დაფიქრდი, სანამ გააზიარებ

05.05.2020

(რედაქტორის შენიშვნა: ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს სტრატეგიული კომუნიკაციის ოპერატიული სამუშაო ჯგუფი 2015 წლიდან წარმატებით ადევნებს თვალყურს დეზინფორმაცი და ატყობინებს საზოგადოებას მის შესახებ - ჩვენ გადმოვბეჭდეთ სტატია, რომლის წყარო შეგიძლიათ ნახოთ აქ .) ყველა ბმული ინგლისურ ენაზეა.

 

გადაამოწმე მისამართი

  • ადამიანები ხშირად  უშვებენ შეცდომას ვებგვერდების მისამართებს წერისას, რასაც კარგად იყენებენ თაღლითები და ქმნიან ყალბ ვებგვერდებს, რომლებიც ძალიან ჰგვანან ნადვილ, კარგად ცნობილ გვერდებს.
  • ვებმისამართი: bbcnews1.com ნამდვილისგან -  bbc.com/news  - განსხვავებულად გამოიყურება, თუმცა ადამიანები ადვილად იმახსოვრებენ ისეთ მისამართებს, რომელთა სახელწოდებაში .info ან .com შედის. ასეთი შეცდომების თავიდან ასაცილებლად  ჩაინიშნეთ თქვენი საყვარელი წყარო ან ვებგვერდის მისამართი და საძიებო სისტემაში გადაამოწმეთ.
  • თუ ელექტრონულ ფოსტაში ან სოციალურ მედიაში შეგხვდებათ ჰიპერბმული, გახსნამდე მასზე კურსორი გადაატარეთ, რომ დაინახოთ მთლიანი მისამართი და შეამოწმოთ, ნაცნობია თუ არა თქვენთვის ბმული. ამ გზით თქვენს მოწყობილობებს ვირუსული პროგრამებისგანაც დაიცავთ.

 

გადაამოწმეთ შინაარსი

  • ხშირად ახალი ამბები საკმაოდ მოსაწყენია, გარდა იშვიათი შემთხვევებისა, როგორიცაა, მაგალითად, ამბავი ორ ადამიანზე, რომლებმაც ყინულიანი წყლიდან ძაღლი ამოიყვანეს და გადაარჩინეს, თუმცა ის მგელი აღმოჩნდა. ეკლესიის მსახური ბიჭების ისტორია, რომლებმაც საკმევლის საცეცხლურში მარიხუანა მოათავსეს, საკმაოდ საინტერესოა, თუმცა, რეალობას არ შეესაბამება. პირველი განცდა იმასთან დაკავშირებით, რომ ამბავი ნამდვილია, ყოველთვის არ ამართლებს, ამიტომ ინფორმაცია სხვა გზებითაც გადაამოწმეთ.
  • თუ თქვენ კითხულობთ სტატიას უცნობი წყაროდან, გადაამოწმეთ მისი შინაარსი ისეთ მაღალხარისხიან პროფესიულ მედიაში, როგორიცაა  BBC, Deutsche Welle ან the New York Times. ამისათვის ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სამინისტროების ან სხვა სახელმწიფო უწყებების ვებგვერდები.
  • გახსოვდეთ, რომ მიმდევრების დიდი რაოდენობა არ ნიშნავს იმას, რომ სოციალური მედიის ეს გვერდი სანდო წყაროა.

 

ხანდახან ძველი სტატიები იმავე შინაარსით ან გარკვეული ცვლილებებით თავიდან ჩნდება. ყოველთვის შეამოწმეთ გამოქვეყნების თარიღი და არ წაიკითხოთ მოძველებული ინფორმაცია ან სტატისტიკა.

 

არ მოტყუვდეთ

  • ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ნებისმიერ საკითხზე შეიძლება არსებობდეს. კორონავირუსთან დაკავშირებით ვრცელდება ძალიან ბევრი ყალბი ინფორმაცია, რომლის თანახმად, COVID-19  არის აშშ-ს, ჩრდილოვანი მმართველების ან ჯორჯ სოროსის იერ ლაბორატორიაში შექმნილი ბიოლოგიური იარაღი ან ვირუსის გავრცელების მიზანია ადამიანების თავებში მიკროჩიპების ჩადგმა და მსოფლიოს მოსახლეობის კონტროლი.
  • განსაკუთრებით საეჭვოა ისეთი ტექსტები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ესა თუ ის მოვლენა ბოროტი განზრახვის მქონე საიდუმლო ჯგუფების გამო ხდება. სახიფათოა ისეთი სტატიები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ
    • შემთხვევით არაფერი ხდება
    • ის არ არის, რაც ჩანს
    • ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია
  • გახსოვდეთ, რომ ისეთი სტატიების გაზიარებამ, რომლებიც ამტკიცებენ რომ კორონავირუსისგან განკურნება შესაძლებელია მარილწყლით ან ჯანჯაფილით, შესაძლოა ადამიანებს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეუქმნას. ამ სახის ინფორმაციაზე დაყრდნობით ადამიანები შეიძლება  სამედიცინო რჩევებს აღარ დაემორჩილონ.

 

The Mona Lisa painting modified with a cat's face

 

გადაამოწმეთ მედიასაშუალება

  • სანდო და პროფესიული მედია კონსპირაციული თეორიებით არ ერთობა და ცალმხრივ მოსაზრებებს ტექსტს კომენტარების სახით ურთავს.
  • ავტორიტეტული მედია დადგენილ სტანდარტებს იცავს: სტატიას ერთზე მეტი წყარო უნდა ჰქონდეს და ასახავდეს სხვადასხვა შეხედულებებს მოცემულ საკითხზე დაბალანსებული ინფორმაციის მოსაწოდებლად.
  • თუ რამეში ეჭვი შეგეპარათ, გაეცანით მედიასაშუალების შესახებ ინფორმაციას და მის კონტაქტებს. თუ აღნიშნული მედიასაშუალება ნამდვილად სანდო წყაროა, თქვენ ვებგვერდზე იპოვით იმ ჟურნალისტთა  ჩამონათვალს, რომლებიც მათთან მუშაობენ;  იქვე ნახავთ ინფორმაციას ორგანიზაციისა და მისი დაფინანსების წყაროების შესახებ.
  • დეზინფორმატორი მედიასაშუალებები, მათთან კამათის დროს, შებრუნებულ ლოგიკას იყენებენ და ამტკიცებენ, რომ სწორედ თქვენ ხართ ის, ვისაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.  Darth Putin - ის ტვიტში ეს გადასარევად არის აღწერილი: „თუ ის ჰგავს იხვს, იხვივით ყიყინებს, უარყოფს, რომ იხვია, თქვენგან ითხოვს იმის დამტკიცებას, რომ იხვია, გაბრალებთ, რომ თქვენ იხვი ხართ, ამბობს, რომ თქვენი ძაღლი იხვია, რომ თქვენი მეგობრის კატა იხვია, ეს სამივე რუსოფობი იხვია ან ის კრემლის იხვია“.

 

გადაამოწმეთ ავტორი

  • იცით, ვინ არის სტატიის ავტორი? შეგიძლიათ მისი ძველი სტატიები მოიძიოთ? ნამდვილ ჟურნალისტს ყოველთვის აქვს სამსახურებრივი ისტორია.
  • თუ რამეში ეჭვი გეპარებათ, შეამოწმეთ, არის თუ არა ავტორი (ტექსტის საკვანძო სიტყვები ან თავები) ნახსენები ფაქტების გადამოწმების ვებგვერდზე. დეზინფორმაციაც ტოვებს საკუთარ კვალს.
  • რეალურად არსებობს თუ არა ჟურნალისტი, რადგან ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი ავტორი საკუთარ მასალას გამოგონილი სახელით აქვეყნებს.

 

გადაამოწმე წყარო

  • ხანდახან ექსპერტი ნამდვილი ექსპერტი არ არის. მაგალითად, ის უფრო ჩრდილოვანი მმართველობისა და უცხოპლანეტელების საკითხებში და, ამავე დროს, საგარეო პოლიტიკაში დახელოვნებული „ექსპერტია“.
  • ხშირ შემთხვევაში, ექსპერტთა ჯგუფები, რომლებიც წესით პროგრესულ იდეებსა და კრიტიკულ აზრს უნდა ავრცელებდნენ, ძველი პროკრემლისტური ჯგუფებია.
  • აუცილებლად უნდა დაეჭვდეთ იმ შემთხვევაში, თუ სტატია მხოლოდ ანონიმურ წყაროებს ეყრდნობა ან წყაროს საერთოდ არ უთითებს.

