ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირი, გაეროს ორგანიზაციები და საქართველოს მთავრობა ციფრული ჯანდაცვის ახალ პროექტს იწყებენ

22/09/2021 - 15:31
News stories

ევროკავშირმა (EU), გაეროს ოთხმა ორგანიზაციამ, კერძოდ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO), გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA), გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF), გაეროს პროექტების მომსახურების ოფისმა (UNOPS) და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (MoIDPLHSA) ახალი ინიციატივა წამოიწყეს: „საქართველოში COVID-19 პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირება ტელემედიცინისა და ციფრული სამედიცინო ტექნოლოგიების საშუალებით.“

ევროკავშირის და გაეროს ახალი ინიციატივის ფარგლებში, COVID-19-ის უსაფრთხოდ მართვის ხელშეწყობის მიზნით სოფლად 200 დაწესებულება აღიჭურვება ძირითადი აპარატურით, დამატებით  50 დაწესებულება - ტელემედიცინის აპარატურით, რაც ასევე უზრუნველყოფს შეუფერხებელ და ფართო წვდომას  სამედიცინო სერვისებზე ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისათვის, ბავშვებისათვის რუტინული ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას. ხარისხიანი პირველადი ჯანდაცვის სერვისების უზრუნველსაყოფად ჯანდაცვის მუშაკების პოტენციალის გაუმჯობესებისა და გაძლიერების მიზნით, მათ ასევე ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ გადამზადების დისტანციურ კურსებში.   

კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში აცხადებს: „COVID-19 პანდემიასთან გამკლავებაში საქართველოს მოსახლეობის დახმარება ევროკავშირის პრიორიტეტს წარმოადგენს, პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან. ამ ინოვაციური პროექტითა და გაეროს პარტნიორებთან თანამშრომლობით იმედი გვაქვს მივწვდებით საქართველოს უფრო მეტ მოქალაქეს. კარგი ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს და იმედი გვაქვს ჩვენს წვლილს შევიტანთ ამ მიზნის მიღწევაში.“

„COVID-19-მა კიდევ ერთხელ დაგვანახა რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი პირველადი ჯანდაცვის სისტემა. არსებული რესურსების სწორი დაგეგმვით შესაძლებელი გახდა პანდემიის პიკის პერიოდში ინფიცირებულთა დიდი ნაწილის ბინაზე მართვა,“ - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულეებით გადაადგილებულთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საქმეთა მინისტრმა. „ტელემედიცინის სისტემების დანერგვა რეგიონების ამბულატორიებში პირველადი ჯანდაცვის სისტემას მკვეთრად გააუმჯობესებს, რაც დადებითად აისახება სოფლის მოსახლეობასა და ექიმებზე. მნიშვნელოვნად გაიზრდება სოფლის ექიმების შესაძლებლობები, ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან დიაგნოსტიკის უახლესი ტექნოლოგიებით. აღნიშნული შესაძლებელი გახდა ჩვენი ერთგული პარტნიორების დახმარებით, რისთვისაც მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.“

პირველადი ჯანდაცვის დონეზე COVID-19-ზე დაუყოვნებელი რეაგირების გარდა, პროექტი მყარ და მდგრად საფუძველს ჩაუყრის საქართველოში ციფრული ჯანდაცვისა და ტელემედიცინის განვითარებას, ხელს შეუწყობს რა შესაბამისი სამართლებრივი და მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზისა და კლინიკური გაიდლაინების ჩამოყალიბებას, პირველადი ჯანდაცვის პერსონალისათვის სპეციალური სასწავლო კურსების უზრუნველყოფას და ჯანდაცვის მუშაკებისა და მოსახლეობის მიერ ტელემედიცინის სერვისების გამოყენებას,“ განაცხადა საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენელმა და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიუ დომენტემ.  

COVID-19-ის შემთხვევების უსაფრთხოდ მართვის თვალსაზრისით, მეტად მნიშვნელოვანია ტელემედიცინისა და დისტანციური სამედიცინო სერვისების გამოყენება.  ამავდროულად, ის უზრუნველყოფს სამედიცინო სერვისებზე შეუფერხებელ და ფართო წვდომას ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისათვის პანდემიისა და პოსტკოვიდურ პერიოდშიპროექტი ხელს შეუწყობს  COVID-19-ის კრიზისის უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას საქართველოს მოსახლეობასა და ჯანდაცვის სისტემაზე.

გრძელვადიან პერსპექტივაში ერთობლივი პროექტი ხელს შეუწყობს მდგრადი და ჯანსაღი პირველადი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებას ტელემედიცინის შესაძლებლობებით დაშორებულ პუნქტებში პაციენტებისათვის სერვისებზე თანაბარი წვდომის უზრუნველსაყოფად. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს საყოველთაო ჯანდაცვის შემდგომ  განვითარებას.

 

პროექტის და მხარდაჭერის შესახებ

პროექტისაქართველოში COVID-19 პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირება ტელემედიცინისა და ციფრული სამედიცინო ტექნოლოგიების საშუალებითმიზნად ისახავს ციფრული ტექნოლოგიების პოტენციალის გამოყენებას საქართველოში ტელემედიცინის სერვისების დანერგვა/განვითარებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშესაწყობად. აღნიშნული დახმარება ქვეყანაში COVID-19-ზე რეაგირების მიზნებისთვის ევროკავშირისა და გაეროს მიერ გაწეული დახმარებისა და,  ასევე, საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის (UHC) პარტნიორობის ფარგლებში WHO- მიმდინარე ტექნიკური დახმარების განუყოფელი ნაწილია პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით ქვეყნის ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულებისა და საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის განვითარების მხარდასაჭერად   

პროექტი გაეროს ოთხი პარტნიორის (WHO, UNFPA, UNICEF, UNOPS) მიერ განხორციელდება WHO- ხელმძღვანელობით, რომლებიც შესაბამის სფეროებში დაგროვილი საექსპერტო ცოდნითა და მაღალი ეფექტურობით ხელს შეუწყობენ ინიციატივის საერთო მიზნის, კერძოდ, ხარისხიანი ციფრული ჯანდაცვისა და ტელემედიცინის სერვისების საშუალებით ადამიანების ჯანმრთელობასა და ჯანდაცვის სისტემაზე COVID-19 პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირების მიღწევასპროექტი ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის უკეთ აღდგენას პოსტკოვიდურ პერიოდში.

ეს დახმარება ევროკავშირისა და ევროპის გუნდის მიერ გაწეული უფრო ფართო მხარდაჭერის პაკეტის ნაწილია, რომლის მოცულობაც ახალი და გადანაწილებული დახმარების სახით 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს და რომლის მიზანია საქართველოს პანდემიასთან გამკლავებაში დაეხმაროს. ეს არის მსოფლიო მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და ამ უპრეცედენტო კრიზისის პერიოდში საქართველოს მიმართ ევროკავშირის ძლიერ სოლიდარობაზე მიანიშნებს.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმულები:

  • უფრო დეტალური ინფორმაცია საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების შესახებ COVID-19 პანდემიის დროს, იხილეთ აქ
  • მიიღეთ ინფორმაცია COVID-19-თან დაკავშირებული უკანასკნელი სტატისტიკის  შესახებ ინერაქტიული პანელის საშუალებით WHO HQ; WHO/Europe; აღნიშნულ გვერდებზე განთავსებულია დეტალური ინფორმაცია ვითარების შესახებ, რეალურ დროში.     

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

  • თამრიკო მიქაძეს, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში
    Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu
  • თათია წერეთელს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
    tatsereteli@moh.gov.ge; 599499004
  • თამარ კვარაცხელიას, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენლობა საქართველოში
    kvaratskheliat@who.int; 592887886
Languages:
რედაქტორი: