Delegation of the European Union to Algeria

ევროკავშირის მხარდაჭერით, მესტიის განვითარების ჯგუფს, მესტიის მუნიციპალიტეტსა და ორგანიზაცია ქეას შორის სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

16/07/2020 - 10:56
News stories

2020 წლის 10 ივლისს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD პროექტის ფარგლებში, ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს (LAG), მესტიის მუნიციპალიტეტის მერიასა და ორგანიზაცია ქეა ავსტრიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  მემორანდუმი ხელს შეუწყობს სახელმწიფო და სამოქალაქო კოორდინაციის და თანამშრომლობის მდგრადი მექანიზმების შექმნას. კერძოდ, იგი მხარს დაუჭერს ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საგრანტო კონკურსის შედეგად და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თანადასაფინანსებლად შერჩეული სათემო ინფრასტრუქტურული პროექტების ერთობლივ, დროულ, ეფექტიან და გამჭვირვალე განხორციელებას.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს გიორგი ღლონტმა-ქეას მისიის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, კაპიტონ ჟორჟოლიანმა-მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა და სვანეთის განვითარების ჯგუფის მმართველი საბჭოს წევრმა, ირმა ჯაფარიძემ.

მემორანდუმის გაფორმებას დაესწრო მისი უმაღლესობა ავსტრიის ელჩი საქართველოში,  ბატონი არად ბენკო, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ევროკავშირის, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული GRETA პროექტის ფარგლებში. ავსტრიის ელჩმა ასევე მიიღო ინფორმაცია ევროკავშირის ENPARD პროექტის ფარგლებში საგრანტო კონკურსის მიმდინარეობისა და სათემო ინიციატივების მხარდაჭერის სქემის შესახებ.

ღონისძიება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ზემო სვანეთის LAG-ის  სამოქალაქო-საჯარო და სხვა სექტორებს შორის  თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით, რაც ევროპული „LEADER“ მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილია. „ევროპელი ხალხის დახმარებით,  ზემო სვანეთში ჩვენს მიერ მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომლის მიზანია მესტიის მდგრადი განვითარების მხარდაჭერა. აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს მჭიდრო თანამშრომლობით გრძელვადიანი მდგრადი განვითარების პირობების ჩამოყალიბებას. მოხარულები ვართ რომ ქეა, რომელიც ერთ-ერთი პირველი მუშაობდა სვანეთში, დღესაც აგრძელებს სვანეთის მხარდაჭერას, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის პროექტების მხარდაჭერით“.-განაცხადა ქეას მისიის დირექტორმა, გიორგი ღლონტმა.

ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტისა და მმართველი საბჭოს წევრის, ირმა ჯაფარიძის აზრით,  მემორანდუმი მეტად თვალსაჩინო მტკიცებულებაა იმისა, რომ ადგილობრივი განვითარების ჯგუფი წარმოადგენს ხელისუფლებასა და სასოფლო თემებს შორის კონკრეტული სოფლისა თუ ტერიტორიული ერთეულის საჭირბოროტო სოციალური, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემების ეფექტიანი გადაწყვეტის გამჭვირვალე და მონაწილეობრივი მექანიზმს: „მინდა ლაგის სახელით ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ჯანსაღი პროცესების მონაწილე ვართ ვართ, რომელსაც სვანეთის კუთხის განვითარება ჰქვია. ძალიან მოხარული ვარ, რომ პატივი მაქვს ამ პროცესში მივიღო მონაწილეობა.-განაცხადა ირმა ჯაფარიძემ.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა განაცხადა: „დღეს სამოქალაქო საზოაგდოება, სახელმწიფოს წარმოამდგენლები და უცხოელი დოორები შევხვდით ერთმანეთს და ჩვენი კუთხის გასავითარებლად ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ვაწერთ ხელს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ საქმეში: ევროკავშირს, ავსტრიის საელჩოს, ქეა ავსტრიას. იმედი მაქვს, რომ მომავალ წლამდე ჩვენ უკვე წარმატებული პროექტები გვექნება.

პროექტი „საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა“ ევროკავშირის ENPARD პროგრამისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით, ხორციელდება ქეა ავსტრიისა და PMC კვლევითი ცენტრის მიერ მესტიის მუნიციპალიტეტში. ევროპულ მიდგომაზე დაყრდნობით, პროექტი ემსახურება სოფლად ეკონომიკის განვითარებას და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, უზრუნველყოფს დაუცველი ჯგუფების, განსაკუთრებით ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობას, და ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას.

ევროკავშირი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას საქართველოში მხარს უჭერს ENPARD პროგრამის საშუალებით, რომელიც 2013 წლიდან ხორციელდება. პროგრამის საერთო ბიუჯეტია 179.5 მილიონი ევრო და მისი მთავარი მიზანია სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდა და საქართველოში სიღარიბის შემცირება. ENPARD პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: enpard.ge

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • თამარ ხუნწარია, ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის საინფორმაციო ხელმძღვანელი 595 989916, tamar@commwithus.eu
  • ლევან დადიანი, პროექტის მენეჯერი, ქეა, Levan.Dadiani@care.org
  • ქეთი ქართველიშვილი, კომუნიკაციის კოორდინატორი, ქეა, Katie.Kartvelishvili@care.org
Languages:
რედაქტორი: