ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

გენდერული თანასწორობა პირველხარისხოვანია - საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის / ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელისა და ევროკომისარ იუტა ურპილაინენის თემატური ნარკვევი

25/11/2021 - 07:05
News stories

მსოფლიოში ქალების და გოგონების უფლებები იშვიათად გულებელყოფილია ისე, როგორც ეს ავღანეთში მოხდა. ბოლოდროინდელი მოვლენები დიდ შეშფოთებას იწვევს. ევროკავშირმა ნათლად აჩვენა, რომ ევროკავშირის მხრიდან ავღანეთისთვის განვითარებაზე მიმართული მომავალი დახმარება დამოკიდებული იქნება საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოსა და ადამიანის უფლებების ნორმების დაცვაზე, რაც ქალებისა და გოგონების უფლებების დაცვას მოიცავს. ევროკავშირს, ჩვენი ღირებულებებისა და შეხედულებების შესაბამისად, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და მზად რის ავღანეთში და მთელ მსოფლიოში ქალებისა და გოგონების მხარდაჭერა გააგრძოს.

 

ადამიანის უფლებებთან, თავისუფლებასთან და დემოკრატიასთან ერთად, თანასწორობა არის ერთ-ერთ ძირითად ღირებულება, რომელიც ევროკავშირს, აქცევს ისეთად, როგორიც არის. ის ამდიდრებს ჩვენს საზოგადოებებს და მათ მედეგობას აძლიერებს. გენდერული თანასწორობა მშვიდობის, უსაფრთხოების, ეკონომიკური კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების ძირითადი ნაწილია. უფრო მეტიც, ევროკავშირის ხელშეკრულებებგენდერული თანასწორობის დაცვა და ხელშეწყობა მოითხოვს.

 

სწორედ ამიტომ, პოლიტიკური, საოპერაციო და ფინანსური მუშაობა გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული წინსვლის ხელშეწყობისა და დაცვის მიზნით ევროკავშირის პოლიტიკურ პრიორიტეტსა და არსებით მიზან წარმოადგენს. ევროკავშირის გენდერული საკითხების III სამოქმედო გეგმა და ახალი ბიუჯეტი საგარეო ქმედებებისთვის არის გლობალური ქმედების გზამკვლევი მსოფლიოში გენდერულთანასწორობის უზრუნველსაყოფად. ამ მიზნების მისაღწევად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, მრავალმხრივ, რეგიონულ და ორმხრივ ფორმატებში. ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი დაარ უნდა გავჩერდეთ, თვითკმაყოფილების დრო არ არის. ამავდროულად, ბევრი გამოწვევის მიუხედავად, ერთად უფრო ძლიერები ვართ.

 

ბევრ ქვეყანაში, COVID-19 პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა გაამწვავა არსებული გენდერული უთანასწორობა სხვადასხვა სფეროებში, როგორიცაა: განათლება, პროფესიული მომზადება, ჯანდაცვ, უსაფრთხოება და უვნებლობა, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები, გადაწყვეტილების მიღება და ეკონომიკური შესაძლებლობები.

 

COVID-19 პანდემიის გამო დაწესებული იზოლაციის (ლოქდაუნის) პირობებში  ხშირად იზრდებოდა გენდერული ძალადობ, განსაკუთრებით ოჯახში ძალადობა, ხოლო ქალებისა და გოგონების წვდომა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე შემცირდა. ამავდროულად, მოვლასთან დაკავშირებული სიმძიმის მნიშვნელოვანი ნაწილი ქალებსა და გოგოებს დააწვა. არაფორმალურ ეკონომიკაში და დაბალკვალიფიციურ სამუშაოებზე დასაქმებულები (რომელთა შორის უმეტესობა ქალია), მიგრანტები და უმცირესობებ წარმომადგენლები უფრო მეტი რისკის ქვეშ არიან და მათ მრავალ და ურთიერთდაკავშირებულ სახის დისკრიმინაცი  ემუქრება.

 

უფრო მეტიც, სკოლების დახურვა გოგონებ სექსუალური ექსპლუატაციის, ადრეული ორსულობის, ბავშვთა შრომისა და იძულებითი ქორწინების რისკის ქვეშ დააყენა. მალალას ფონდის შეფასებით, კიდევ 20 მილიონ გოგონას - რაც ჯამში 150 მილიონ გოგონას შეადგენს და ევროკავშირის მოსახლეობის მესამედ ექვივალენტურია - სწავლის მიტოვება და განათლების პერსპექტივის გარეშე დარჩენა ემუქრება.

 

გაეროს ბოლოდროინდელი მოხსენების თანახმად, 2020 წელს სამხედრო ხარჯებმა მსოფლიოში ჯანდაცვის სფეროზე მიმართულ ხარჯებს კვლავ გადააჭარბა, COVID პანდემიის დომინირების წელსაც კი. პანდემიის შემდგომ მდგრადი აღდგენისთვის, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის ჩვენი ძალისხმევა უნდა გავაორმაგოთ.

 

 

ახლა მეტის გაკეთების დროა

ეს გამოწვევა მოითხოვს გლობალურ პასუხს და მას უნდა გავუმკლავდეთ ახლა, როდესაც ვაშენებთ ისეთ მომავალს, რომელშიც გვსურს, რომ ჩვენი შვილები და შვილიშვილები გაიზარდონ - უფრო თანაბარ, მრავალფეროვან პოსტპანდემიურ სამყაროში, სადაც თანაბარი შესაძლებლობები რეალობაა. მდგრად ცვლილებებ მისაღწევად გენდერული უთანასწორობისა და გენდერული დისკრიმინაციის ძირეულ მიზეზებუნდა აღმოვფხვრათ.

ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები, ისევე როგორც ევროპის ფინანსური ინსტიტუტები მთელი პანდემიის განმავლობაში მსოფლიოს ქალებსა და გოგონებს გვერდ დგნენ. როგორც ევროპის გუნდმა (Team Europe), უკვე მოვახდინეთ 46 მილიარდი ევროს მობილიზება 130-ზე მეტი პარტნიორი ქვეყნის მხარდასაჭერად, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ქალებსა და ახალგაზრდებზეგამახვილებული.

სამ მაგალითს მოვიყვანთ: ნეპალში მილიონ გოგონას და ბიჭს დავეხმარეთ სწავლის გაგრძელებაში რადიო-სწავლები საშუალებით. ტოგოში მხარი დავუჭირეთ საყოველთაო შემოსავლის სქემის შექმნას და ახალ მუნიციპალიტეტებ ხელმძღვანელებად ქალების დანიშვნას. მსოფლიო მასშტაბით, ევროკავსირისა და გაეროს ინიციატივა „სინათლის სხივი“ (EU-UN Spotlight Initiative) დაეხმარა 650 000 ქალს და გოგონას მათ მიმართ ძალადობის თავიდან აცილებაში ან ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხოლო 880 000 მამაკაცსა და ბიჭს პოზიტიური მამაკაცურობის, კონფლიქტების არაძალადობრივი მოგვარებისა და ბავშვების აღზრდის საკითხები შეასწავლა.

თუმც, მზარდი გამოწვევების დასაძლევად მეტი რამ და უკეთესად უნდა გავაკეთოთ. ეს არის ევროკავშირის გენდერული საკითხების III სამოქმედო გეგმის მიზანი. ის ხელს უწყობს ქალების, გოგონებისა და ახალგაზრდების ლიდერობასა და მრავალმნიშვნელოვან მონაწილეობას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში, ისევე როგორც მშვიდობსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხში, მთელ მსოფლიოში.

 

ვმუშაობთ იმისთვის, რომ ადამიანის განვითარება სწორ გზას დაუბრუნდეს

ამჯამად ამ გეგმას რეალობად ვაქცევთ ახალი 79,5 მილიარდი ევროს ღირებულების გლობალური ევროპა - მეზობლობის, განვითარების და საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტრუმენტის დახმარებით, რომელიც მხარს დაუჭერს ევროკავშირის საგარეო ქმედებებს მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში.

 

განათლებისა და განსაკუთრებით გოგონების განათლების მხარდაჭერას საკვანძო როლი ექნება. ისევე როგორც საგანგებო სიტუაციებში განათლებ მხრდაჭერის დროს, ევროკავშირი პარტნიორ ქვეყნებთან პანდემიის განმავლობაში მუშაობდა, რათა მინიმუმამდე დაყვან მისი ზეგავლენა სწავლებასა და ბავშვების კეთილდღეობაზე და ხელი შეწყო სკოლაში უსაფრთხო დაბრუნებთვის.

როგორც ევროპის გუნდი, განათლებ სფეროში გლობალური დახმარების ნახევარზე მეტს უკვე უზრუნველყოფთ. მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო გავზრდით დაფინანსებას, რათა გენდერულ თანასწორობას ხელი შევუწყოთ ყველა დონეზე ხარისხიანი განათლების საშუალებით. ჩვენი ივლისში აღებული ერთობლივი 1,7 მილიარდი ევროს ოდენობის ვალდებულება გლობალური პარტნიორობა განათლებისთვის (GPE)“ - გარდაქმნას განათლება გოგონებისა და ბიჭებისთვის 90-მდე ქვეყანაში და ტერიტორიზე - ამ ახალი წამოწყების ნაწილია.

 

მრავალმხრივად ვაძლიერებთ ჩვენს ძალისხმევას, ქალებისა და გოგონების განათლებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების მხარდაჭერიდან დაწყებული, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე მათი წვდომის გაუმჯობესებით დასრულებული. 2025 წლისთვის ევროკავშირის ყველა ახალი საგარე ქმედებების 85% - ყველა სექტორში - ხელს შეუწყობს გენდერულ თანასწორობას და ქალთა გაძლიერებას.

 

 

ახლა ამ საკითხის დამუშავება სრულდება ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, ქალთა უფლებების აქტივისტებთან და ახალგაზრდებთან მჭიდრო კონსულტაციების საფუძველზე.

ადამიანის განვითარება სწორ გზას უნდა დაუბრუნდეს და ისე მივაღწიოთ მდგრადი განვითარების მიზნებს 2030 წლისთვის, რომ არც ერთი ქალი და გოგონა ყურადღების გარეშე არ დავტოვოთ.

 

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ყოველივე ეს სწორად გავაკეთოთ.

-

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის / ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელისა და ევროკომისარ იუტა ურპილაინენის თემატური ნარკვევი

Languages: