ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

“მსოფლიო დღე ავტომობილების გარეშე” - კარლ ჰარცელის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადება

22/09/2021 - 07:07
News stories

მიუხედავად ბოლო დღეების მოვლენებისა, მინდა შეგახსენოთ, რომ “მსოფლიო დღეს ავტომობილების გარეშე” აღვნიშნავთ. ეს ყოველწლიური ღონისძიება ევროპის მრავალ ქალაქში აღინიშნება!

ამ დღის დაწესების იდეა იმაში მდგომარეობს, რომ დაგვაფიქროს პატარა თუ დიდი ქალაქების მომავალზე, იმაზე, თუ როგორ გარდავქმნათ ისინი უფრო მწვანე, მშვიდ და ჯანსაღ საცხოვრებელ ადგილებად.

საქართველოში ჰაერის დაბინძურებ 70%–ს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების გამონაბოლქვი იწვევსთბილისში, ეს მონაცემი კიდევ უფრო მაღალია და მთლიანი დაბინძურების დაახლოებით 90% - შეადგენს.

ჰაერის დაბინძურება უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე, რაც ზრდის რესპირატორული ინფექციების, დაღლილობის, გულის და ფილტვების დაავადებათა რისკს.

ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება  ევროკავშირის მთავარი მიზანი, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ისე აქ, საქართველოში.

ამ მიზნის მისაღწევად საქართველოში მრავალი წელია   ვმუშაობთ  და გვაქვს დიდი მოლოდინი, ასევე გეგმა, რომ მოხდეს დამატებითი აღჭურვილობის შეძენა და ჰაერის დაბინძურების უკეთ გაკონტროლება.  

ასევე, გავაგრძელებთ უფრო მდგრად სატრანსპორტო ალტერნატივებ ინვესტირება, ომ ყველას მოგვეცეს შესაძლებლობა ვისუნთქოთ უფრო სუფთა ჰაერი და ვიცხოვროთ უფრო   ჯანსაღად. 

იმედი მაქვს, შემოგვიერთდებით! ნება მიბოძეთ, ყველას გისურვოთ დღე ავტომობილების გარეშე!

Languages:
რედაქტორი: