ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრებმა ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან შეხვედრა გამართეს

29/11/2021 - 12:44
News stories

2021 წლის 25 ნოემბერს, ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრებმა შეხვედრა გამართეს ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან, სადაც განიხილეს ბიზნესისათვის მნიშვნელოვანი საკითხები. მათ შორის: დიგიტალიზაცია, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცის (DCFTA) შედეგად შექმნილი ექსპორტის შესაძლებლობები, განვითარება, საჯარო შესყიდვები და სხვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრები სხვადასხვა ბიზნეს სექტორიდან, მათ შორის: საბანკო, სადაზღვევო, საფინანსო, სამშენებლო, სოფლის მეურნეობა და წარმოება. EBA გეგმავს რეგულარულად დააორგანიზოს შეხვედრები მის წევრებთან და მოიწვიოს ევროკავშირის ელჩი, რათა გაგრძელდეს ინფორმაციის გაცვლა DCFTA-ისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესისთვის რელევანტური საკითხების შესახებ.

კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი: მოხარული ვარ, რომ მივიღე მოწვევა ევროპული ბიზნეს ასოციაციისგან, ახალი პროექტის ფარგლებში - ევროპული ბიზნესისა და ეკონომიკური ინტერესების ხელშეწყობა საქართველოში, რამაც შექმნა შესაძლებლობა ღიად გვესაუბრა  საქართველოში მოქმედ ბიზნესთან მათ საჭიროებებსა და გამოწვევებზე, ასევე, ევროკავშირის აქტივობებზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: დაკავშირებისა და ციფრული სივრცის განვითარების, რაც გაზრდის წვდომას უფრო მეტ ბაზარზე. ველოდები თანამშრომლობის გაგრძელებას და მომავალ ჩართულობას.

ჯონ ბრაეკეველდტი, EBA:ძალიან საინტერესო შეხვედრა გავმართეთ ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრებთან, რომელსაც ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ესწრებოდა. შეხვედრისას ბიზნეს სფეროში არსებული გამოწვევების განხილვა მოხდა. ვისმჯელეთ პროგრამებზე, თუ როგორ უნდა გამტკიცდეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ბიზნეს ურთიერთობები. ასევე ყურადღება გამახვილდა მომხმარებელთა და ხელისუფლებას შორის სამართლიანი, ღია და გრძელვადიანი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე. ამ შეხვედრებს ექნება რეგულარული ხასიათი და ეს არის პროექტის ნაწილი, რომელიც საქართველოში ევროპული ბიზნესის გაძლიერებას უწყობს ხელს.“

ღონისძიება გაიმართა ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტისევროპული ბიზნესისა და ეკონომიკური ინტერესების ხელშეწყობა საქართველოშიფარგლებში.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაუკავშირდეთ:

  • ნინო უშიკიშვილი, პროექტის მენეჯერი, ევროპული ბიზნეს ასოციაცია, Nino.ushikishvili@eba.ge, +995557519577
  • თეა ჭყონია, ოფის მენეჯერი, ევროპული ბიზნეს ასოციაცია, Tea.chkonia@eba.ge, +995599922332
  • თამრიკო მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის ოფიცერი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, Tamriko.Mikadze@EEAS.europa.eu
Languages: