Delegation of the European Union to Algeria

ავსტრიის, ლიტვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჟოზეპ ბორელის მიერ მინიჭებული მანდატის შესაბამისად

ბრიუსელი, 23/06/2021 - 12:05, UNIQUE ID: 210623_13
Press releases

25-26 ივნისს ავსტრიის ევროპული და საერთაშორისოსაქმეთა მინისტრი ალექსანდრე შალენბერგი, ლიტვისსაგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუსლანდსბერგისი და რუმინეთის საგარეო საქმეთამინისტრი ბოგდან აურესკუ  სომხეთს, ევროკავშირისსაგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესიწარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჟოზეპ ბორელის მიერ მინიჭებული მანდატის ფარგლებში აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთსეწვევიან.

უმაღლესი წარმომადგენლის სახელითგანხორციელებული ვიზიტი წარმოაჩენს, მნიშვნელობას, რომელსაც ევროკავშირი ანიჭებსსამხრეთ კავკასის ქვეყნებთან ორმხრივურთიერთობებს, თვით სამხრეთ კავკასიის რეგიონსდა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობისჩარჩოს. ვიზიტი ადასტურებს ევროკავშირისმზადყოფნას, მხარი დაუჭიროს როგორც სამხრეთკავკასიის სამივე ქვეყანასთან, ისე მათ შორის უფრო ფართო თანამშრომლობას, აღმოსავლეთპარტნიორობის ფარგლებში არსებულიშესაძლებლობების საშუალებით. ევროკავშირისსაგარეო საქმეთა მინისტრებს შორის აღმოსავლეთსამეზობლოში არსებულ კონფლიქტებზე საგარეოსაქმეთა არაფორმალური საბჭოს (Gymnich/გიმნიში)ფარგლებში სულ ახლახანს გამართული დისკუსიებისშემდეგ, ვიზიტი ხაზს გაუსვამს ევროკავშირისგადაწყვეტილებას, ხელი შეუწყოს და აქტიeრად დაუჭიროს მხარი კონფლიქტის მოგვარების მდგრადდა ყოვლისმომცველ ძალისხმევას.

ბაქოში მინისტრები  შეხვდებიან აზერბაიჯანისპრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, ერევანში ისინი შეხვდებიან სომხეთის პრეზიდენტს, არმენსარქისიანს და პრემიერ მინისტრის მოვალეობისშემსრულებელს, ნიკოლ პაშინიანს  ხოლო თბილისში – საქართველოს პრემიერ მინისტრს, ირაკლიღარიბაშვილს. ვიზიტი, ასევე, გამოხატავსევროკავშირის მხარდაჭერას სამი ქვეყნისთვის, 2021 წლის დეკემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთპარტნიორობის სამიტისთვის მზადების კონტექსტში.

ვიზიტის ბოლოს, 26 ივნისს, შაბათს, თბილისში, თბილისის დროით დაახლოებით 15:00 საათზე,მინისტრები პრესკონფერენციას გამართავენევროკავშირის წარმომადგენლობაში.

მინისტრების დელეგაციას თან ახლავს ევროკავშირისსპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაშიდა საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივოკლაარი. ვიზიტის შედეგებს მინისტრებიევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებსმოახსენებენ, ივლისში დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე. 

ვიზიტის აუდიოვიზუალური გაშუქებას უზრუნველყოფენ ევროკავშირის წარმომადგენლობებისომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში.

 

 

 

ავტორი