"თქვენ პატარა ქვეყანა, მაგრამ დიდებული ერი ხართ": ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოს ესტუმრა

11.07.2019

ვიზიტის ფარგლებში ხაზი გაესვა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ძლიერ მხარდაჭერას: "შეუძლებელ რამეს მიაღწიეთ, იმიტომ, რომ ყველა განსხვავების მიუხედავად, საერთო მიზნის გარშემო გაერთიანდით და ეს არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და თანამედროვე სახელმწიფო."

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოს ეწვია ბათუმის XVI საერთაშორისო კონფერენციაში  "საქართველოს ევროპული გზა" მონაწილეობის მისაღებად და ასევე საქართველოს მთავრობასთან, პოლიტიკურ პარტიებსა და ახალგაზრდებთან შესახვედრად.

კონფერენციის გახსნისას პრეზიდენტი ტუსკი აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავის აღმნიშვნელ ბათუმის XVI საერთაშორისო კონფერენციაზე  "საქართველოს ევროპული გზა" მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა, რაც მისი ვიზიტის მთავარ ასპექტს წარმოადგენდა. მან ყურადღება ამ პერიოდის  მიღწევებზე გაამახვილა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ შემდგომი პროგრესი ერთიანობასა და თანამშრომლობას უნდა ემყარებოდეს. სიტყვის სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილსა და პრემიერ მინისტრ ბახტაძესთან განხილვებით გაგრძელდა. პრეზიდენტ ტუსკის სრული განცხადება პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთად პრესის წარმომადგენლებთან გამართული  შეხვედრიდან შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრები საქართველოს პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან და ასევე ევროკავშირის ახალგაზრდა ელჩების პროგრამის მონაწილე 13 ახალგაზრდასთან.

პრეზიდენტ ტუსკის ვიზიტის პარალელურად, XVI ბათუმის კონფერენციის ფარგლებში მრავალი სხვა ღონისძიება გაიმართა, მათ შორის უსაფრთხოების სექტორისთვის ევროკავშირის მხარდაჭერის ახალი პროგრამის (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ) და ასევე ევროკავშირის ბანკის EIB მიერ, საქართველოში სამომავლო ინვესტიციებთან დაკავშირებით ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: )

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: თამრიკო მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის ოფიცერი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu