Delegation of the European Union to China

ევროკავშირის დაფინანსებით მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის მიერ განხორციელებული კვლევის თანახმად საქართველოში არასაკმარისი გათბობა მთლიან შიდა პროდუქტს 3.5% -ით ამცირებს

თბილისი, 27/06/2019 - 02:00, UNIQUE ID: 190708_6
Press releases

მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების და განვითარების მიმართულებით მომუშავე პარტნიორების წარმომადგენლებთან გამართულ ერთობლივ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც  არასაკმარისი გათბობის სოციალური და ეკონომიკური ხარჯების შეფასებას მიეძღვნა, მსოფლიო ბანკმა და ევროკავშირმა ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგები წარადგინეს.

აღნიშნული შედეგები მიუთითებს, რომ ადგილი აქვს კერძო სახლების და სახელმწიფო შენობების არასაკმარის გათბობას. არაეფექტიანი მშენებლობის,  გათბობის მოძველებული სისტემების და დაბალი შემოსავლის ერთობლიობა  სოციალურ, ჯანდაცვის და ეკონომიკურ ხარჯებს განაპირობებს.

კვლევის წინასწარი შედეგების თანახმად: 

  • გამოკვლეული შენობების 85 %-ს არ ჰქონდა სახურავი და კედლების იზოლაცია;
  • 200 შესწავლილ სკოლაში ზამთრის თვეების განმავლობაში მოსწავლეების 25 %-ს საკლასო ოთახში  პალტო ეცვა;
  • კვლევაში მონაწილე 482 ოჯახიდან  დაახლოებით მესამედმა (28 %) აღნიშნა, რომ სახლი შიგნიდან ცივი და ნესტიანი იყო გასული ზამთრის განმავლობაში;
  • ზოგადად, წინა წლებთან შედარებით შემცირების მიუხედავად, 2018 წელს სიკვდილიანობის მაჩვენებლის 4% შეიძლება კვლავ არასაკმარის გათბობას მიეწეროს.

არასაკმარისი გათბობით გამოწვეული ხარჯები შეიძლება შეფასდეს  როგორც საქართველოს მშპ -ის 3.5%. სიკვდილის გარდა, არასაკმარისი გათბობა სხვადასხვა არაპირდაპირ გავლენას ახდენს, მათ შორისაა, მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, პროდუქტულობის შემცირება  და განათლების სისტემის ზემოქმედების შესუსტება.

ჩამოთვლილი მხოლოდ წინასწარი შედეგებია, მაგრამ ტენდენცია ნათელია: შენობების არასაკმარისი გათბობა საქართველოში სერიოზულ უარყოფით შედეგებს იწვევს, განსაკუთრებით კი მოწყვლადი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის თვალსაზრისით. ევროკავშირი საქართველოს მთავრობასთან ერთად აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს, ჩვენი დახმარების იმგვარი ფოკუსირებით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს  ფართომასშტაბიანი ენერგოეფექტიანი ინვესტიციების განხორციელება სახელმწიფო შენობებში. ეს დახმარება შედეგად მოიტანს მოქალაქეებისთვის გაცილებით ჯანსაღი პირობების უზრუნველყოფას, ახალი შესაძლებლობების შექმნას კომპანიებისთვის და აამაღლებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების დონეს“ - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების ხელმძღვანელმა ვინსენტ რეიმ.

სამუშაო შეხვედრის დამსწრე დაინტერესებულ მხარეებს - მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, განვითარების მიმართულებით მომუშავე პარტნიორების წარმომადგენლებს, და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს  შეფასების წინასწარი შედეგები  წარუდგინეს.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირებს:

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში:

თამრიკო მიქაძე, (+995 32) 294 37,  Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu

მსოფლიო ბანკი:

ინგა პაიჭაძე, (+ 995 32) 913 096, (+995 77) 77 00 72,   ipaichadze@worldbank.org

Languages:
რედაქტორის ნაწილი: