენისას ევროკომისიამ გამოაქვეყნა სამუშაო ადგილებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაზე მიმართული ინვესტიციების შემდგომი ზრდის გეგმა ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოსთვის. ევროკომისია შემდეგი წინადადებებით გამოდის: გაფართოვდეს ევროკომისიის ,,სტრატეგიული ინვესტიციების ევროპული ფონდის“ წარმატებული საქმიანობა, რომელიც საფუძვლად უდევს ,,საინვესტიციო გეგმას ევროპისთვის“, გაიზარდოს და გაძლიერდეს გეგმით გათვალისწინებული აქტივობები შემუშავდეს ახალი ,,საგარეო საინვესტიციო გეგმა ევროპისთვის“, რომელიც წაახალისებს ინვესტიციებს აფრიკასა და ევროკავშირის სამეზობლოში, წაახალისებს პარტნიორობას და წვლილს შეიტანს ათასწლეულის განვითარების მიზნების შესრულებაში.