Delegation of the European Union to Georgia

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა იწყებენ ახალ პროექტს „მერები ეკონომიკური განვითარებისთვის“

22/07/2021 - 06:49
News

ახალი შესაძლებლობები საქართველოს მუნიციპალიტეტების ეკონომიკური განვითარებისა და დასაქმების ზრდისთვის

ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით, იწყებს ახალ რეგიონულ პროექტს M4EG, „მერები ეკონომიკური განვითარებისთვის“. ინიციატივა M4EG აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ხორციელდება (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა). მისი პირველი ეტაპი 2017წლიდან 2021 წლამდე მიმდინარეობდა და მაღალი შეფასება დაიმსახურა.

პროექტის ახალი ეტაპი კვლავ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში განხორციელდება და ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობასთან თანამშრომლობით მიღებულ გამოცდილებას დაეყრდნობა.

პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველოს ქალაქები და მუნიციპალური ცენტრები მიიღებენ ახალ შესაძლებლობებს როგორც პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევისთვის, ისე მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური ზრდისთვის. M4EG ინიციატივა შექმნის განვითარების პლატფორმას მუნიციპალური ცენტრებისთვის, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნება რეგიონში დაგროვებული ცოდნისა და გამოცდილების გაცვლა, განვითარების ახალი, ინოვაციური მეთოდების შესახებ ინფორმაციის მიღება, პარტნიორობის ქსელის გაფართოება და ქალაქებისა და მუნიციპალური ცენტრების გაძლიერება.  

“პანდემიამ ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების წინაშე დააყენა მსოფლიოს ქალაქები. ეს ახალი კონტექსტი, რომელსაც ‘რადიკალური გაურკვევლობა’ შეიძლება ვუწოდოთ, უარყოფით გავლენას ახდენს როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაზე, ისე მოქალაქეებზე. ევროკავშირი ხელს უწყობს ინიციატივას „მერები ეკონომიკური განვითარებისთვის“, რათა მხარში დაუდგეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქალაქებსა და მუნიციპალურ ცენტრებს და დაეხმაროს მათ ამ ცვალებად რეალობასთან ადაპტირებისა და ახალი გადაწყვეტების მოძიების საქმეში“, - განაცხადა ევია კოტანმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილემ.

„საქართველოს ქალაქები და მუნიციპალური ცენტრები მნიშვნელოვან გამოწვევებს ებრძვიან, რომელთა შორისაა უმუშევრობა, არასაკმარისი განვითარება და გარემოსდაცვითი საფრთხეები. ჩვენი ხელშეწყობის შედეგად, ადგილობრივი ხელისუფლება უკეთ გაიაზრებს ამ კომპლექსურ პრობლემებს, მათი გადაწყვეტისთვის აუცილებელ კონკრეტულ მიზნებს დასახავს და ქმედით ნაბიჯებს გადადგამს. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიდგომა ითვალისწინებს პრობლემების მრავალმხრივ შესწავლას და ინოვაციური გადაწყვეტებისთვის საჭირო სივრცის შექმნას“, - აღნიშნა ანნა ჩერნიშოვამ, UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში.

M4EG ქსელში გაერთიანებული ქალაქები და მუნიციპალური ცენტრები მიიღებენ ცოდნისა და ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობას, რომელიც მათთვის ადგილობრივ ვითარებაზე მორგებული სტრატეგიული მდგომების შექმნისა და განხორციელების საფუძველი გახდება. ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, შემუშავდება ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ახალი თაობის სტრატეგიები, რომლებიც ინოვაციებსა და ურბანული მდგრადობის პრინციპებს დაეყრდნობა. გარდა ამისა, ინიციატივის M4EG ითვალისწინებს  დაფინანსების რამდენიმე პროგრამას, რომლითაც ადგილობრივი თვითმმართველობა ისარგებლებს.

დამატებითი ინფორმაცია M4EG ინიციატივის  შესახებ:

ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული ინიციატივა M4EG, „მერები ეკონომიკური განვითარებისთვის“, 2017 წლიდან მიმდინარეობს. 2021 წლიდან, M4EG ინიციატივის განხორციელებას გაუძღვება გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ევროკავშირთან (EU), ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში.

საკონტაქტო ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის:

საქართველოში:

UNDP-ის რეგიონულ ოფისში (Istanbul Regional Hub):

  • ანტონ სიდორენკო, M4EG კომუნიკაციის ხელმძღვანელი, anton.sydorenko@undp.org

საკონტაქტო ინფორმაცია M4EG ინიციატივით დაინტერესებული პირებისთვის:

საქართველოში:

  • თინათინ ტყეშელეშვილი, M4EG პროექტის მენეჯერი საქართველოში, tinatin.tkeshelashvili@undp.org

UNDP-ის რეგიონულ ოფისში (Istanbul Regional Hub):

Languages:
Editorial Sections:

Author