The European Union Delegation to Egypt

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით

ბრიუსელი, 29/07/2021 - 13:14, UNIQUE ID: 210729_4
Remarks

მხედველობაში მივიღე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით. ეს შეთანხმება განაგრძობს ევროპული გზის შეთავაზებას საქართველოში უფრო ძლიერი დემოკრატიის მშენებლობისა და კანონის უზენაესობის გასამყარებლად, ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად. მხედველობაში მივიღე ასევე ის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებაზე ხელს არ აწერს.

კვლავ დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება არის საუკეთესო გზა რეფორმის დღის წესრიგის განხორციელებისთვის, რომელიც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ხელს შეუწყობს კეთილდღეობას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკური ზრდის მიღწევას - ყველაფერს, რაც ძალიან საჭიროა საქართველოს ხალხის საკეთილდღეოდ.

ვერ ვხედავ სიღრმისეული საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გასაგრძელებისა და თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნების ჩატარების ალტერნატივას.

მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ ადგილზე მოქალაქეების ინტერესები დააყენოს და აიღოს ვალდებულება საქართველოში პოლიტიკური დისკურსის განვითარებისა ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ფარგლებში. საქართველოში რიგ პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციები იწყება. არსებული სიტუაციისა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების განსახილველად გუშინ პრეზიდენტ ზურაბიშვილს შევხვდი.

Languages:
რედაქტორის ნაწილი: