კოვიდ-19: დეზინფორმაცია კლავს

(რედაქტორის შენიშვნა: ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს სტრატეგიული კომუნიკაციის ოპერატიული სამუშაო ჯგუფი 2015 წლიდან წარმატებით ადევნებს თვალყურს დეზინფორმაციას და ატყობინებს საზოგადოებას მის შესახებ - ჩვენ გადმოვბეჭდეთ სტატია, რომლის წყარო შეგიძლიათ ნახოთ აქ.) ყველა ბმული ინგლისურ ენაზეა. ეს საშიში თამაში უკვე ორი თვეა გრძელდება. პირველი დეზინფორმაცია, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელდა, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული რუსული სპუტნიკის ახალ ამბებში 22 იანვარს გამოჩნდა. თავიდანვე გავრცელდა ამბავი, რომ თითქოს ეს ვირუსი ნატოს მიერ ხელოვნურად შექმნილი იარაღია. კვირის განმავლობაში იმავე ცრუ ამბავს დიდხანს და დაჟინებით იმეორებდნენ: ვირუსი ამერიკამ შექმნა, ეს პენტაგონმა გააკეთა, მმართველმა წრეებმა გაავრცელეს.. ამ სქემის სავარაუდო მიზანი მსოფლიო ტირანიისა და ამერიკული ჰეგემონიის დანერგვაა - ის, ვინც მე-40 პარალელის სამხრეთით ცხოვრობს, ბოროტი დასავლეთის სამიზნეა! უნდობლობის დათესვადეზინფორმაციის პროკრემლისტური წყაროები ერთი მხრივ ირწმუნებიან, რომ პანდემია არის მოტყუების მიზნით გავრცელებული ბოროტი ხუმრობაა, მეორე მხრივ – აპოკალიფსურ სცენარებს ავრცელებენ და აცხადებენ, რომ პანდემიის გამო შენგენის სისტემა დაინგრა, ნატო იშლება, ევროკავშირი პარალიზებულია, ბალტიისპირეთის ქვეყნები განწირულია, ლიეტუვაში ექიმები არ არიან, უკრაინა კი თავისუფალ ვარდნას განიცდის. “გლობალიზაციის პროექტი “ დასრულებულია! კორონავირუსი ევროკავშირის ჩერნობილია... ამის შემდეგ კვლავ გამაოგნებელ თეორიაზე გადადიან: ვირუსი საერთოდ არ არის საშიში, მისი განკურნება ფიზიოლოგიური ხსნარით ოთხ დღეში შეიძლება, რა პრობლემაა? პრობლემა ის არის, რომ ვირუსი „ფიზიოლოგიური ხსნარით“ არ იკურნება. ვინც ამ რჩევას არ ითვალისწინებს, ის რისკის ქვეშ აყენებს არა მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და, რაც უფრო უარესია, სიცოცხლესაც. ამ კვირაში გავრცელებული დეზინფორმაციის თითქმის ნახევარი, პირდაპირ თუ ირიბად, COVID-19-ის პანდემიის გავრცელებას ეძღვნება. ამ კამპანიის მთავარი მიზანი უნდობლობის დათესვაა ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია: ჯანდაცვის სისტემაში (აკონტროლებენ მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების მიზნით!), სახელმწიფო დაწესებულებებში (მაგ., შვედეთი, სადაც ოლიგარქები აკონტროლებენ სახელმწიფო უწყებებს), ევროკავშირში (რომელიც რეალურად ყველაფერში მარცხს განიცდის) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (ეს მთავრობის ინსტრუმენტია - ალბათ იკითხავთ – რომელი მთავრობის? ,,ჩრდილოვანი ” მთავრობის!). ამასთანავე, პროკრემლისტური დეზინფორმაციის ეკოსისტემა ბრმად იმეორებს ოფიციალურ პოზიციას, რომ ვითარება რუსეთში „კონტროლს ექვემდებარება,“ ამ ,,მიღწევის” დეტალებში ჩაღრმავების გარეშე. ის თვლის, რომ რუსეთი არ გახდა მსხვერპლი შეცდომისა, რომელსაც ”დემოკრატია” ჰქვია.

ჩვენ ერთად ვდგავართCOVID-19-ის პანდემიის გავრცელება გლობალური გამოწვევაა, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების დონეზე ითხოვს ყურადღებას: თითოეულ ჩვენთაგანს გვაკისრია პასუხისმგებლობა, რომ არ გავრცელოთ ვირუსი და ვიზრუნოთ ერთმანეთზე. მუნიციპალიტეტები, რეგიონები თუ სახელმწიფოები – ყველა ვალდებულია, უზრუნველყოს სამედიცინო მომსახურება, იზრუნოს მათზე, ვინც ყველაზე სუსტი და დაუცველია და დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი. სამეცნიერო წრეებს და მკვლევართა ფართო საზოგადოებას, კერძო სექტორს, ევროკავშირს, გაეროს და სხვა რეგიონულ თუ საერთაშორისო სტრუქტურას თავისი პასუხისმგებლობა და ფუნქციები აქვს. დაბოლოს, გლობალური რეაგირების ეფექტურობა ნდობასა და თანამშრომლობაზეა დამოკიდებული. კრემლის დეზინფორმაციის გამავრცელებელი მანქანა ცდილობს ძირი გამოუთხაროს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სოლიდარობას სწორედ მაშინ, როდესაც დეზინფორმაციას რეალურად შეუძლია მომაკვდინებელი როლი შეასრულოს. მითითებულ ბმულზე იხილეთ უახლესი ინფორმაცია ევროკავშირის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ COVID-19–ის პანდემიის გავრცელების საპასუხოდ: https://eeas.europa.eu/headquarters/headquarters-homepage/76341/coronavirus-latest-updates-eeas_en. ჩვენ ერთად ვდგავართ!
ჯანმრთელობას გისურვებთ. ნურავის მოატყუებინებთ თავს!