 

გადაამოწმეთ სურათები

  • თვალით ნანახს ყოველთვის არ უნდა დავუჯეროთ. არის შემთხვევები, როდესაც სხვა ქვეყანაში ან ადრე გადაღებული ფოტოები აბსოლუტურად განსხვავებულ კონტექსტში გამოიყენება, მაგალითად, იმის „დასამტკიცებლად“, რომ იყო საპროტესტო გამოსვლები კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ან NATO-ის წინაამდეგ, თუმცა, ასეთი რამ არ მომხდარა.  
  • შეამოწმეთ, იყო თუ არა კონკრეტული გამოსახულება ადრე გამოყენებული. ამისათვის ის ატვირთეთ Google Reverse Image Search ან TinEye-ზე.
  • ფოტოს კომპოზიციის, კუთხის ან ზომის შეცვლით მასზე გამოსახული ადამიანების რაოდენობა შეიძლება ძალიან ბევრი ან ცოტა მოგვეჩვენოს. ამასათან ერთად, რასაკვირველია, არსებობს ფოტოების რედაქტირების უამრავი კომპიუტერული პროგრამა.
  • იგივე შეიძლება ითქვას ვიდეოებზეც, რადგან სინთეზური ყალბი ვიდეოების დამზადება სულ უფრო ადვილი ხდება. მაგალითები იხ.: The Wall Street Journal და The New York Times.

 

Banner

 

დაფიქრდი, სანამ გააზიარებ

  • სტატიის სათაურის დანიშნულებაა მკითხველმა მასზე დააწკაპუნოს. არ წამოეგოთ ამ სატყუარას. ჯერ სტატია წაიკითხეთ (და მხოლოდ ამის შემდეგ გააზიარეთ)!
  • სოციალურ მედიაში უფრთხილდით ბოტებს! აუცილებლად უნდა დაეჭვდეთ, როდესაც გვერდი ტვირთავს იმაზე ბევრად მეტ ინფორმაციას, ვიდრე ეს  ადამიანს შეუძლია, იყენებს დამახინჯებულ ენას ან სინტაქსს ან ვერ ერთვება საუბარში.
  • ის, რომ ინფორმაცია ფართოდ არის გაზიარებული, არ ნიშნავს იმას, რომ ის სიმართლეს შეესაბამება. არც პოპულარობა არ მიუთითებს სიმართლეზე, რადგან 50,000+ მოწონების, გაზიარების, ნახვის  შეძენა რამდენიმე ასეულ ევროდ არის შესაძლებელი.
  • დეზინფორმაცია სამიზნედ ხშირად ჩვენს ემოციებს ირჩევს და ზემოქმედებს უსამართლობის, შიშის, სასოწარკვეთის, ზიზღის  და სხვა უარყოფით შეგრძნებებზე. ფოტოები, ემოციების გამომსახველი ფიგურები და მყვირალა სათაურები სტატიისა თუ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული მასალის ემოციურ მუხტს აძლიერებს. ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ როგორ არის გამოყენებული ეს ტაქტიკა კონკრეტული გზავნილის გადმოსაცემად.
  • ხუმრობასა და სატირას ამბის გადმოცემის საკუთარი ფორმები აქვს და სიზუსტე არ მოეთხოვება, სწორედ ამიტომაც არის ის ხუმრობა ან სატირა. გაიცინეთ, მაგრამ ის სიმართლე არ გეგონოთ.
  • EUvsDisinfo quiz-ის საშუალებით შეგიძლიათ შეამოწმოთ, ასხვავებთ თუ არა ერთმანეთისგან რეალურ ამბებს, სატირასა და დეზინფორმაციას.

 

რას აკეთებენ ფაქტების გადამმოწმებლები

მონაცემთა ბაზა კორონავირუსის შესახებ – FIRSTDRAFT

ფაქტების გადამმოწმებლები: PolygraphStopFake, Snopes, და Politifact

იპოვეთ ფაქტების გადამმოწმებლები ამ სიაში ან მოძებნეთ ორგანიზაციები , რომლებიც Facebook-თან თანამშრომლობენ

 

ინტერნეტგამოძიება – Bellingcat

დეზინფორმაციის გამოვლენა და განმარტება – Digital Forensics Lab

 

ევროპული ინიციატივები:

EUvsDisinfo database

European Commission: Euromyths

European Parliament Think Tank: Disinformation

European Elections 2019

 

დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ ვებ გვერდსთუ თქვენ თვლით, რომ ისედაც იცით ყველაფერი, რაც ჩვენ აქ დავწერეთ და კიდევ უფრო მეტი, საკუთრი ცოდნა სხვებსაც გაუზიარეთ!