სამედიცინო ინვენტარის ქართულ საწარმოს ევროკავშირის მხარდაჭერით საკუთარი წვლილი შეაქვს ეპიდემიასთან ბრძოლაში

პანდემიის პერიოდში მოთხოვნა სამედიცინო ტექსტილის მწარმოებელი კომპანიის „დოქტორ გუდსის“ ნაწარმზე სწრაფად გაიზარდა. ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დახმარებით კომპანიამ ახალი ტექნიკის შეძენა და წარმოების მოცულობის გაორმაგება შეძლო. კომპანიამ ასევე 5-ჯერ გაზარდა თანამშრომლების რაოდენობა. მან ძირითადად ის ადამიანები დაასაქმა, რომლებმაც სამსახური პანდემიის გამო დაკარგეს. ნახეთ ვიდეო კომპანიის მიღწევების შესახებ.
„შპს დოქტორ გუდსმა“ დაფინანსება ევროკავშირის პროექტის “კლასტერები განვითარებისთვის - უკეთ განვითარებული ბიზნესი საქართველოში“ ფარგლებში მიიღო, რომელსაც, გერმანიის მთავრობის სახელით, GIZ ახორციელებს. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ინიციატივის EU4Business-ის ფარგლებში და მიზნად ისახავს ბიზნეს კლასტერების ხელშეწყობას და განვითარებას სამ სფეროში: ტანსაცმლის წარმოება, სამშენებლო მასალების წარმოება და ტურიზმი.
დამატებითი ინფორმაცია პროექტის „კლასტერები განვითარებისთვის“ შესახებ იხილეთ ბმულზე:
https://eu4georgia.ge/clusters-4-development-better-business-sophistication-in-georgia/