სწავლა-სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტისა (AI) და მონაცემების გამოყენების ეთიკური გზამკვლევი განათლების სპეციალისტებისთვის

18.06.2024
Guidelines

 გზამკვლევი განკუთვნილია დაწყებითი და საშუალო სკოლის მასწავლებლებისთვის და მისი გამოყენება შეუძლიათ მასწავლებლებს, რომლებსაც აქვთ ციფრული განათლების მცირე გამოცდილება ან არანაირი მსგავსი გამოცდილება არ აქვთ.

გზამკვლევში მოცემულია განმარტებები ხელოვნური ინტელექტის შესახებ პოპულარულ და ფართოდ გავრცელებულ მცდარ წარმოდგენებთან დაკავშირებით, რომელმაც შეიძლება ხალხი დააბნიოს და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან მიმართებაში, განსაკუთრებით განათლების სფეროში, მღელვარება გამოიწვიოს.

გზამკვლევში განხილულია მის საფუძველში არსებული ეთიკური მოსაზრებები და მოთხოვნები, მასწავლებლებისა და სკოლების ხელმძღვანელებისთვის შეთავაზებულია პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ მოახდინონ ხელოვნური ინტელექტის და მონაცემების ეფექტიანი გამოყენება სასკოლო განათლებაში.

და ბოლოს, გზამკვლევი განიხილავს ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემების ეთიკური გამოყენების კომპეტენციებს მასწავლებლებისა და მსწავლელებისთვის, გვთავაზობს ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთქმედების გზებს.

გაეცანით გზამკვლევს

საკითხის ისტორია

დღეს ხელოვნური ინტელექტის სისტემები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. რამდენადაც ის განვითარებას განაგრძობ და მონაცემთა მოხმარებ იზრდება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკეთ გავიაზროთ მისი ზეგავლენა ჩვენს სამყაროზე, მათ შორის განათლებასა და სწავლებაზე.

ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სწრაფი ზრდა მოითხოვს, რომ მასწავლებლებსა და სტუდენტებს ჰქონდეთ საბაზისო გაგება AI და მონაცემთა გამოყენების შესახებ, რათა შეძლონ პოზიტიურად, კრიტიკულად და ეთიკურად ეს ტექნოლოგია და მისი სრული პოტენციალი გამოიყენონ.

სწავლა-სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემების გამოყენების ეთიკური გზამკვლევი განათლების სპეციალისტებისთვის 2021-2027 წლებისთვის ციფრული განათლების სამოქმედო გეგმის ნაწილია და ეს გეგმა 2020 წლის 30 სექტემბერს იყო მიღებული. გზამკვლევის შემუშავების მხარდასაჭერად, ევროკომისიამ მუშაობაში ჩართო სწავლა-სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემების გამოყენების ექსპერტთა ჯგუფი. ამ ჯგუფმა თავისი სამუშაო 2021 წლის 8 ივლისიდან 2022 წლის 14 ივნისამდე შეასრულა.

წაიკითხეთ სწავლა-სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემების გამოყენების ეთიკური გზამკვლევი ქართულ ენაზე:

 

გზამკვლევს ახლავს საბოლოო ანგარიშის მოკლე შეჯამება (ინგლისურ ენაზე), რომელიც ექსპერტთა ჯგუფის ძირითად დასკვნებს და რეკომენდაციებს აერთიანებს.

გაეცანით საინფორმაციო ბიულეტენს სწავლა-სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებით.

 

უყურეთ საინფორმაციო ვიდეოს (ქართულად).

 

სრული ინფორმაცია გზამკვლევის შესახებ (ინგლისურ ენაზე) შეგიძლიათ იხილოთ აქ.