საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის კომენტარი პრესისთვის ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით

ტექსტი შეიძლება განსხვავდებოდეს გამომსვლელის მიერ წარმოთქმული სიტყვისგან

(ასევე ნახეთ ვიდეო, რომელიც განლაგებულია ტექსტის შემდეგ)

მოგესალმებით.

სანამ გაფართოების ანგარიშზე გადავალ, ნება მიბოძეთ, გულწრფელად მივუსამძიმრ სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით რუსი მესაზღვრეების მიერ ოკლული საქართველოს მოქალაქის ოჯახს და მეგობრებს. ევროკავშირი მტკიცედ გმობს ამ საზარელ მკვლელობას და კიდევ ერთი გატაცებული საქართველოს  მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ, თვითგამოცხადებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში - უკანონოა.

ქალბატონებო და ბატონებო,

ახლა დღევანდელ გადაწყვეტილებაზე გადავიდეთ. გილოცავთ! ევროკომისია რეკომენდაციას უწევს საქართველოს, რომ მან კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

გულითადად ვულოცავ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს. გულითადად ვულოცავ მთავრობას, ოპოზიციას, პარლამენტს, პრეზიდენტს, სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, მაგრამ უპირველეს ყოვლისა - საქართველოს მოსახლეობას - ხალხს, რომელიც ყოველთვის, მტკიცედ და თანმიმდევრულად უჭერდა მხარს საქართველოს ევროპულ გზას.

ეს არის ევროკავშირის მხრიდან ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული წინსვლის დიდი აღიარება. ევროპული მისწრაფებები საქართველოს ყველა მოქალაქეს აერთიანებს. მე არ შემხვედრია არც ერთი საქართველოს მოქალაქე ვისი სურვილიც არ იქნებოდა ისი ქვეყნთვის კანდიდატის სტატუსიმინიჭება.

ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესრულებას უკავშირდება. ამ ნაბიჯების განხორციელება შემდეგ ეტაპზე გადასვლისთვის გადამწყვეტი იქნება. ეს გაფართოების პროცესის ბუნებაა: მუდმივი რეფორმები, რათა ქვეყანა მზად იყოს თავისი ადგილის დასაკავებლად ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრის სტატუსით.

ანგარიში საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლას აღიარებს, თუმცა მასში ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ჯერ კიდევ ჩასატარებელია მნიშვნელოვანი სამუშაო ისეთი არსებითი რეფორმების სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ, განსაკუთრებით ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის.

ამისათვის, საქართველო პოლიტიკური პოლარიზაცია უნდა შემციროს. ერთად ბევრი დიდი საქმის გაკეთებაა  შესაძლებელი.

ახლა საქართველოს ლიდერებმა, მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ, ერთად და კონსტრუქციულად უნდა იმუშაონ ხალხის მისწრაფებების განსახორციელებლად და ევროკავშირის მიერ დასახული ახალი ნაბიჯების გადასადგმელად. ბოლო წლების განმავლობაში, ევროკავშირის გაფართოებამ აჩვენა: როგორც კი შედგება ფართო პოლიტიკური კონსენსუსი, რომლ შედეგად რეფორმების განხორციელება გახდება შესაძლებელი, პროცესი შეიძლება ძალიან სწრაფად წარიმართოს. ამ ნაბიჯები მიზარ ბრიუსელისთვის თავის მოწონება, არამედ საქართველოს მოსახლეობის, ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგა. მზად ვართ ამ გზის ყოველ ნაბიჯზე თქვენი მხარდაჭერა გავაგრძელოთ.

დღეს ევროკომისიამ ასევე გამოაქვეყნა ყოვლისმომცველი დოკუმენტი (ინგლისურად) საქართველოს წინსვლის შესახებ. ეს 136 გვერდიანი ანგარიში ასახავს საქართველოს მზაობას ყველა სფეროში. მისი თითოეული თავი ასევე შეიცავს რეკომენდაციებსა და მითითებებს იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ ევროპულ გზაზე წინსვლისთვის. ვიმუშავებთ საქართველოს ადმინისტრაციასთან ერთად, რომ რაც შეიძლება წინ წავიწიოთ.

დღეს კარგი მიზეზი გვაქვს ზეიმისთვის, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ  საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებმა, ერთხმად, ამ წლის დეკემბერში უნდა მიიღონ. ამ გადაწყვეტილებამდე დარჩენილია დაახლოებით 5 კვირა და ყოველი დღე მნიშვნელოვანია. მჯერა, რომ ყოველი დღე გამოყენებული იქნება საქართველოს წინსვლისთვის ამ გზაზე .

საქართველოს მთელ მოსახლეობას, ხალხს, კიდევ ერთხელ ვულოცავ და მადლობას ვუხდი ძლიერი ევროპული მისწრაფებისა და ევროკავშირში გაწევრიანების ურყევი მხარდაჭერისთვის!

ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. სრულად მზად ვართ, დაგეხმაროთ საქართველოსთვის უკეთესი მომავლის აშენებაში, რომ თქვენ და მომავალ თაობებს უფრო უსაფრთხო და კეთილდღეობით აღსავსე ცხოვრება ჰქონდეს. საქართველოს მომავალი ევროკავშირა.

გილოცავ, საქართველო!

Remote video URL