საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის სიტყვით გამოსვლა კონფერენციაზე „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე – ერთი წელი ევროპული პერსპექტივიდან “

ტექსტი შეიძლება განსხვავდებოდეს გამომსვლელის მიერ წარმოთქმული სიტყვისგან

ძვირფასო კოლეგებო,

ძვირფასო მეგობრებო,

დღეს, როდესაც შევიკრიბეთ ევროპაში უსაფრთხოების სფეროში არსებული ახალი გამოწვევების და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზის განსახილველად, მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, რომ ევროკავშირი სამშვიდობო პროექტი. ევროკავშირის არსებობის მანძილზე მის ტერიტორიაზე ომი ღა ყოფილა. მის მაგი, ევროკავშირი იყო მაგალითი წევრ ქვეყნებს შორის წარმატებული ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის.

მაგრამ 2022 წლის 24 თებერვლიდან ევროპაში ომი დაბრუნდა. მსოფლიო შეძრა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა არაპროვოცირებულმა, გაუმართლებელმა და სულ უფრო სასტიკმა აგრესიულმა ომმა. ამ ომმა ასევე ხაზი გაუსვა ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძლიერი პოლიტიკის მნიშვნელობას. რუსეთის აგრესიის პირისპირ მოვახერხეთ ჩვენი ერთიანობის განმტკიცება უკრაინის მიმართ უპრეცედენტო მხარდაჭერის საშუალებით. ეს უკრაინის გამარჯვებამდე გაგრძელდება.

უკრაინის მხარდაჭერა და მუშაობა მშვიდობის დასამყარებლად განუყოფელია. ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირი არავის არ სთხოვსმხარე არჩევას“. უბრალოდ ყველას ვთხოვთ გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის მხარეს დადგნენ. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა პარტნიორს, განსაკუთრებით მათ, ვინც ევროკავშირის კანდიდატობისკენ ისწრაფვის, შეუერთდნენ ევროკავშირ და სხვა ქვეყნებს ძალისხმევას ამ საშინელ ომს დასასრულებლად.

ევროკავშირმა იცის, რომ უკრაინის ომმა რეგიონში უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევები გაამძაფრა. აქვე მინდა კვლავ გამოვხატო ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისის საშუალებით ამ საკითხში ჩვენი მუდმივი ჩართულობა.

ევროკავშირი და საქართველო იზიარებენ საერთო ხედვას მშვიდობიანი და აყვავებული სამხრეთ კავკასიის რეგიონთან დაკავშირებით. საქართველო რეგიონში ევროკავშირის ერთ-ერთ უახლოეს და მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება. ამჟამად, როდესაც უსაფრთხოების კონტექსტი რადიკალურად შეიცვალა, ევროკავშირი კვლავ ადასტურებს ურყევ ერთგულებას მხარი დაუჭიროს საქართველოს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების კუთხით და ასევე, ხელი შეუწყოს მთელი რეგიონის სტაბილიზაციას. ამ მიზნით, ევროკავშირი საქართველოს მდგრადობის გასამყარებლად მხარდაჭერის გაძლიერებას განაგრძობს.

ომმა უკრაინაში ასევე ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა. მოგეხსენებათ, გასული წლიდან ჩვენი თანამშრომლობა ქვეყნების . . სამეულთან გადავიდა ახალ საფეხურზე, როდესაც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველომ - ევროპული პერსპექტივა. გთხოვთ, ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობა სათანადოდ შეაფას. მათ, ვინც კარგად იცნობს ევროკავშირის გაფართოების ხანგრძლივ და შრომატევად პოლიტიკას, იცის, თუ რა მნიშვნელოვანი მიღწევაა ამ ქვეყნებისთვის  გაფართოების პოლიტიკის ნაწილი გამხდარიყვნენ.

ევროკავშირმა ასევე გააცხადა მზადყოფნა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მინიჭების შესახებ ძირითადი პრიორიტეტების შესრულების შემდეგ. ეს იყო როგორც ისტორიული გადაწყვეტილება, ასევე უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს მიეცა. საქართველომ დიდი ხანია გადაწყვიტა, რომ მისი ადგილი ევროკავშირშია. ეს საქართველოსა და მისი ხალხის ისტორიული არჩევანი.

ევროკავშირში გაწევრიანება ძლიერ პოლიტიკურ ნებას და წევრობის კრიტერიუმების შესრულების მიმართ ურყევ ერთგულებას მოითხოვს. ამისთვის საჭიროა ერთიანობა, შრომა და ბევრ კომპრომისის გაწევა. ეს არ არის ადვილი, მაგრამ შესაძლებელია. ასევე არაერთხელ გავხდით მოწმენი, რომ საქართველოს ხალხი მისი პოლიტიკური ლიდერებისგან ევროკავშირში ინტეგრაციის  მტკიცე ერთგულება ელოდება.

საქართველო არასოდეს ყოფილა ევროკავშირთან ისე ახლოს, როგორც მჟამად. ველოდებით რა ევროკავშირის 27 სახელმწიფოსა და მთავრობების მეთაურების გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით და 12 პრიორიტეტში აღწერილი რეფორმები განახორციელონ. ევროკავშირი კვლავ მზადაა საქართველოს ამ ძალისხმევაში დაეხმაროს.