ვიზები

საქართველოს   მოქალაქეებისთვის   ევროკავშირის   ვიზების   მიღება   გამარტივდა 

 

2011 წლის 1 მარტს ძალაში შევიდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი შეთანხმება ევროკავშირის ვიზების გამარტივებული წესით მიღების თაობაზე . შეთანხმების საფუძველზე გამარტივდება ევროკავსირის ქვეყნებში გამგზავრება და ადამიანებს შორის უშუალო კონტაქტების დამყარება .

საქართველოს და ევროკავშირს შორის 2010 წლის 17 ივნისს ხელმოწერილი შეთანხმების  საფუძველზე, 1 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ევროკავშირში გამგზავრებისთვის საჭირო მოკლევადიანი ვიზების გამარტივებული წესით მიღებას. შეთანხმების მიზანია მოკლევადიანი ვიზების მიღების წესის გამარტივება საქართველოს მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით მათთვის ვინც ხშირად მგზავრობს ევროკავშირში*.

შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სავიზო მოსაკრებელი 60 ევროდან 35 ევრომდე მცირდება, ხოლო მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიებისთვის (მაგ. 12 წლამდე ასაკის ბავშვები, პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სტუდენტები, ევროკავშირის მოქალაქის ახლო ნათესავები და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები) სავიზო მოსაკრებელი უქმდება.

სავიზო განაცხადთან ერთად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა, რომლითაც დასტურდება ევროკავშირში გამგზავრების მიზანი, გამარტივდება შემდეგი კატეგორიის მოქალაქეებისთვის:

ა) ახლო ნათესავები - მეუღლე, შვილი (მათ შორის შვილობილი), მშობლები (მათ შორის მეურვეები), ბებია-ბაბუები და შვილიშვილები, რომლებიც შენგენის ხელშეკრულების წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს სტუმრობენ.

ბ) ოფიციალური დელეგაციების წევრები, რომლებიც საქართველოში გამოგზავნილი ოფიციალური მოწვევის საფუძველზე მონაწილეობას მიიღებენ შეხვედრებში, კონსულტაციებში, მოლაპარაკებებში, გაცვლით პროგრამებში, ასევე შენგენის ხელშეკრულების წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მთავრობათაშორისი ორგანიზაციების მიერ გამართულ ღონისძიებებში.

გ) მოსწავლეები, სტუდენტები, ასპირანტები და თანმხლები მასწავლებლები, რომლებიც მიემგზავრებიან სწავლის ან სასწავლო ტრეინინგში, მათ შორის გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, ასევე სხვა სასწავლო  ან სასკოლო საქმიანობაში მონაწილების მიზნით.

დ) პირები, რომლებიც მიემგზავრებიან მკურნალობის მიზნით და ის პირები, რომელთა თანხლებაც აუცილებელია.

ე) ჟურნალისტები და სამსახურეობრივი სტატუსით მათი თანმხლები აკრედიტებული პირები.

ვ) საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილე პირები და სამსახურეობრივი სტატუსით მათი თანმხლები პირები.

ზ) მეწარმეები და კომერციული ორგანიზაციების  წარმომადგენლები:

თ) შესაბამისი პროფესიით დაკავებული პირები, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ საერთაშორისო გამოფენებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებში, სემინარებში და სხვა მსგავს ღონისძიებებში, რომლებიც იმართება შენგენის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე.

ი) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც მიემგზავრებიან წევრ სახელმწიფოებში სასწავლო ტრეინინგებში, სემინარებში, კონფერენციებში, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად.

კ) პირები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ სამეცნიერო, კულტურულ და შემოქმედებით საქმიანობაში, მათ შორის საუნივერსიტეტო და სხვა გაცვლითი პროგრამების ფარგლებში.

ლ)მძღოლები, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების მომსახურებას წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საქართველოში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებით.

მ) დაძმობილებული ქალაქებისა და მუნიციპალური ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ოფიციალური გაცვლითი პროგრამების მონაწილები.

ნ) სამხედრო და სამოქალაქო საფლავების/სასაფლაოების მოსანახულებლად მიმავალი პირები.

ის, ვისაც ხშირად უწევს მგზავრობა ევროკავშირში მიიღებს მრავალჯერად ვიზას უფრო გრძელი ვადით. Dდიპლომატიური პასპორტების მფლობელები თავისუფლდებიან ვიზის მოთხოვნისგან. შეთანხების შესაბამისად საკონსულოები ვალდებულნი არიან 10 დღის განმავლობაში მიიღონ გადაწყვეტილება ვიზის გაცემის თაობაზე.

* შეთანხმება არ შეეხება დიდ ბრიტანეთს და ირლანდიას (რომლებიც არ არიან შენგენის ხელსეკრულების ხელმომწერნი) და დანიას. შეთანხმება ევროკავშირის ყველა დანარჩენ ქვეყანაზე ვრცელდება. Dდანიამ, ნორვეგიამ, ისლანდიამ და შვეიცარიამ, რომლებიც შედიან შენგენის შეთანხმების გავრცელების არეალში, გამარტივებული წესის შესახებ ასეთივე შეთანხმებები უნდა დადონ საქართველოსთან.

საკითხის   წინაისტორია 

2008 წლის სექტემბერში ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომაზე გაკეთდა განაცხადი სავიზო რეჟიმის გამარტივების მიზნით ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით.  2009 წლის ნოემბერში ჩატარდა მოლაპარაკებები სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შეთანხმებების თაობაზე და  ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერეს  შეთანხმებას მობილურობის საკითხებში პარტნიორობის შესახებ, რომლის მიზანი იყო  შემდგომი თანამშრომლობა მიგრაციის პოლიტიკის ყველა მიმართულებით.

საქართველო ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელიც ევროკავშირის მიერ 2009 წლის მაისში შექმნილ ექვსი ქვეყნისგან შემდგარ ,,აღმოსავლეთ პარტნიორობაში” მონაწილეობს. აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზანია ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება მის მეზობელ სახელმწიფოებთან – სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან.

2006 წლიდან, ევროკავშირს გაფორმებული აქვს შეთანხმებები სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე რუსეთთან, უკრაინასთან, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიასთან, სერბეთთან, მონტენეგროსთან, ბოსნიასა და ჰერცოგოვინასთან, ალბანეთთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სპილოს ძვლის ნაპირთან.

დამატებითი   ინფორმაციისათვის   იხილეთ:

ევროკომისიის გადაწყვეტილება / 29.4.2014 წელი / ბელორუსში, კამერუნში, საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინასა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ვიზაზე განაცხადის შეტანისას აუცილებელი დამატებითი საბუთების სიის თაობაზე (ინგლისური ტექსტი) pdf - 51 KB [51 KB] English (en)

დანართები ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე ბელორუსში, კამერუნში, საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინასა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ვიზაზე განაცხადის შეტანისას აუცილებელი დამატებითი საბუთების სიის თაობაზე (ინგლისური ტექსტი) pdf - 175 KB [175 KB] English (en)

დანართი III  ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე საქართველოში ვიზაზე განაცხადის შეტანისას აუცილებელი დამატებითი საბუთების სია pdf - 86 KB [86 KB]

***

ვიზების გაცემის ახალი წესები      

შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ

25/03/2013  ღია კონსულტაციები – "შენგენის" მოკლევადიანი ვიზის მიღების პროცედურების გამარტივება